მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 09:21

ხო კიდევ ყოველი სურათი რომელიც ამ დღეს გადავიღე ადმინის სახელობისაა... რამდენიმე წელია უკვე ამ ხეობის ჯიბრი მჭირდა და სულ მის გავლაზე ვფიქრობდი... :)

კითხვა: "აბა ვინ გამოიცნობს ეს რა ადგილებია?" :D :wink:

Image

Image

Image

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 09:28

იყო ადგილები სადაც მდინარე ზედ კლდეების პირზე გადიოდა და მაღლა აძრომა იყო საჭირო და ზემოდან შემოვლა სახვევებზე...

Image

შემდეგ ისევ ხეობაში ჩავდიოდით და ვაგრძელებდით გზას...

Image

Image

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 09:42

Image

Image

ეს იყო ყველაზე უფრო სახიფათო და რთულად გადასალახი მონაკვეთი ასას ხეობაში... დაბლა სურათზე წყალზე რომ 2 მორი მოსჩანს გადადებული მაგის ძირას უნდა გაგვევლო არ ვიცოდით სიღრმე რამხელა იყო, მაგრამ რაც შეეხება დინების სისწრაფეს მგონი წყლის ფერიდანაც კარგად ჩანს სად გვიწევდა გავლა... :) საკმაოდ ვიწრო ადგილი იყო და სავარაუდოდ სიღრმეც კარგი უნდა ქონოდა... უფრო გაშლილი ადგილიც იყო ცოტა ზემოთ მაგრამ იქ წყალზე დამცავი მორი არ იყო გადადებული, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ისევ აქ გავსულიყავით... წინ მე წავედი, როგორც კი წყალში ფეხი შევდგი მაშინვე თვალწინ დამიდგა ჩემი ძველი მოგონებები ტანიეს წყალთან... სანამ ნაბიჯს გადავადგამდი ჯოხით ვცდილობდი მომეზომა წყლის სიღრმე თუმცა არც თუ ისე კარგად გამომდიოდა რადგან ვერ ვახერხებდი ფსკერზე ჯოხის დადებას, დინება მართმევდა...წყლის სიღრმე კი ყოველ ნაბიჯზე მატულობდა მაქსიმალურ სიღრმეს როცა მიაღწია უკვე წელზე უფრო მაღლა გადამდიოდა წყალი... მთლიანად იმ ორ ხის მორზე ვიყავი გაკრული და მათ იმედზე ვიყავი... მორებს კი უკვე მოჭიმული მშვილდის ფორმა ქონდათ მიღებული... დაბლა კი მდინარე პირდაპირ კლდეებს ეხეთქებოდა... უკვე მესმოდა როგორ ცემდა ჩემი გული... :D :lol: :lol: თუმცა საბედნიეროდ 1-2 ნაბიჯი და გავედი შედარებით დაბალ წყალში... ჩემი სიმაღლე 1.80 სმ-ია, გოგონებისთვის ძალიან სახიფათო ადგილია... ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ რომ თუკი ვინმე დააპირებს აქ წასვლა კარგად იცოდეს სად მიდის და მზად იყოს ამისთვის...
ისე ჩემი აზრით ამ ადგილის დაზღვევის გარეშე გადალახვა არ შეიძლება მოლაშქრისთვის... :roll: :oops:

ეს სურათი უკვე ამ ადგილის გადალახვის მერეა გადაღებული ზედა მხრიდან...

Image

მდინარე გადავლახეთ და შვებით ამოვისუნთქეთ... თუმცა ცოტა ხანში წინ გაუვალი ტყე დაგვხვდა უზარმაზარი ბალახებით და ერთმანეთში გადახლართული ხეებით...

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 10:03

როგორც იქნა ამ უღრანი ტყიდანაც გამოვაღწიეთ...

Image

ამ ადგილიდან უკვე შედარებით ვაკე ადგილი იწყება... ტანიეს ხეობის მთავარი სირთულეები უკვე უკან მოვიტოვეთ... წინ რომ მწვანე ტყიანი ქედი ჩანს მაგის ძირასაა მესაზღვრეთა ბანაკი... იქ ხეობა ორ ადგილას იყოფა, მარჯვნივ თუ შეუყვები ტანიეს ტბასთან ახვალ, ხოლო მარცხნივ ისართღელეს ხეობაა... იქამდე უკვე არც ისე შორია უკვე შეიძლება დაისვენოს კაცმა ნორმალურად... :)

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 10:08

მესაზღვრეებმა უკვე იცოდნენ რომ მათთან 2 მოლაშქრე მივიდოდა და გველოდებოდნენ, 1 ავი ძაღლი ყავდათ რომელიც წინასწარ დააბეს... :D

Image

Image

წინ ისართღელეს ხეობაა...

