წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2010, 01:16

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-დუშეთის რაიონი
წილკნისა და დუშეთის ეპარქია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-მილახვრიანთკარი (დუშეთი)-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
140 ლარი მინიბუსისთვის

6. მონაწილეთა რაოდენობა
13

7. გასვლის, ლაშქრობის მოთავე
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ყველა დანიშნულების ადგილი დასახლებულ ადგილშია.
ნატახტარი და დუშეთი მათ მახლობლად ყველაზე მსხვილი დასახლებებია

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
134 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
წილკანი - საეპარქიო ტაძარი ციხე-გალავნით
ერედა - სოფლის წმინდა გიორგის სახ. ეკლესია
ძალისი - ძველი ნაქალაქარი რომაული მოზაიკით, სოფლის გულში მდებარე წმ.
გიორგის ეკლესია, სოფლის ფერდობის საყდარი
მჭადიჯვარი - მთავარანგელოზთა ტაძარი ცოხე-გალავნით, ტაძრის შიგნით მდებარე ისტორიული
ჭა, გალავანზე ასაძრომი გვირაბი
მილახვრიანთკარი (დუშეთის უბანი) - დიდი არქეოლოგიური ბაზა, იგივე ჭილაშვილების სახლი საკვლევი აღმოჩენილი ექსპონატებით

12. საბანაკე ადგილები:
წილკანი - საკათედრო ტაძართან მდებარე კორომში, სადაც წმინდა გიორგის საყდარიცაა
ერედა - სოფელს მიღმა
ძალისი - სოფელს მიღმა
მჭადიჯვარი - გრემისხევთან ან სამების მთასათან, სადაც მდინარე ნარეკვავი სათავეს იღებს.
მილახვრიანთკარი (დუშეთის უბანი) დუშეთში შესვლამდე
აგრეთვე, საუკეთესო საბანაკე ადგილებია ბაზალეთის ტბასთან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში, აგრეთვე, ძეგლებთან წყალი ყველგან არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი.
ტაძრებში შესასვლელად საჭიროა სათანადო ჩაცმა.
ნარეკვავის სათავესთან, რომელიც მჭადიჯვრიდან 4 კმშია, რუსი ოკუპანტები დგანან. გრემისხევი ახალგორის რაიონის მოსაზღვრე დასახლებაა.
არაა სასურველი სამხედრო აღჭურვილობით აღკაზმვა ან ჯარისკაცის სამოსის ჩაცმა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
მგელი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ბაზალეთის ტბა, გრემისხევის უბნის, ციხისუბნის კოშკი და ეკლესია. ახლოსაა მჭადიჯვართან, აგრეთვე, ბოდორნას ტაძარი

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
თევზაობა ბაზალეთის ტბაზე
საფეხოსნო გასვლა ბაზალეთის ტბა-ბოდორნის (6 კმ) მიმართულებით

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველა ოპერატორი კგდ მუშაობს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ძალისი გოჩა 893 277320
მილახვრიანთკარი (დუშეთის უბანი) გიორგი 899292281

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
700-930ის ფარგლებში

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
7,5

24. სასარგებლო ბმულები

გასვლის დაგეგმვა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4090&start=0

წილკანი:

http://209.85.129.132/search?q=cache:jw ... clnk&gl=ge

თემა :კარავიდან: რუკის ჩათვლით
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=169187#169187

მჭადიჯვარი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B% ... 0%E1%83%98
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2010, 01:22

გასვლის მონაწილეები:

1. qvevri
2. QEBURIUS
3. ნაია
4. გამარჯობა საქართველო
5. KSOVRELI
6. თამარი-ხევი
7. ნოდარშო
8. იაკო
9. Hereti
10. jaa
11. jaa-ს +
12. პატრიკა
13. მელექსა


დილით სქიმიასთან გურულიც მოვიდა.
მეგონა, ეს კაი კაცი წამოვიდოდა, მაგრამ გაგვაცილა.
სიაში მყოფთაგან 8 თუ 9 წევრი არ წამოვიდა.
მხოლოდ 2-3 ადამიანი იყო, ვინც დილით გვაცნობაა, რომ ვერ წამოვიდოდა.
როგორც ჩანს, ჟიჟლიანმა ამინდმა, წინა საღამოს :იმედზე: გასულმა იმიტირებულმა გადაცემამ,
ძილიანობამ ბევრს კვირას გასვლის ხალისი დაუკარგა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2010, 01:41

