ზამთრის სპორტი - თხილამურები, სნოუბორდი და სხვა
Moderators: Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 08 მარ 2010, 17:08
Gvalva wrote:თამაზ,
ძალიან კარგი ვიდეო დადე, რაღაცნაირად თვალი ამიხილა მუხლების როლზე. ეხლა მივხვდი რომ თხილამურის კანტზე დაყენებას ვცდილობდი არა მუხლების ხარჯზე, არამედ... მოკლედ არ ვიცი რის ხარჯზე, მეშინია ვთქვა კოჭების მეთქი

, მაგრამ შიდა მუხლს კიდე ვაქცევდი ყურადღებას და აი გარე მუხლი სულ არ გამხსენებია. ალბათ უფრო ქუსლს ვაწვებოდი.
იქვე ვიპოვე მეორე ვიდეო სადაც უფრო დეტალურადაა მუხლების მოძრაობაზე ყურადღება გამახვილებული. ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოს!!!
http://www.youtube.com/watch?v=vlzIkIQa ... re=related
გვალვა, ძალიან კარგი ვიდეოა, მუხლებია მთავარი, არავითარი ტერფები და თითის წვერები

რათქმაუნდა ცოტა მეტი სიჩქარეა საჭირო და მუდმივი ყურადრება მასზედ რომ წვივვებით მუდმივად წინ უნდა მივაწვეთ ბათინკს.
ამ ვიდეოზე ეს კაცი იდეალურად აჩვენებს სპორტულად, ორივე კანტით მოხვევის ტექნიკას და ეს ყოველივე მუხლების კონტროლით ხორციელდება, თხილამურების ფხოჭიალის გარეშე.
Last edited by
Makena on 08 მარ 2010, 17:23, edited 1 time in total.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 08 მარ 2010, 17:13
Toma
გვალვას ბმული ნახე, იქ ძალიან კარგად არის ნაჩვენები 2 კანტზე სრიალი.
აქ შენ რაც დადე, ძირითადად მოკლე მოხვევებია ნაჩვენები და თანაც ეს კაცი აშკარად აცურებს თხილამურს, რადგან ასეთი შეტყუპებული ფეხებით სხვაგვარად შეუძლებელია.
აი თვით ბოდი მილერი გვასწავლის:
http://www.youtube.com/watch?v=41llqEmmlQI&NR=1
-
Skier
- ბოდიალა
- Posts: 220
- Joined: 22 ნოე 2009, 15:28
Post
by Skier » 08 მარ 2010, 18:30
FreeStyle Skier, Bike Lover & OverClocker
-
teo-
- იეტი
- Posts: 5269
- Joined: 19 მარ 2008, 21:06
- Location: myinvari
-
Contact:
Post
by teo- » 08 მარ 2010, 20:19
ზურა მასწავლიდა რომ ყოველი მოხვევისდროს ფეხი უნდა ავწიო და მივადგა:) მანამდე არასოდეს მისრიალია ეგრე და ესე ვერც დავამუღამე იმიტო რო მძიმეა ფეხი:) თუ უხვევთ ვინმე ესე?
არა ექსკურსიას!

-
baqo
- მაწანწალა
- Posts: 341
- Joined: 01 ივნ 2009, 20:57
Post
by baqo » 08 მარ 2010, 20:28
თუ კანტზე გინდა სრიალი ფეხი არასდროს არ იწევა
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 09 მარ 2010, 16:25
teo-
კი, ბევრი გეტყვის მასე. საქმე იმაშია, რომ თუ შედარებით დამწყები ხარ და თან ნელა სრიალებ, მაშინ კარგი იქნება თუ მასე ასწევ ხოლმე ფეხს და ისე მოუხვევ. ძაან აწევა არ არის საჭირო. სულ ოდნავ აწევა უკვე გიადვილებს მოხვევას.
მერე რომ დაამუღამებ და თან სიჩქარესაც მოუმატებ აღარ დაგჭირდება ფეხის აწევა. ტანის სწორი გადახრა საკმარისი იქნება მოსახვევად.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
baqo
- მაწანწალა
- Posts: 341
- Joined: 01 ივნ 2009, 20:57
Post
by baqo » 09 მარ 2010, 16:58
მაგ შემთხვევაშიც არ უნდა აწიოს მხოლოდ უნდა მიუცუროს.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 09 მარ 2010, 17:45
teo-
ფეხი არ უდა ასწიო, თუ ერთხელ მიეჩვიე აწევას მერე ვეღარ გადაეჩვევი, თხილამურებზე სრიალს ვგულისხმობ.
შიდა თხილამურზე ამცირებ დაწოლას და ოდნავ წინ უშვებ, გარე თხილამურზე წონის გადატანის დროს, შესაბამისად შიდა თხილამური უნდა მიაცურო გარესთან ისე რომ თხილამურები პარალელურად დადგნენ.
Last edited by
Makena on 09 მარ 2010, 19:17, edited 1 time in total.
-
teo-
- იეტი
- Posts: 5269
- Joined: 19 მარ 2008, 21:06
- Location: myinvari
-
Contact:
Post
by teo- » 09 მარ 2010, 18:34
არა ექსკურსიას!

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 22 მარ 2010, 11:39
თხილამეურებზე სრიალის ტექნიკის დასახვეწად რამდენიმე წესი დავადგინე.
ახალს არაფერს ვამბობ, თუ ლიტერატურას კითხულობთ ეს ყველაფერი ამოკითხული გექნებათ, მაგრამ საკუთარ ტყავზე რომ გამოცდი და დარწმუნდები რომ საჭიროა მერე უფრო დაბეჯითებით მოითხოვ რომ ამ წესებს მიაქციოს ყურადღება იმანაც, თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცავს.
1. ისრიალე ყველანაირ ამინდში! ცუდი ხედვა (!), თოვა, ქარი - ისრიალე მთელი დატვირთვით.
2. ტრასა ჩაიარე გაჩერების გარეშე. აუ, რა კაია! რა საშინლად სრიალებს ის ვიღაც, ანეგდოტები დაბლა საბაგიროს რიგში, რიგი დიდია. დაივიწყე შუალედური ტუსოვკები! დალოდება და პატივისცემა.
3. გადაიღეთ ერთმანეთის სრიალის ვიდეო! შეარჩიეთ კარგი ფერდი და ერთმანეთს გადაუღეთ თუნდაც ტელეფონით. სახლში ნახეთ დეტალურად, ეძებეთ შეცდომები. გააჩერეთ კადრი და შეადარეთ youtube-ზე ნანახ ვიდეო გაკვეთილებს. დაინახავთ დგომის და თხილამურების განლაგების უამრავ შეცომას. დამიჯერეთ, ღირს გადაღებაზე დროის დაკარგვა!
P.S. GOM Player-ის გაჩერებული კადრების jpg-დ შენახვას რაღაც ვერ ვახერხებ და იქნებ მასწავლოთ
