21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by Tamari-ch. » 23 თებ 2010, 14:19

UTUFURS wrote:მასალა წიკიპედიიდან:
წუღრუღაშენი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის რაიონში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რ. შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.

წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოტავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანომ ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.
აგერ წუღრუღაშენის ორი წარწერა:

Image

Image

ეს მეორე იმდენადაა დაზიანებული, ძნელად თუ რამე განირჩევა :(

მეტ წარწერა მე ვერ ვიპოვე არადა ბევრი ვუტრიალე გარშემო.
არა უტუ - ეგ ორი ვიცი
მესამე იყო კიდევ
აი აქაა სამივე
Image



Image


ხოლო კიდევ ერთი წარწერაა სამხრეთ ფასადზე - ასევე კარის თავზე
ცხოველების გამოსახულების გვერდით

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by lama » 23 თებ 2010, 14:35

Tamari-ch.
მადლობა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 23 თებ 2010, 14:38

Tamari-ch.

ახლა ვნახე მესამეც გადამიღია (მინიშნებულ ფოტოების მიხედვით), ოღონდ ესეც ძლივს ჩანს. და მე ისე გადავიღე, რომ ვერ მივხვდი წარწერა თუ იყო:

Image

თუ გინდა ფოტოს სრულ ვერსიას გამოგიგზავნი სკაიპით ან მეილით, იქნებ იქიდან უფრო გაარჩიო ასოები.
Last edited by UTUFURS on 23 თებ 2010, 16:52, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by lama » 23 თებ 2010, 14:55

www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 23 თებ 2010, 16:42

მდინარე ფოლადაურის ხეობა

Image


ღრუბლიანი ველი, სადაც "პიკნიკზე" შევჩერდით.

Image



lama
გამოგიგზავნე.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 23 თებ 2010, 17:55

შემდეგ იყო აკაურთა - V-VI სს. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
ტრასიდან სოფლამდე 2 კოლომეტრია და ჩვენ ორი სოფლელი ქალბატონი დავიმგზავრეთ. მათგან გავარკვიეთ, რომ სოფელი აკაურთა შერეულია - 1/3 ქართველები არიან, 2/3 - აზერბაიჯანლები.
ასევე მათგან გავიგეთ, რომ სოფლის თავზე, საკმაოდ ლამაზი კლდის თხემზე, ძველი სალოცავი და ნანგრევები ყოფილა, მე ბევრი ვეცადე მაგრამ ვერც თვალით, ვერც "ზუმით" ნანგრევები ვერ არმოვაჩინე.

აკაურთას ეკლესია (ახალი დასრულებულია რასტავრაცია):

Image


ჯვრები და ორნამენტის ნაშთები (ასევე ვანდალთა "შემოქმედება")

Image


აკაურთაში ჭიამაია გვეწვია :)

Image


ეს კი თვით სოფელი და კლდე, რომელზედაც ამაოდ ვეძებე ნანგრევები.

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by guruli » 24 თებ 2010, 01:31

UTUFURS - დებიუტს გილოცავ. ასფალტიდან თანდათან გადადიხარ ბილიკებზე, ხომ იცი! :)
ერთმა რაჭველმა მოდერმა შენზე მითხრა, გეცოდინება ეგ კაცი, კაკადუში მუშაობდაო. თუ მართლა მასეა, შენც ხომ არ დაგვენახები ფოტოებზე? :wink: :wink:

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 24 თებ 2010, 11:46

აკაურთას გადასახვევდან სულ ახლოს, ლამაზ სიმეტრიულ ბორცვზე დგას VI-VII საუკუნეების ეკლესია - აკვანება. მანქანა გზაზე დავტოვეთ და ფეხით ავუყევით მცირე აღმართს.

აგერ ისიც. ხშირად მიტოვებული ნანგრევები უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე ვიდრე რესტავრირებული ან ახალი ტაძრები. არის მათში რაღაც ტრაგიკული და დიდებული!

Image

Image


ეს შესანიშნავი ქვა, ტაძრის შიგნითა კედელშია ჩატანებული:

Image


ეს კი ხედი აკვანებადან მაშავერას ხეობაზე, უკანა პლანზე ჩანს სოფელი რატევანი.

Image



guruli

ის რაჭველი მოდერი უნარჩევესი ხომ არ არის? :) კი მართალია კაკადუში ვმუშაობდი. რეპორტაჟის ბოლოს დაგენახვებით აუცილებლად.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by guruli » 24 თებ 2010, 19:55

UTUFURS
guruli

ის რაჭველი მოდერი უნარჩევესი ხომ არ არის?
სწორად მიხვდი, მაგრამ მე ვეხუმრები, უნარჩევესი კი არა, გადანარჩევი ხარ-მეთქი. :D :D

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 24 თებ 2010, 20:06

სულ მალე უკვე ქვეშის ციხეზე ვიყავით.