ვნახეთ წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც დილიდან წილკანი-დუშეთის ეპისკოპოსი წირავდა.
შემდეგ ვნახეთ სოფელ ერედას გულში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ ძალისის უძველესი ნამოსახლარები
რომაული მოზაიკის ჩათვლით, სადაც დიონისეს გამოსახულებაც არის.
ამავე სოფელში ვნახეთ წმინდა გიორგის ახლად აშენებული ტაძარი და ფერდობზე მდებარე სარესტავრაციო საყდარი.
ძალისიდან სოფელ მჭადიჯვარში გადავინაცვლეთ. სოფლის გულში მდებარე გუმბათიანი ტაძარი, რომელიც
მთავარანგელოზთა სახელს ატარებს და გარს შემოსალტული ციხე-სიმაგრე ვნახეთ.
ამ ტაძართან დედათა მონასტერი მოქმედებს.
იმის გამო, რომ წვიმდა და სოფლის გზა ტალახიანი იყო, ციხისუბნის (გრემისხევი) კოშკი და ეკლესია ვერ ვნახეთ.
გზა დუშეთისკენ განვაგრძეთ, სადაც qvevriს მოწადინებით, ქალაქზე მიბმულ სოფელ მილახვრიანთკარში
ჭილაშვილების სასახლე ვნახეთ.
ეს ის სასახლეა, სადაც არქეოლოგიური ბაზაა განთავსებული და ახლად აღმოჩენილ ნივთებს იკვლევენ.
აქვე წავიხემსეთ კიდეც და 5 სთზე ყველანი თბილისში ვიყავით.
ნაწილმა ბარში გადავინაცვლეთ.
ძნ ნაყოფიერი და საინტერესო გასვლა იყო.
მკ დროში ბევრი რამ ვნახეთ.
დარი კიდევ უფრო დაამშვენებდა ჩვენს გასვლას.
ყველას მადლობა მონაწილეობისთვის.
აქვე აღვნიშნავ, რომ Nodarsho თავის საქმის - ისტორიის საუკეთესო მცოდნეა და თავისუფლად შეუძლია
ბევრ ადგილას მეგზურობაც ითავოს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 მარ 2010, 01:44

რაც შეეხება გზის მდგომარეობას, საფარი ძნ კგ მდგომარეობაშია.
მხოლოდ ძალისი-მჭადიჯვრის 4-5 კმიანი მონაკვეთია ცუდ მდგომარეობაში.
აგრეთვე, ტალახის შემთხვევაში, ციხისუბანში ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 09:59

მცირედი კომენტარებით შემოგთავაზებთ ჩემს მიერ გადაღებულ რამოდენიმე სურათს. ფოტოებს ფირითაც ვიღებდი და როდესაც გავამჟღვავნებ იმათაც დავაქყობ.
დავიწყებ იმით, რომ მიუხედავად არამზიანი დღისა (წვიმა თითქმის არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით აქაიქ რომ წამოწინწკლა.) ძალიან საინტერესო გასვლა გამოგვივიდა, რისთვისაც მადლობა იდეის ავტოსრსა და გასვლის ყველა მონაწილეს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო მჭადიჯვარი და მილახვრიანთკარის ჭილაშვილების სასახლე აღმოჩნდა, რადგან მათი ნახვა დიდი ხანია გულში მედო და უახლოეს მომავალში მე თავად ვაპირებდი ამ ადგილების მონახულებას. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება.
მაშ ასე, პირველად წილკანში მივედით სადაც მეუფე ზოსიმე წირავდა. მცირედი ხანით წირვასაც დავესწარით.
წილკნის ღვთისმშობელი:
Image
სამრეკლო და გალავნის ნაწილი
Image
აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი
Image
სამხრეთის ფასადის სარკმელის მორთულობა ვაზის სტილიზებული გამოსახულებებით
Image
ეს კი შიგნით, ტაძარში. ამ რელოეფურ გამოსახულებაზე საკმაოდ საინტერესო მონაცემები არსებობს, რომელიც მე ზუსტად არ ვიცი და ამჯერად არაფერს ვიტყვი, მაგრამ შევეცდები გავარკვიო.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:08