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 10:15

გამოველაპარაკეთ მესაზღვრეებს ვუთხარით რომ ტანიეს ტბის ნახვა გვინდოდა და შემდეგ ისართღელეზე გადასვლა... ჩვენი ზურგჩანთები მათთან დავტოვეთ და დავიძარით მე და ჯონი ტანიეს ტბისკენ... უკვე საღამო ხანი იყო 2 საათზე ცოტა მეტი გვქონდა ასასვლელად და უკან დასაბრუნებლად... თუმცა ზურგჩანთების გარეშე და გაკვალულ ბილიკზე სიარული უკვე პრობლემა აღარ იყო...

Image

მეტად უცნაური ხიდი... რომლის 1 ბოლოც მიწაზე იყო ხოლო მეორე ხის ტოტზე იყო გადადებული... :D

Image

Image

წინ ტანიეს ტბა გველოდება...

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by meore monadire » 23 თებ 2010, 10:22

ყველაზე საინტერესოს თხრობა მე მგონი ახლა დაიწყება :)

http://www.lib.ge/body_text.php?4694
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 10:23

ტანიეს ტბა...

Image'

Image

წინ მზის სხივების გამო არაფერი ჩანდა, სამაგიეროდ წყალში ყველაფერი მშვენივრად ირეკლებოდა... :) :wink:

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 10:29

კარგა ხანს გავჩერდით ტანიეს ტბაზე და ვტკბებოდით მისი სილამაზით და სიმყუდროვით... ჯონი ნაპირზე ჩამოჯდა და სანამ იქ ვიყავით ადგილიდან არ განძრეულა... :) მე კი მაღლა ავედი რათა უკეთ გადამეღო ტბა, ამან ჩემი ფეხსაცმელიც შეიწირა... :D

Image

ეს კი ანარეკლები ტბაში...

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 10:36

Image

ამის მერე დავბრუნდით უკან მესაზღვრეებთან... საღამოთი კარგად გაგვიმასპინძლდნენ, შემდეგ კი წავედით დასაძინებლად, მე და ჯონიმ კი ჩვენი პირველი კარავი გავშალეთ როგორც იქნა... :D :lol:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 23 თებ 2010, 11:52

meore monadire wrote:ყველაზე საინტერესოს თხრობა მე მგონი ახლა დაიწყება :)

http://www.lib.ge/body_text.php?4694
` დათო, თუ ვინმე აპირებს აქეთ გადმოსვლას ერთი ხუთი ლიტრი სპირტი გამოატანე. სათიბში ბიჭები უნდა მოვიხმარო და მჭირდება.
ზაზა, არხოტი. “
:D :lol: :lol: :lol:

გაიხარე ბექა ძალიან მაგარი იყოოო... :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by Bernar » 23 თებ 2010, 16:18

zura N., მინდა იცოდე, რომ ძალიან მეხმარები ასე კარგად და დეტალურად რომ აღწერ ყველაფერს, განსაკუთრებით კი ტანიეს ხეობის რთული მონაკვეთის ამბებს, რისთვისაც მადლობას მოგახსენებ! :)

ხომ ვერ მეტყვი რამდენი ხანი დაგჭირდათ ასას და ტანიესწყლის შესართავიდან სასაზღვრო საგუშაგომდე მისვლისათვის?

P. S. მაგ მონაკვეთის გავლას მეც ვაპირებ და ახლა შენი მონათხრობის მერე კიდევ კარგად უნდა დავფიქრდე: მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ხანი დამჭირდება მაგ მონაკვეთის ''დასაზვერად'', რომ მომზადებულმა გავიარო ეგ მონაკვეთი (ყოველგვარი ზედმეტი რისკების გარეშე). :)

წინასწარ დიდი მადლობა :)

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 09:22

Bernar wrote:zura N., მინდა იცოდე, რომ ძალიან მეხმარები ასე კარგად და დეტალურად რომ აღწერ ყველაფერს, განსაკუთრებით კი ტანიეს ხეობის რთული მონაკვეთის ამბებს, რისთვისაც მადლობას მოგახსენებ! :)

ხომ ვერ მეტყვი რამდენი ხანი დაგჭირდათ ასას და ტანიეს წყლის შესართავიდან სასაზღვრო საგუშაგომდე მისვლისათვის?