ამონარიდი:
ქვეში მდებარეობდა სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეტ-ჯავახეთის მიმართულების გზასაყარზე. ციხესიმაგრე აქ წინაფეოდალური ხანიდან უნდა არსებულიყო (მოკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის კერამიკის ფრაგმენტები). ისტორიული სოფ. ქვეშისა და თავად ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილი ეკლესიები, ვარაუდით, ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. VII საუკუნის "სომხურ გეოგრაფიაში" მოხსენებულია "ქვეშაფორი", ე. ი. ქვეშის ხევი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ქვეში უნდა ყოფილიყო. IX საუკუკუნეში, დმანისის გაქალაქების შემდეგ, ქვეშმა დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და გეტისხევის ცენტრი გახდა. ქვეშისხევს დმანისხევი ეწოდა. XII საუკუნის ბოლოს ქვეში ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალს - მსახურთუხუცეს ვარდან დადიანს, მაგრამ 1191 წელს ქვემო ქართლის სხვა ციხეებთან ერთად ჩამოერთვა თამარ მეფის საწინააღმდეგო აჯანყებაში მონაწილეობისათვის. სამეფო ხელისუფლებამ ქვეში თორელთა ფეოდალურ საგვარეულოს გადასცა. თორელთა ამ შტომ ქვეშერელები ეწოდებოდა აგრეთვე თორელთა განაყოფ შტოს - ჯავახიშვილებს, რომელთაც 1468 მეფისაგან გამოისყიდეს თავიანთი ძველი სამამულო - ქვეში 1573 ქვეში გამაჰმადიანებული დაუთ-ხანის ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ამ პერიოდში იგი საბარათიანოში შედიოდა, XVI-XVIII საუკუნეებში კი საორბელიშვილოს მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო, XVIII საუკუნის 40-იან წლებში ქვეშში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა სარდალმა და მსაჯულთუხუცესმა ქაიხოსრო ორბელიშვილმა.

ციხეზე რომ ავედით ღრუბლები განსაკუთრებით მოიქუფრნენ და გარემო ტყვიისფერი გახდა. ქარიც უბერავდა...

Image


აღმოსავლეთ კედელი და ჭიშკარი:

Image


შესასვლელი გვირაბი:

Image


ინტერიერი:

Image



guruli

გადანარჩევი :lol:

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 24 თებ 2010, 22:24

ხედები ქვეშის ციხდან:

ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ.
ჩანს სოფლები ძვალი ქვეში, არაქელი და სულ უკან ტანძია.

Image


ხედი დასავლეთისკენ.
ჩანს თვითონ ქვეში, აბდალო, კიანეთი, სულ უკან თეთრი კორპუსები - კაზრეთი.

Image


სურათები გაცილებით უკეთესი იქნებოდა მზიან ამინდში, მაგრამ რას ვიზამ. მე მგონი არც ესენია ურიგო არა?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by Gvalva » 25 თებ 2010, 01:06

დებიუტს გილოცავ!

არ ვიცი ეს გასვლის დებიუტია თუ კარავზე რეპორტაჟის, მაგრამ ორივე რომ ძალიან კარგად გამოგსვლია ფაქტია! :)

შესანიშნავად დაგეგმილი და შესანიშნავად აღწერილია ორივე, განსაკუთრებით მეძვირფასება რუკაზე დატანილი მარშრუტი და ადგილები.

ცუდ ამინდს ვერაფერი დაუკლია წუღრუღაშენის ფოტოებისთვის, ტყუილად ემდურები და ქვეშის ციხის ინფორმატიული ფოტოები კიდე ხომ დაამშვენებდა და დაამშვენებდა ჩვენი ციხეების კალენდარს :)

მოკლედ, დებიუტის დარად თუ გაგრძელდება შემდეგაც, ბევრს გამოადგება შენი რეპორტაჟები, გაიხარე!

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 25 თებ 2010, 01:47

Gvalva

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის :)

დებიუტია კარავზე რეპორტაჟის, თორემ სანამ თქვენს შესანიშნავ საიტს გავიცნობდი "დამოუკიდებლად" რამდენიმე არც თუ უინტერესო მარშრუტი მაქვს გაკეთებული. (შესაძლოა მათ შესახებ მოთხრობაც დააინტერესოს აქაურ საზოგადოებას).


ვაგრძელებ...

ქვეშიდან კაზრეთისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ კიანეთში ზედ გზისპირას დგას ეს პატარა კოხტა ეკლესია. გარშემო მცირე სასაფლაოა, თუმცა ორივე ეკლესიაც და სასფლაოც მიტოოვებულის შტაბეჭდილებას ტოვებს, ალბათ იმიტომ რომ სოფელში მუსლიმები ცხოვრობენ.

Image


შემორჩენილი ჩუქურთმა:

Image


კიანეთში მხოლოდ ორიოდ წუთი გავჩერდით და გავაგრძელეთ გზა...

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 25 თებ 2010, 15:03

შემდეგ ვნახეთ კაზრეთი.

ღრმად რომ შეხვიდე "ჩხეურ" კოპრუსებიან დასახლებაში შეიძლება იფიქრო რომ თემქაზე ან გლდანში ხარ :D :D

გავცდით მადნეულის კომბინატს, და მივედით კაზრეთის სამების XIII საუკუნის ტაძარში. (გზად საშვის აღება მოგვიწია, ვინაიდან კომბინატის საიხლოვეს უცხო პირთა გადაადგილება აკრძალულია).

ტაძრის საერთო ხედი:

Image


ფერადოვანი "უკანა მხარე"

Image


ტაძარი მდიდარია მრავალფეროვანი ჩუქურთმებით.

Image


საინტერესო დეტალები:

Image

Image

Image

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
21.02.2010 მარნეული-ბოლნისი-კაზრეთის მიდამოები - ჩემი დებიუტი

Post by UTUFURS » 25 თებ 2010, 22:22

კაზრეთიდან დავუბრუნდით ცენტრალურ გზას და განვაგრძეთ დმანისის მიმართულებით.

პირველი რაც გზაში შეგვხვდა იყო "ორსაყდრები"

ჭრელი ქვებით ლამაზად ნაგები ქვედა:

Image

და 20-ოდ მეტრში ოდნავ მაღლა უფრო სადა ზედა:

Image

ორივე მათგანში ახლადასრულებულია რესტავრაცია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]