ამის შემდეგე გავემგზავრეთ ერედა-ძალისისაკენ სადაც დავათვალიერეთ უძველესი რომაული აბანოები ბრწყინვალე მოზაიკებით, ერედის წმ. გიორგის ეკლესია და ძალისის კვირაცხოვლის ტაძარი.
აი ესაა მოზაიკის ნაშთები:
ქალის გამოსახულება
Image
ისევ ქალი:
Image
ეს კი ჩემო ბიძიკოებო არიან არიადნა და დიონისე:
Image
საერთო ხედი
Image
დიონისესა და არიადნას თავზე ვხვდებით ბერძნულ წარწერას, სადაც თურმე მოხსენიებულია ამ მოზაიკის ავტორი(თუ არ ვცდები...)
Image
ვარაუდობენ, რომ მამაკაცის ეს სახე სწოერდ მოზაიკის ავტორს ეკუთვნის
Image
თქვენ ხედავთ ყურძნის მტევანსა და ვაზის ფოთოლს...
Image
აქ კი ჩანს თევზის კუდი (მარჯვნივ) და სათლი, რომელშიც ასევე თევზები არიან
Image
ეს კი მოზაიკის ახო ხედი. როგორც ჩვენმა ამხსნელმა გვითხრა მოზაიკაში თხუთმეტანდე ფერის კენჭია გამოყენებულიო
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:10

აქვეა გვიანდელი მარნის ნაშთები თავისი ქვევრებით.
Image
ამავე ადგილას აღმოუჩენიათ უძველესი ხელსაფქვავი, რისმა ხილვამაც ძალიან გამახარა, რადგან მე ხელსაფქვავების დიდი მოყვარული გახლავართ და სახლში სამი ცალი ძველი ხელსაფქვავი უკვე მოვაგროვე
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:17

ამის შემდეგ გავემგზავრეთ სოფელ ერედაში, რომელიც მოზაიკებიდან იქნებოდა ასე 1.5 კილომეტრში. ვნახეთ სოფლის წმ. გიორგის (შეგეწიოთ) რომელიც მე ნანახი მქონდა ამ ათიოდე წლის წინ. იმხანად ტაძარი ძალიან დაზიანებული იყო ხოლო ამჟამად აღუდგენიათ.
Image
ამავე ტაძრის ეზოში ბევრი ზედაშე იყო. ერთ ერთი მათგანი ცხავათური აღმოჩნდა. ცხავათური ქვევრები ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ქვევრებია. მხიბლავს მათი მორთულობა, წერნაქით მოხარილობა და განსაკუთრებული, არასტანდარტული ფორმა. ასევე ნატიფობა და დახვეწილობა...
Image
ასევე ერთ-ერთ ქვევრეზე ძველი დამღა აღმოჩნდა, თუმცა უკვე აღარ იკითხებოდა
Image
ხედი ამავე ადგილიდან, მოსჩანს წილკნის ღვთისმშობელი
Image
წილკანში, ერედაში და ძალისში ჩამოედინება მდინარე ნარეკვავი, რომელიც მცხეთასთან არაგვს უერთდება. იგი სათავეს სოეფლი დუშეთი-ახალგორის საზღვრიდან იღებს.

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:21

შემდეგი იყო ძალისის კვირაცხოველი და წმ. გიორგის ახლად აშენებული ტაძარი.
ეს კვირაცხოველია, რომელიც ამჟამად აღდგენის სტადიაშია
Image
შიგნით, საკურთხევლის მხარე.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:25

და შემდეგი კი როგორც გითხარით იყოს წმ. გიორგის ტაძარი, რომელიც ახლად აშენებულია. ამ ადგილას მდგარა სხვა ტაძარი, რომელიც კომუნისტების დროს დაუნგრევიათ და მის ადგილას სოფლის კლუბი აუშენებიათ, როგორც ტაძარის მესანთლე ქალბატონმა გვითხრა კლუბში ამჟამად ტაძრის საკურტხევლის ნაშთებიც კი ყოფილა შემორჩენილი, რომელზეც ძველი ფრესკის ფრაგმენტები იკითხებაო...
აგერ ტაძარი და თავად კლუბიც.
Image
Image
ტაძრის მორთულობანი, რომელიც ძალიან მომეწონა
Image
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:26

