"რივერ საიდი" იქ ერთ-ერთი სასტუმროა იუსუფელიდან 12 კილომენტრის დაშორებით მდინარის პირას და იმის იქითაა ეს სასტუმრო "აგარა". დაახლოებით სოფელ სარიგოლთან არის იუსუფელიდან 14 კილომეტრია.guruli wrote:ika-beboრივერ საიდი?guruli
რივერ საიდის იქითაა![]()
ეგ მახათეთის იქით რომ პირველივე სოფელია, იმაზე ამბობ? გზის ზედა მხარეს, ოღონდ ზედ გზაზევე. დიდი მეჩეთიც არის სოფელში...
ეს ტური დაიწერა წინა წელს ჩატარებული ტურებიდან გამომდინარე მაგალითან ზინა წლის ერთ-ერთი 4 დღიანი ტურის გეგმა შემდეგი იყო:LiBrA wrote: მოკრძალებულად გეკითხები:
წინა ტურებიც მსგავსი მარშუტით გაქვს მოწყობილი? 4 დღისთვის ცოტა მოუსწრებლად მეჩვენება ამდენი რამის ნახვა,თან ტაძრებს შორის არსებული მანძილებიდან გამომდინარე![]()
1 დღე
ბანა
იშხანი
2 დღე
ოთხთა
ხახული
ოშკი
ჩანჩქერი
3 დღე
არტანუჯი
კანიონი
ტბეთი
ხანძთა
დოლისყანა
4 დღე
სუმელა
აია სოფია
ტრაბზონის ბაზრობა
ზღვაზე დასვენება
აჭარული ხაჭაპურები
აქედან გამომდინარე
1 დღეს
სასტუმროში მისვლის შემდგომ 3 საათის მერე დაბნელდა და თავისუფლად მოესწრებოდა ქაჯთა ციხეც.
2 დღე
სასტუმრო გამიზნულად მდებარეობს პარხლის ხეობაში, რაც გაგვიადვილებს პარხლის დროით ნახვას, მთავარია კომუნიკაბელურები ვიყოთ დილით გასვლისას, მაშინ გასვლა განხორციელდა 10:30 და დანარჩენი ძეგლები მოესწრო; 9:30 გასვლის შემთხვევაში 1 საათი სრულიად საკმარისია პარხალში მისასვლელად და დასათვალიერებლად (ხანძთელობას განხორციელებული ტურიდან გამომდინარე) მხოლოდ შესაძლებელია დაბრუნებისას ქალაქ იუსუფელში გასეირნება ვეღარ მოხერხდეს. ვისაც რაიმე მიზეზით გასვლას ვერ მოახერხებს 9:30, გზად გამოვუვლით და შემდგომ შემოგვიერთდება.
3 დღე
ეს დღე ყველაზე დატვირთულია; გვიწევს კლარჯეთში გადასვლა და რაც მთავარია იმ ორი საათის მონაკვეთში არ მოვხვდეთ როდესაც გზა იკეტება; არტანუჯზე დაიხარჩება ყველაზე მეტი დრო (ასვლა; ჩამოსვლა) იქიდან კანიონში რომელიც იქვე მდებარეობს; შემდგომ შავშეთისკენ ტბეთში; ტბეთიდან ხანძთაში; ოპიზა იქვეა; საშიშროება მხოლოდ დოლისყანაა მთავარია არ შემოგვაღამდეს ის ართვინის გზაზე მდებარეობს სადაც ჩვენი სასტუმროა; (დოლისყანა მეოთხე დღეს მქონდა გადატანილი, მაგრამ სანტას დამატების მერე გადმოვიტანე)
4 დღე
სანტა სუმელასთან მდებარეობს და მათი ნახვა უპრობლემოდ მოხერხდება შემდეგ ტრაბზონში აია სოფია; "ფორუმ ტრაბზონიც" და ქემელ ფაშაც 24/24 მუშაობენ.
მეგზურობას ამ ტურს მე გავუწევ და გივიაშვილი-ხოშტარია-ხუციშვილთან მიღებულ ცოდნას წამომსვლელებს გავუზიარებ.Naia wrote:პს. მეგზურად ვინ გყავთ?