ძალიან მინდა, წლეულს ჩემი დაბდღე უჯარმაში გასვლითი წამხოდით აღვნიშნო. მგონი, ადრეც დავწერე სადღაც, კარგ ტრადიციას დავამკვიდრებთ, თუ ყველა კარაველი თავის დაბადების დღეზე სადმე, მისთვის სასურველ ადგილას "პახოდის" ორგანიზებას ითავებს. რაც მე ჩემი დაბადების დღე მეზარება - მთელი დღე ფოსტის ცხენივით დავრბივარ წინ და უკან სუფრის ორგანიზებაზე, მოვა საღამო და ისე ვარ დაღლილი, არც ჭამა მინდა, არც - ქეიფი, არც დალევა. ჩემს გარდა ყველაა ქეიფის ხასიათზე. ამას ნამდვილად მირჩევნია ბუნებაში სამწვადის და რამე-რუმეების წაღება - ქეც გიხარია, ქეც ერთობი, არც იღლები, სიამოვნებასაც იღებ და ასე... რა ვიცი, "ბეზპონტა" რომ წავსულვარ კარაველებთან ერთად, მაშინ დავბრუნებულვარ შთაბეჭდილებებით დატვირთული და იმედია, ჩემივე დაბდღეზე ცხვირ-პირს არ ამომინაყავენ.


ჰა, რას იტყვით იდეაზე?