ხოდა სწორედ აქედან გავწიეთ მჭადიჯვარისაკენ.
ეხლა წავალ ყავას დავისხავ და გავაგრძელებ...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:36

მივედით მჭადიჯვარში სადაც მე განსაკუთრებულად მიმეჩქაროდა, რადგან აქ მეგულებოდა ლაპიდარული წარწერები და ვვარაუდობდი, რომ ვნახავდი ძველი მარნის ნაშთებსაც.
დავიქყებ ტაძრის გეგმითა და ფილმის ბმულით ტაძრის თაობაზე.
ესაა ფილმი მჭადიჯვარის ტაძარის შესახებ:
http://www.dailymotion.com/video/x5k25d ... i-1_travel
ეს კი თავად სოფლის შესახებ:
http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../t ... -06-23.flv
ესაა მთავარანგელოზთა ტაძარის გეგმა.
Image
Image
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by Tamari-ch. » 15 მარ 2010, 10:42

qvevri

Image


ამ სურათებს აქედანვე გედვიტან შენი ნებართვით საუნჯეზე
და საღამოს გვერდს გავაკეთებ ძალისზე...
:wink:

აქვეა გვიანდელი მარნის ნაშთები თავისი ქვევრებით.
ამ მარნებზე არ შევავსოთ აქ სიახლით?

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 4&Itemid=9
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:50

ხედი დასავლეთიდან
Image
ჩრდილოეთი
Image
აღმოსავლეთი
Image
სამხრეთი
Image
ტაძარი მოქმედია და შედის მეუფე ზოსიმეს ეპარქიაში (წილკნის ეპარქია). ამ ადგილას დედათა მონასტერია თუმცა მონასტერში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მორჩილია.
Image
სასახლის ხედი, სადაც ამჟამად მონასტერია
Image
Image
ეს კი ლაპიდარული წარწერები, რომელიც მოიხსენიება ასევე ფილმშიც:
Image
Image
ტაძრის ეს ნაწილები სვეტიცხოველის ვარიანტს იმეორებენ (ფილმშიც ნახავთ...)
Image
Image
გუმბათი და საკურთხეველის კანკელი.
Image

Image
სადიაკვნეში არის ჭა, რომელიც დღემდე მოქმედია
Image
სვეტიცხოველშიც სწორედ ამ მხარესაა ჭა...
Image
ზემოთ ხედავთ სამალავს სადაც ლეკიანობის დროს ხალხი იმალებოდა.ლეკთა ერთ ერთი ძლიერი შემოსევის დროს მუხრან ბატონი და სოფლის მოსახლეობა გალავანში შეკეტილა და ოთხი დღე იბრძოდა თურმე. მერე ტყვიაწმალი და სატყორცნი ლოდები გამოლევიათ, ამ დროს ერთი გლეხი, რომელსაც გალავანში თავისი ფუტკრებიც შეუყვანია გალავანზე გადმომდგარა და მტერის გუნდისათვის ფუტკრის გეჯები დაუშენია, გავეშებული ფუთკარი მტერს დახვევია და მაგრადაც დაუსიებია, ამასობაში სოელს ერეკლე შემოშეველბია და დაუძლევიათ მტერი...
Image

ესეც ამ სოფლის ისტორიაა
Image
მე კიდევ ვნახე ერთი წარწერა, რომელიც სამწუხაროდ მთლად გადაშლილი დამიხვდა... :(
Image
Last edited by qvevri on 15 მარ 2010, 15:06, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
წილკანი-ერედა-ძალისი-მჭადიჯვარი-დშთს ჭილაშვილთა სასახლე14.03

Post by qvevri » 15 მარ 2010, 10:55

Tamari-ch.
ამ მარანზე მოდი ჯერ არ გვინდა, რადგან ეს მხოლოდ მარნის მცირედი ნაწილია (ნაშთია). მადროვე და მე გამოგიგზავნი კარგ მასალებს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]