ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 01:09

Sarajistka
Naia

2ვეს ყოჩაღ შესანიშნავი რეპორტაჟისთვის.

სარაჯისტკა, ძნ დახვეწილად მოგიმზადებია თემა.
გამიხარდა, რომ არამარტო გასვლაში, ამ საქმეშიც იყოჩაღე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 01:30

დილით წვიმიანი ამინდი იყო.
ზოგი1 წვიმაში სასიარულოდ იმ დღეს მზად არ იყო.
ამიტომ, 1ობლივად გადავწყვიტეთ, გეგმა N2 შეგვემუშავებინა და ისეთი გეზი შეგვერჩია, რომელიც არც
დაგვასველებდა, არც მგზავრობის დანახარჯებს გაგვიზრდიდა და გაზაფხულის სურნელსაც დაგვაახლოებდა.
სხვა ახლომდებარე ძეგლების ნახვის იმედით ნიჩბისი ავირჩიეთ.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ვნახეთ. დაბრუნებისას ცივმა წვიმამ მთლად გადაიღო და ისევ არმაზის
ციხეზე წასვლა გადავწყვიტეთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 01:42

ხევ-ხევ მივდიოდით. მთაში თოვლის დნობისა და დილის წვიმის გამო, მდინარე ადიდებულ-აფორიაქებული იყო.
თუმცა, ღვთისნიერთა წყალობით, რადგან ქვა-ლოდებითა და ხით გადასასვლელები იყო მოწყობილი,
არმაზციხისკენ დაუბრკოლებლად მივიწევდით.
ხეობის ავლას 2 სთ მოვანდომეთ.
გზად ღვთისმშობლის ტაძარშიც შევიარეთ. ღვთის მსახურთ მოღვაწეობა დაუწყიათ და იქაურობისთვის
სული ხელახლა შთაუბერავთ.
ფერდობზე ქართული ნაგაზი ყეფდა, რაჭიდან ჩამოტანილი ფიცრული სახლის ბანზე ხმელი ბაღჩეული ელაგა,
თოკზე 2ოდე შესამოსელიც ეკიდა.
ღვთის მსახური ჟღალწვერიანი ახალგზარდა იყო და თვალებით გვეუბნებოდა, რამდენიმე თვის წინათ ამ ადგილას
როგორ აინთო მარადიული კანდელი, როგორ აჩქროლდა გალობის ბგერები ძველისძველი
კედლების ჭრილობებში და შემთელება დაიწყო...

მცირე ხნის შემდეგ, როდესაც არმაზის ციხის კონტურები ტოტებში გამოიბლანდა,
ამ განცდებს ყოჩივარდებისა და ფურისულების ფიანდაზები შეეგებნენ.
რაც უფრო მაღლა მივიწევდით,
ბუნების მით უფრო გამრჯე მხატვრის სურათი გვხვდებოდა.
ბოლო მონაკვეთში არმაზხევი დავიშორეთ, თუმცაღა, ლოდიდან ლოდზე გადმო გადმობობღებული
ტალღების დგაფუნი სასმენელამდე იოლად აღწევდა.
არმაზის ციხე საუკუნეთა წინაშე გარინდულიყო.
უცაბედად ამოსროლილ თავქარიანშიც კი არ შეუხრია წარბი.
მიგვიღო, რიყის მკლავებზე მოგვაფერებინა, კირიანი ბუსუსებით შემოგვიღიტინა,
გული აგვინთო და უკან მალევე გამოგვიშვა, გიჟმაჟმა ქარბორბალამ ემანდ არაფერი დაგიშავოთო...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 01:51

შუა დღის მზე თეთრ-ნაცრისფერი ღრუბლებიდან მსუბუქად იმზირებოდა, ისე, როგორც ნათურა საბანს შიგნით.
ტყის შუა წელში ქარიც ისე აღარ დაკუნტრუშობდა, როგორც ციხეზე. კოცონი ავაგუზგუზეთ. წავიხემსეთ. 2-2 სირჩა კონიაკიც მივირთვით
და 5 სთზე უკან დავბრუნდით.
13ნი ვიყავით.
ყველას საამურ ფურცლად გადაგვეშალა ადრიანი გაზაფხულის ეს ლამაზი მოთხრობა შთაბეჭდილებების წოგნში...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by Tamari-ch. » 09 მარ 2010, 02:17

KSOVRELI wrote:12 ვაშლი, ცოტა კარალიოკის, ვაშლისა და ქლიავის ჩირი, 1 ჭიქა კონიაკი და
ცოტა შოკოლადი "ბარამბო" (ინტერესის გამო) :D

კარგი გასვლა იყო. დღეს შესანიშნავ ფიზიკურ მდგომარეობაში ვარ.
ისეთი სახეები გაქვთ -
მე მგონი გციოდათ... კიდეც...
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by L-O-M-I » 09 მარ 2010, 13:20

ავადმყოფობას რა ვუთხარი კარგი გასვლა გამომიტოვებია :( თუმცაღა მანდ ყველგან ნამყოფი ვარ :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2010, 18:04

L-O-M-I wrote:ავადმყოფობას რა ვუთხარი კარგი გასვლა გამომიტოვებია :( თუმცაღა მანდ ყველგან ნამყოფი ვარ :)
ვაჰ, ძნ კი მოგეწონებოდა არმაზის ლაშქრობა.
მსუბუქი და კოხტა გასვლა იყო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი–არმაზის ციხე და მართლაც უამრავი ყოჩივარდა, 07.03.10

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 თებ 2011, 17:46

თითქმის 1 წელიწადი გავიდა ამ გასვლიდან.
ახლა არმაზის ციხეზე თოვლია, ჩვენ რომ ვიყავით, იები, ფურისულები და ყოჩივარდები
იწონდებდნენ თავს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]