
დღე პირველი
დილის 6 საათზე გარუდა ინდონეზიას თვითმფრინავმა რეისით სურაბაია-დენპასარი ასაფრენ ბილიკზე პოზიცია გაიმაგრა, მოტორი ამოქოქა და აღმოსავლეთისკენ გეზი აიღო. ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 35 წუთი იყო ნაცვლად დაგეგმილი ერთი საათისა. ალბათ ქარიც აღმოსავლეთისკენ ქროდა.
დენპასარი პროვინცია და კუნძულ ბალის დედაქალია, თუმცა ამ კუნძულის კულტურულ დედაქალაქად უბუდს მიიჩნევენ. ეს არის პატარა ქალაქი ბალის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც შედარებით ამაღლებულ ადგილზეა და შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც მეტ-ნაკლბად უფრო ნაკლებია ვიდრე სანაპირო ზოლზე. აქ უმეტესად მხატვრები და ხელოვანი ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად ყოველი სახლის ქვეშ გამოფენა მაღაზიაა გახსნილი. დიდ სასტუმროს აქ ვე იპოვით, ძირითადად სულ მცირე ზომის, ორ ან სამ სართულიანი შენობებია.
ისე, ინფორმაციისათვის - ბალიზე და მთლიანად ინდონეზიაში თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე ჩამოვიდა, ითვლება რომ გრილა. ასეა მთელი წლის განმავლობაში. აქ მხოლოდ ორი სეზონია - მშრალი და წვიმიანი. მშრალი სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე, ხოლო წვიმიანი კი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება. წვიმად კი აქ დღეში 15 წუთიანი თქეში მოისაზრება, რომელიც ტბორავს ქუჩებს და რომელსაც ზუსტად 20 წუთში ვერც კი შეამჩნევთ, ანუ უმალ შრება ყველაფერი.
რელიგიის თვალსაზრისით დიდი მრავალეროვნებაა, არიან როგორც მუსულმანები, ასევე ქრისტინები, ინდუსები და ბუდისტები, თუმცა ბალიზე უმეტესობა ინდუსები არიან (ხოლო კუნძულ ჯავაზე, ანუ ყველაზე დიდი კუნძული ინდონეზიის არქიპელაგში - მუსულმანები). მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ყველა მშვიდად და წყნარად ცხოვრობს გვერდიგვერდ.
მოკლედ, აეროპორტიდან პირდაპირ უბუდისკენ გავემართე. გზამ დაახლოებით 1 საათი წაიღო და დილის 8 საათზე უბუდის ცენტრში მდებარე ვიეტნამურ რესტორანში შევიარე, ერთი ფინჯანი ბალური ყავა მივირთვი, ერთიც გავაბოლე და გეზი სამეფო სასახლისკენ ავიღე.
ვიეტნამური რესტორანი ქ. უბუდის ცენტრში, სამეფო სასახლის მოპირდაპირე მხარეს.

უბუდის სამეფო კარი. აქ ყველა ოთახი გახსნილია, მხოლოდ საძინებლებია იზოლირებული










როგორც ზემოთ ვახსენე, უბუდის ძირითადი მოსახლეობა ხელოვანთა წრის წარმომადგენელია და შესაბამისად გამოფენა გაყიდვას აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით.

სასახლის მონახულების შემდეგ გეზი ადგილობრივი ინდუსური სამლოცველოსკენ ავიღე, სადაც შაბათის დილის ლოცვა მიმდინარეობდა. გზა კი ასე გამოიყურებოდა.

სალოცავში შესასვლელას აუცილებელია "იქაური ქუდი" დაიხურო, ანუ მამაკაცისთვის, ისევე როგორც ქალისთვის, შარვლით შესვლა არ შეიძლება. იქვე შევიძინე მოსახამი, რომელიც პირდაპირ ტანზე, როგორც პირსახოცი ისე შემოვიხვიე. თუმცა არ ეს აღმოჩნდა საკმარისი. მომხსნეს და სრული წესების დაცვით შემკვანძეს










სამლოცველოდან მაიმუნების ტყისკენ გავემართე. ინდონეზიაში ზოგადად დიდი პოპულარობით სარგებლობს ბატიკა (ჩვენთანაც იკიდებ სნელ-ნელა ფეხე) და შესაბამისად ბევრი მაღაზია ამ სფეროში მოღვაწეობს. ზოგადად საკმაოდ პოპულარულია სპილო, როგორც ცოცხალ ასევე მონუმენტურ მდგომარეობაში (რელიგიური ფაქტორი).





რამოდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ მაიმუნების ტყეს, ან შესაძლოა პარკსაც მივადექი. ეს ტყე შუა ქალაქშია გაშენებული და დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. იგი ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ტყეში აგრეთვე მდებარეობს სამი მოქმედი სამლოცველო, თუმცა ამ დღეს ლოცვა არცერთ მათთაგანში არ მიმდინარეობდა.




აქ როგორც გაირკვა მხოლოდ "ქვედა ბოლო" არ იყო საკმარისი, ქამარიც შემაბეს და სამლოცველოში მხოლოდ ეგრე შემიშვეს














ეს ბატონი და ქალბატონი ამ სამლოცველოს წინ გეგებებიან



ტყიდან გამოსულმა ტაქსის ძიება დავიწყე... გზად კი რამოდენიმე სამხატვრო სალონს ჩაუარე გვერდი.


შემდეგი გაჩერება - უბუდის მახლობლად მდებარე ბრინჯის ტერასები

შემდეგ კი კუტასკენ დავიძარი. კუტა ეს ყველაზე დიდი ტურსიტული ცენტრია ამ კუნძულის. გზად კი ხის საამქროსთან შევჩერდი. ეს შენობა ბალური არქიტექტურის მაგალითია. ამ საამქროში სულ ხელით კეთდება ყველაფერი.



მე და ჩემმა ტაქსის მძღოლმა გზა განვაგრძეთ და სულ რამოდენიმე წუთში აი ამ ჩანჩქერს მივადექით.

დაახლოებით საღამოს 5 საათისთვის კუტაში ჩავედი, დავბინავდი, ცოტა გავისერ-გამოვისეირნე და მეორე დღისთვის მზადება დავიწყე.