განწყობაა ასეთი...
ნ------------------------------
როცა ანარეკლი ასე მახინჯია...
როცა თავი-ასე დახრილი...
როცა დღე-ჩადის...
როცა ჰორიზონტი ცარიელია...
როცა მისტიური ადამიანები მზის შუქზე ფეთქდებიან...
როცა უკან არავინ გიდგას...
როცა ყველა კვალი-წაშლილია...
როცა ყველა გზა-ჩაკეტილი...
როცა თვალებში არაფერს ეძებ...
როცა აღარ არსებობენ თბილი ხელები...
როცა ქარი მარტო გარეთ კი არა, შიგნითაც ანგრევს ყველაფერს...
როცა რაღაც ჩაწყდა და ჯერ კიდევ ისმის დანარცხების ექო...
როცა უნდა გათენდეს...
როცა მოწყენაა...
როცა გაზაფხული მოგტაცეს...
როცა დაბადების დღე შეგაძულეს...
როცა დღესასწაული გადაგივადეს...
როცა აღარ გჯერა...
როცა ამბობენ, რომ დიდი ხარ...
როცა ვერ იზრდები და ბრაზდები...
როცა არაფერი იცვლება...
როცა სიცარიელეა...
როცა გაზაფხულიც გღალატობს....