ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 მარ 2010, 19:30

გორის რაიონის სოფელი ნიქოზი ქართლის 1-1 მშვენიერი სოფელია.
ჰოლო ამ სოფლის გუმბათიანი ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის.
2008 წლის ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა ღვთისმსახურები განდევნეს.
თუმცა, ახლა ისინი ტაძარს დაუბრუნდნენ.
ნიქოზში მშვიდობაა და ჩამსვლელსა თუ ადგილობრივს საფრთხე არ ემუქრება.
ნიქოზის ტაძარი ვახტანგ გორგასლის დაარსებულია, ისევე, როგორც მთლიანად, ეპარქია.
ტაძრის ადგილას წარმართული სალოცავი ყოფილა.
საუკუნეებია, ის საკათედროდ ითვლება.
მასთან დაკავშირებულია მრავალი სიწმინდე, მათ შორის, მეფე ვახტანგის მიერ იერუსალიმიდან
ჩამობრძანებული ჯვარი, რომელიც მე19 საუკუნეში დაიკარგა.
ამასთან, ნიქოზსა და მახლობლად სხვა ძეგლებიც არის.
სურვილისა და გარემოებათა გათვალისწინებით, მათი ნახვაც შეგვიძლია.
თუმცა, თბილისში ჩამოვალთ არაუგვიანეს 6 სთსა.


შეკრების დრო და ადგილი:
28 მირკანი, 2010. ბზობა დღე
სქიმია

ფასი:
მინიბუსის ფასი 140 ლარი.
თანხა წამოსულებზე თანაბრად გადანაწილდება.

ტევადობა:
20 მგზავრი

გასავლელი მანძილი:
მინიბუსით: 167 კმ
ფეხით: მცირე

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
საკუთარი საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, ეკლესიისთვის შესაფერისი ჩასაცმელი.

ამინდი:
თბილი, მზიანი, ცვალებადი მოღრუბლულობით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 მარ 2010, 19:31

თუ შეიძლება, სია შევადგინოთ.
უმორჩილესად გთხოვთ, იქონიოთ არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 მარ 2010, 19:38

მცირე ცნობები ნიქოზი-ცხინვალის ეპარქიის თაობაზე, რომელიც
საპატრიარქოს ვებ გვერდიდან არის აღებული:
ეს ბმული:
http://209.85.129.132/search?q=cache:i9 ... clnk&gl=ge

ეს კიდევ ცნობები შემოკლებით:

ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები)
ნიქოზის ტაძარი

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია შიდა ქართლში, მდინარე ლიახვის აუზში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ცხინვალს, ახალგორს, ჯავას, ზნაურსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას.
ნიქოზის ეპარქიის დაარსებას წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. ვახტანგ მეფემ საეკლესიო რეფორმის შედეგად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსო დააფუძნა. შემდეგ კი „ლიახუს გაღმა, ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი აღაშენა. გორგასალ ჰყო საეპისკოპოსოდ და დასუა ეპისკოპოზი“.

ნიქოზელი მღვდელმთავრის სამწყსო ძალზე ვრცელი იყო. იგი არა მარტო ქართლის, ისტორიული შიდა სოფლის, ტერიტორიის ნაწილს მოიცავდა, არამედ გარკვეულ დროს, „კავკასიანთა, დუალთა და აწ ოსეთად (ჩდ. ოსეთი) წოდებულისა“ საკმაოდ მოზრდილ მთის რეგიონსაც ფლობდა.

ნიქოზელ მღვდელმთავარს ქვეყნის წინაშე უდიდესი მისია ჰქონდა დაკისრებული. ის იყო არა მარტო მაღალი იერარქიის ღვთისმსახური, არამედ ქვეყნის ერთიანობის საიმედო დამცველიც.

