წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 11:57

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრი წყაროსა (მანგლისი) და წალკის (ბერთა) რაიონები
წალკა-მანგლისის ეპარქია

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-წყნეთი-წალკა-ბერთა-წალკა-მანგლისი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინიბუსის ფასი 170 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
14

7. გასვლის, ლაშქრობის მოთავე
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბერთა - ჯინისი, ნარდევანი, წალკა
მანგლისი - პანტიანი, ორბეთი, სოფელი ალგეთი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
198 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ძალზედ მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბერთა - 2 ტაძარი და მორწმუნეთათვის მნიშვნელოვანი კალმახიანი აუზი
მანგლისი - სიონი, ჩუქურთმებით მდიდარი 3ხრეთ ფასადი. რამდენიმე წარწერა.

12. საბანაკე ადგილები:
ბერთა სოფელთან ახლოს
მანგლისი ტაძრის გალავანს მიღმა მრავალ ადგილას

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში ყველგანაა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ტაძრებში შესასვლელად შესაფერისი ჩაცმულობა.
კალმახებიან აუზში განსაბანად ჩასასვლელად სათადარიგო სამოსი.
2009 წლის მიწურულიდან სოფელ ოლიანგის ახალი სახელი - ბერთა დაერქვა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
დიდთოვლიანი ზამთრის გარდა ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
გზები ზამთარში იყინება. საჭიროა ხარისიხიანი საბურავი და ზოგ შემთხვევაში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ბერთა - სოფელ გუმბათის ციხე-გალავანი და ეკლესია, დაშბაშის ეკლესია, კლდეკარი, წალკის წყალსაცავი
მანგლისი - ბურატინოსა და ბარეთის ტბები, ალგეთის ხეობა, წვერის წმინდა გიორგისა და ბეთანიის ტაძრები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ბერთა - რელიგიური გასვლა, სამონასტრო მეურნეობაში მსახურთა დახმარება
მანგლისი - თევზაობა ალგეთზე, ტყის კენკრისა და სოკოს შეგროვება,
საზაფხულო სააგარაკო დასვენება

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური სატელეფონო კავშირი შეუზღუდავად მუშაობს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ალგეთის დაცული ტერიტორია -
დაბა მანგლისი, კურორტის ქუჩა N4, ტელ: 899508094

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
წყნეთი-მანგლისი-წალკა-ბერთას (ოლიანგი) საგზაო რუკა
Image

აგრეთვე, დაცული ტერიტორიის რუკა მანგლისისთვის:
http://www.dpa.gov.ge/index.php?site-la ... -path=maps

22. სიმაღლე ზღვის დონიდან
ბერთა 1680-1720ის ფარგლებში
მანგლისი 1470-1530ის ფრგლებში

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
7,5 (ძნ ციოდა გარეთაც და მინიბუსშიც)

24. სასარგებლო ბმულები
გასვლის დაგეგმვა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=4077&start=0
ალგეთის დაცული ტერიტორია
http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=1&id=24

ცნობები მანგლისზე
http://209.85.129.132/search?q=cache:fo ... clnk&gl=ge

ცნობები წალკის რაიონზე:
http://209.85.129.132/search?q=cache:hR ... clnk&gl=ge
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 11:58

ამ გასვლის მონაწილეები:

1. მარიტა 777
2. თიკალო
3. ნინუცა
4. GAMARJOBA SAKARTVELO
5. პატრიკა
6. ჭუნა
7. ჭუნას +
8. ალეკო
9. marmenio (ლედი)
10-11. marmenioს 2 +
12. ნინუცა + (ეკა)
13. ყოჩივარდებზე მონადირე
14. თიკო - მონადირის და
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 12:00

