
1. რეგიონი:
კახეთი: საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონები
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ხაშმი-პატარძეული-წყაროსთავი-ნინოწმინდა-საგარეჯო-თოხლიაური-მანავი-მელაანი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
ბენზინის ფული დაგვიჯდა 48 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
5
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მე
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
საერთო ჯამში - 256 კმ
9. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 1 კმ-მდე
10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩამოგითვლით რაც ვნახეთ: პატარძეულის კოშკები (დიდი და მცირე), წყაროსთავის ეკლესია, ნინოწმინდას დედათა მონასტერი, მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, მანავის ციხე, მელაანის სამება.
11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვიმიან ამინდში კგ საწვიმარი და წყალგაუმტარი და სველ ზედაპირზე სასიარულო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი სამოსი (ალბათ) კიდევ მანავის ციხისკენ ფხვიერი მიწის აღმართებია კარგი ძალიან შველის აღმართების დაძლევაში ჯოხი.
12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო
13. რისკები, საფრთხეები:
საფრთხეები არ არის
ერთია კახელებმა არ გამოგიჭირონ და არ დაგათრონ

14. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ასეთი გასვლისას ინახოს:
ლაპიანთხევის ეკლესია, კასტარეთის სამება, ლაშარის წმინდა გიორგი, კაკაბეთი და სხვ.
15. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
გამართულად მუშაობს
16. რუკა

17. სიმაღლე ზღვის დონიდან
პატარძეულის დიდ კოშკი - 979 მ. პატარძეულის პატარა კოშკი - 831 მ. წყაროსთავის ეკლესია - 788 მ. ნინოწმინდას დედათა მონასტერი - 842 მ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია - 652 მ. მანავის ციხე - 794 მ. მელაანის სამება - 886 მ.
18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
6,5
ფოტოებს გზაში დაგაწევთ