ეპარქიის სახელწოდების - „ნიქოზის“ წარმომავლობის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ერთი ვერსიით სოფელს სახელი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით ან მიბაძვით დარქმევია: „არიან მრავალნი სახელნი ადგილთანი საბერძნეთიდან შემოღებული საქართველოსა შინა, ვითა ნიქოზი“.

ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა წარმართთა საკულტო ადგილზე „საგზებელსა თანა ცეცხლისასა“ ააგო და ტაძარში წმიდა რაჟდენ პირველმოწამის უკანასკნელ განსასვენებლად ნიქოზის საკათედრო ტაძარი ითვლება.

ძირძველ ქართულ მოწა-წყალზე ვახტანგ გორგასლის ინიციატივით სამღვდელმთავრო კათედრის დაფუძნების შემდეგ, ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობა გაჩაღდა. დრო-ჟამის ყოვლისწამლეკავი მდინარების მიუხედავად, ამ კუთხეში ბოლო დრომდე მრავლად შემორჩა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის უბადლო შედევრები, მარტო „პატარა ქალაქ“ ცხინვალში ბოლო დრომდე თორმეტზე მეტიი ეკლესია იყო, თამარაშენში ხუთი და სხვ.

ნიქოზელის ძველ სამწყსოში - ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე - დღემდე არსებობს ძველი ქართული ქრისტიანული კერების ნაშთი. ისტორიული ვითარების გამო, ქართველური მოდგმის - დვალების - ძველი საცხოვრისი - დვალეთი ქართველთაგან დაცლილა, თუმცა, მაღრან-დვალეთსა და მის ჩრდილოეთით ქართულ ეკლესიათაგან შემორჩენილია ზრუგდონის ხეობაში მდინარე ხოზიტა მარიამის ანუ ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე სოფელ ნუზალის ეკლესია და სხვ. ნიქოზელი მღვდელმთავარნი ტრადიციულად ოსების ქრისტიანული საქმეების მეთვალყურეობის გარდა, „გამგენი იყვნენ ოვსეთი საეკლესიო და საერო საქმეებისა“. ჩრდილოეთიდან ჯერ საქართველოს მთიანეთში, შემდეგ ბარში მცირე ჯგუფებად ოსების ჩამოსახლება დვალეთის მხრიდან დაიწყო. არაბების შემოსევებმა მათი ლტოლვა კიდევ უფრო გააძლიერა. მოგვიანებით ისინი საქართველოში დარიალის კარით შემოდიოდნენ.

უძვლეს სამღვდელმთავრო კათედრაზე ოდითგანვე მრავალი სიწმინდე იყო დავანებული. როგორც საეკლესიო ტრადიციით არის ცნობილი, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმიდა ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი ნიქოზის საკათედრო ტაძარში დააბრძანა. XIII ს-ში თამარ მეფის ასულმა რუსუდანმა წმიდა ჯვარს ვერცხლის ბუდე გაუკეთა და ძვირფასი თვლებით შეამკო. ჯვარზე წარწერა იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანების ისტორიას ეხებოდა. წმიდა ჯვარი საუკუნეთა მანძილზე ნიქოზის საკათედრო ტაძარში იყო აღმართული და მის შესახებ ცნობილი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. XVIII ს-ის ბოლოს, ქართველთა დიდი შეჭირვების ჟამს, 1799 წელს, როდესაც ნიქოზში ათანასე მღვდელმთავრობდა, წმიდა ჯვარი დაიკარგა.

VI ს. შუა წლებში, 541 წელს აშენებულ გერის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდმოწამის წმიდა ნაწილი მისივე სახელობის შეჭედილ ხატში იყო დაბრძანებული. 1186 წელს ეს ხატი წმიდა მეფე თამარის მიერ აშენებულ არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩააბრძანეს და მას შემდეგ ამ ტაძარშია დაბრძანებული. საბაწმინდის დედათა მონასტერში წმიდა მოწესეთა უხრწნელი ნაწილები ოდითგანვე ინახებოდა. ვახუშტის ცნობით - „ერედვის მთასა შინა არს მონასტერი გუნბათიანი, ძეს მოწესე მკუდარი დღემდე დაუშლელი“.


XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე, მრავალი გაჭირვების მიუხედავად, ნიქოზის ეპარქია ბოლო დრომდე არსებობდა და მისი იურისდიქციის საზღვრები საკმაოდ ვრცელი იყო. მის დაქვემდებარებაში იყო წინწყაროსა და წილკნის გაუქმებულ კათედრათა სამწყსო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1804 წელს ნიქოზის საეპისკოპოსოც გაუქმდა და იგი მცხეთის სამთავროს ტაძარს მიაწერეს.

1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ უძველესი სამწყსო ერთიან ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. მისი აღდგენა მხოლოდ 1995 წლის 5 აპრილს გახდა შესაძლებელი.

ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი მწყემსმთავარია მთავარეპისკოპოსი ისაია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Naia » 24 მარ 2010, 23:58

შაბათს ვერ მოვდივარ და აქ მაინც წამოვალ :)

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. ?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 მარ 2010, 10:17

რა ხალვათობაა.
არ გინდათ, ქალაქიდან გასვლა?
აქვე დავსძენ, რომ მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც, გასვლა არ გადაიდებაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Nini_A » 25 მარ 2010, 11:03

GAMARJOBA SAKARTVELO
გაზაფხულდა, ნამდვილად მინდა წამოსვლა, მომენატრეთ

რომლელზე იქნება გასვლა? თუ შესაძლებელია იქნებ დილით ადრე გავიდეთ, ისე რომ ან იქ დავესწროთ წირვას. :roll:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Tamari-ch. » 25 მარ 2010, 11:30

მინდა
იმედია შევძლებ....
ჯერ არ ჩამწეროთ...
:oops:

საშიში არაა იქ წასვლა?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by QEBURIUS » 25 მარ 2010, 13:59

იქ წამსვლელებმა (თქვენ აქ მოსულნო) იმედები დატოვეთ ყველა.. :twisted:
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Tamari-ch. » 25 მარ 2010, 14:14

იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Hereti » 25 მარ 2010, 15:49

ძალიან კი მინდა მაგრამ ამ შაბათკვირა ქალაქიდან გასვლა მიწევს, ახლობელს ძმა გარდაეცვალა, რა არის ეს ცხოვრება დღეს ხარ ხვალ აღარ იქნები :( :(

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 მარ 2010, 16:11

ნიქოზში წასვლა არანაირ საფრთხესთანაა დაკავშირებული.
შეგიძლიათ, გაბედულად ჩაეწეროთ სიაში და კიდევ უფრო გაბედულად წამოხვიდეთ ბზობა დღეს.
ჰოლო თუ მაინც ვინმეს ეშინია, შემდეგ გასვლებს დაელოდოს.

შეკრების დრო და ადგილი:
09:29 სთ
28 მირკანი,
კვირა, ბზობა დღე,
სქიმია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Tamusia » 25 მარ 2010, 19:25

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. თამუსია
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by Nini_A » 26 მარ 2010, 10:48

შაბათსაც შემოგიერთდებოდით, მაგრამ ვმუშაობ და ვერა
ბზობას მოვდივარ :D
1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. თამუსია
4. ნინი_ას +
5.ნინი_ა
6......
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by saskva » 26 მარ 2010, 10:58

1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. თამუსია
4. ნინი_ას +
5.ნინი_ა
6. saskva

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიქოზის ტაძარი 2010ის ბზობას (28.03)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 მარ 2010, 11:01

saskva wrote:1. გამარჯობა საქართველო
2. ნაია
3. თამუსია
4. ნინი_ას +
5.ნინი_ა
6. saskva
აი, 1ლი მერცხლებიც გამოჩნდნენ.
აბა, შემდეგი ვინ იქნება?..
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]