გავედით 8 მირკანს (2010), ქალთა სა1აშორისო დღეს დილი 9ზე.
ვნახეთ გოხნარის ეკლესია, წალკის ბერძნული ეკლესია, ბერთას (ყოფილი ოლიანგი) მონასტრები ცნობილი საკალმახით, რომელიც მიჩნეულია ღვთიურ სასწაულად, აგრეთვე, მანლისის სიონი.
მანგლისი-წალკა-ბერთას გზა მოხრეშილია და 1 წელიწადში ასფალტიანი გზა იქნება.
თოვლი მოულოდნელად მოვიდა.
ამან გეგმები შეგვიცვალა.
ქალებს ყვავილები ვეღარ დავუკრიფეთ.
სამაგიეროდ, მძღოლმა ზვიადმა ქალებს დილიდანვე მიართვა ყვავილების თაიგულები.
საღამოს 8ზე თბილისში ვიყავით.
ნაწილმა ნადიმი :შემოიხედეში: გავაგრძელეთ.
შთაბეჭდილებებსა და ფოტოებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 12:07

დაკიდევ, სოფელ ოლიანგს, სადაც საკალმახე და დედათა და მამათა მონასტრებია, 2009 წლის მიწურულს
ოფიციალურად შეეცვალა სახელი და იწოდება ბერთად (ბერების სამყოფელად).
ოლიანგს ხშირად შეცდომით ოლიანკადაც იხსენიებდნენ.
სახელის შეცვლა სოფლის მოსახლეობისა და ღვთის მსახურთა სურვილი იყო. მათ წალკის რაიონის გამგეობას სახელის შეცვლის მოთხოვნით 2009 წლის შემოდგომას მიმართეს.
თხოვნა, როგორც ხედავთ, დაკმაყოფილდა.
ამ სოფლის ძირითადი მოსახლეობა ბერძნები იყვნენ. მათი გასვლის შემდეგ აქ ეკომიგრანტი აჭარლები დასახლდნენ.
თბილისიდან ეს სოფელი 84-86 კმთია დაშორებული.
თუმცა, რადგან მანგლისი-წალკა-ბერთას გზის საფარი ცუდია, მანძილის დაფარვას დიდი დრო სჭირდება.
2010ში მანგლისი-წალკის (გაგრძელდება ფარავნის ტბა-ნინოწმინდამდე) გზა ძირეულად უნდა
შეკეთდეს და ბერთამდე ჩასასვლელად დრო შემცირდება.

თბილისი-წყნეთი-წალკის გზა, დაახლოებით 60 კმია და კგ მდგომარეობაშია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by TuTa » 09 მარ 2010, 14:35

რა კარგი გასვლა გქონიათ
აბა ფოტოებსაც ველით:)


ახალი სახელი ბერთა განსაკუთრებით გამიხარდა და მომეწონა, ძველი სახელწოდება უსიამოვნოდ მხვდებოდა ყურში და ნორმალურად ვერც ვიმახსოვრებდი

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by Naia » 09 მარ 2010, 14:58

თქვენ ფოტოებსაც გადაიღებდით :)

marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by marita 777 » 09 მარ 2010, 20:44

Naia wrote:თქვენ ფოტოებსაც გადაიღებდით :)
მაშ!!! 8)

Image

Image

Image

Image
amindi moqmedebs



User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by teo- » 09 მარ 2010, 21:06

ოლიანგი თუ ოლიანკი?
ნახეთ კალმახები? განიბანეთ?
არა ექსკურსიას! Image





marita 777
მაწანწალა
Posts: 642
Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
Location: tbilisi
წალკა-ბერთა (ოლიანგი)-გოხნარი-მანგლისის სიონი, 08.03.2010

Post by marita 777 » 09 მარ 2010, 21:36

teo- wrote:ოლიანგი თუ ოლიანკი?
ნახეთ კალმახები? განიბანეთ?
პირველ კითხვაზე არ ვიცი პასუხი და
კალმახები ვნახეთ, დავდებ ფოტოს, ჯერ მაქამდე არ მივსულვარ, წყალში არ ჩავსულვართ..
amindi moqmedebs

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]