ვააააახ!
ძაან მაგრები ხართ!

გული მწყდება რო არ ვიყავი! ილიას ნახევრად ხუმრობით ვუთხარი მოვდივარ მეთქი, მარა მართლა არ მეგონა თუ ამდენ ხანს გაჩერდებოდით
გილოცავ ადმინ! გაიხარე!
გილოცავ რო ასე უყვარხარ ყველას, ყველას ვინც ასე "შემთხვევით" კანტიკუნტად შეგროვდა შენს გარშემო იმ კონკრეტულ დღეს ან თუნდაც მთელი ცხოვრების მანძილზე...
ჩემ მაგალითზე ვიტყვი, რომ პირადად ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე შეცვალე და ყველაფერი კარგისკენ:
პუშკინის დერეფანში მითხრა ერთმა-დიპლომის თემაზე ფრანგული წიგნები რო გჭირდება, ზემოთ აირექსის ოფისია და იქ გაპოვნინებენო->
რო ამოვედი, რატომღაც უკვე შევსებულ ჯგუფს დამამატე და ის წიგნიც მოვძებნე->
მერე ჩავეწერე ინტერნეტის კურსებძე, რადგან კომპიტაურის ხმარება არ ვიცოდი->
უცხო ლიტერატურით გამდიდრებულ დიპლომის ნაშრომს დიდი წარმატება ხვდა->
შენს ოფისში ჩემსავით შემოსული ხალხი გავიცანი-აწ უკვე კარველები და მოლაშქრეები და რაც მთავარია ჩემი უახლოესი მეგობრები (თუ არ ცავთვლით ბავშვობის მეგობრებს)->
დაიწყო ლაშქრობები, ლაშქრობები და ლაშქრობები->
მერე გაიხსნა "კარავი.გე" და ინტერნეტ-დვიჟენიები->
მერე დავიწყე ფოტოსაიტებზე დარეგისტრირება, ერთ-ერთზე ჩემი ახლანდელი შეყვარებული გავიცანი...

არაფერია შემთხვევითი!

არც ის, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარხარ!