P. S. მაგ მონაკვეთის გავლას მეც ვაპირებ და ახლა შენი მონათხრობის მერე კიდევ კარგად უნდა დავფიქრდე: მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ხანი დამჭირდება მაგ მონაკვეთის ''დასაზვერად'', რომ მომზადებულმა გავიარო ეგ მონაკვეთი (ყოველგვარი ზედმეტი რისკების გარეშე). :)

წინასწარ დიდი მადლობა :)
ზუსტად 5 საათი დაგვჭირდა ტანიეს ჭალიდან (მდინარეთა შესართავიდან) მესაზღვრეთა ბანაკამდე... მაგრამ მომავლისთვის თუ წასვლას დააპირებ გასათვალისწინებელია რომ ჩვენ ვიყავით მხოლოდ ორნი წასულები თან არ მინდა თავის ქებად გამომივიდეს მაგრამ მართლა საუკეთესო ფორმაში.. რაც დროს ძალიან გვაგებინებდა... ასევე მე უკვე 1-2 ჯერ ვიყავი ამ ხეობაში ნამყოფი...(თუმცა ერთგან მაინც დავეჭვდი ბილიკზე და ცოტა გადახვევა მოგვიწია გზიდან), ესეც გასათვალისწინებელია დროში რომ შეიძლება გზა აგებნეს...
რაც შეეხება დაზვერვას კარგი აზრია და ალბათ აუცილებელიც თუკი ჯგუფთან ერთად წასვლისას ვინმე გამყოლი არ გეყოლებათ... დასაზვერად მარტო წასვლაც რავი შეიძლება არ იყოს მთლად კარგი აზრი რადგან მდინარეზე სადმე შეიძლება დახმარება დაგჭირდეს...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 09:30

უფრო დავწვრილმანდები: :)

ხეობაში რომ შეხვალ ბილიკს იოლად იპოვი თავიდან... ბილიკი მდინარის მარცხენა სანაპიროს მიუყვება. ერთი-ორგან კარგი ადგილი მოგეჩვენება მდინარეზე გადასასვლელად თითქოს წინ გზა აღარ ჩანსო, მაგრამ დაბრკოლებებს გვერდი უნდა აუარო და მდინარის მარჯვენა სანაპიროზე ჯერ არ გადახვიდე...
პირველად მდინარეზე გადასვლა გიწევს ამ ადგილას...

Image

მერე სულ მარჯვენასანაპიროს მიუყვები ბილიკიც თითქმის სულ იკარგება, უბრალოდ ხეობას უნდა მიყვე... რამდენიმეგან მოგიწევს რამდენიმე მეტრით მაღლა ასვლა მთაზე და იქიდან გადაცოცება ან მდინარის პირას წყალში გასვლა, მაგრამ არა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა!
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
მოგზაურობა არხოტის ხეობაში...))) 10.08.09.-17.08.09

Post by zura N. » 24 თებ 2010, 09:38

შემდეგ გიწევს კიდევ ერთხელ გადასვლა მდინარეზე (მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე), ყველაზე რთული მომენტი! აქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო

Image

(თუმცა როგორც მერე მითხრეს არხოტივნება აუცილებელი არ ყოფილა აქ მდინარის გატოპვა, მაგრამ მაშინ ცოტა მაღლა უნდა აძვრე მთაზე და იქიდან მოუარო კლდეებს, როგორც ვიცი იქაც კაი საძრომიალოა...)

მოკლედ მდინარეზე რო გადახვალ საშინლად გაუვალ ბალახებში და ტყეში მოხვდები...

Image

ამ ტყესაც რო გაივლი მერე უკვე ხეობა ცოტათი იშლება და მდინარეც შედარებით წყნარდება, უკვე მოსჩანს შორიდან ისართღელესა და ტანიეს ხეობების გასაყარი...

Image

აქ კიდევ ერთხელ მოგიწევს მდინარის გადალახვი მარცხნიდან-მარჯვნივ (საბოლოოდ) და მიუყვები ისევ მდინარეს აღმა... და უკანასკნელი დაბრკოლება რაც შეგხვდება ისევ უზარმაზარი ბალახებია...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]