ეჰ... აქ ამ ფილმის ასეთი ფორმატით განხილვა წარმატებული არ იქნება, ვგონებ, მაგრამ ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი
საერთოდ "პაპსა" და უფრო მეტად გავრცელებული სიუჟეტები საპირისპირო მასხოვს მე - ადამიანობას რომ დაღუპვა ელის და უცხოპლანეტელები თუ ვიღაც უცხო ტომელები რომ გვესხმიან თავს, გადაშენება რომ გვემუქრება და რის ვაი-ვაგლახით, ერთეულთა გმირობის ფასად გადარჩება ჩვენი მოდგმა... ანდა კომეტამ ეს-ესაა უნდა ჩამოუშხუილოს დედამიწას და თავზე დაგვასკდეს და ა.შ... თქვენც კარგად იცით... ჰა და ჰა, მაქსიმუმ, თვითონ რომელიმე გონებაშერყეულმა ადამიანმა განიზრახოს მსოფლიოს მთლიანად განადგურება და ამის საწინააღმდეგოდ ირაზმებიან კეთილი ადამიანები... პირიქით კი არ მახსენდება - ადამიანები გარბოდნენ სხვა პლანეტებზე და იქაურების გაყრას ან განადგურებას ცდილობდნენ და ნაჩვენები იყოს ფილმის იდეით, რამდენად დაცემულები ვართ ჩვენ და აღგვემატებიან სხვანი.
როდესაც "'ავატარზე'' მივდიოდი, რეკლამებიდან და ''თრეილერიდან'' გამომდინარე ველოდი ცარიელ ეფექტებს, ოღონდ ლამაზს... ფანტასტიკის სფერო, ადრეც დავწერე, არ მხიბლავს, ჰოდა, იმის ხათრით წავედი, რომ სამგანზომილებიან ფილმს პირველად ვნახავდი, თანაც მეგობრებთან ერთად ვიქნებოდი... ვიღას ახსოვდა მეგობრები ფილმის დროს!
და ის, რომ ძალიან პრიმიტიულია და ყველასათვის გასაგები, აი, ამის საწინააღმდეგო კი მაშინვე დავინახე, როდესაც შუქი აინთო დარბაზში. ამიტომაც იყო, ალბათ, რომ ვიფიქრე, ეტყობა შეცდომით რაღაც სხვა იდეა მივაწერე ამ ფილმს-მეთქი მხოლოდ მე! კიდევ კარგი მარტო მე არ ვიყავი -ფალკონი, ვანო, ზღარბი... და ... თუმცა დარბაზის უმრავლესობა არა - დარბაზში მიმოფანტული იყო პოპკორნი, აქეთ-იქით სულ პეპსის კარდონების ჭიქებით სავსე იყო... ვინ მოიცადა გარეთ გასვლამდე, იქვე მოუკიდეს სიგარეტს და იმ ბნელ ვიწრო გვირაბში დაიწყეს გაბოლება... ანდა ფილმის მიმდინარეობის დროსაც, ზოგი ტელეფონზე საუბრობდა, ბევრი კი ისეთ მომენტში იცინოდა, მართლა ვიფიქრე, რომ "მოდას" ჩამოვრჩი...
უკაცრავად ამდენი რომ ვწერე, მაგრამ მე ძალიან, ძალიან მომეწონა ეს ფილმი... თუმცა მთლად ისეთი წარმატებული ვერ ყოფილა, რადგან ყველა ვერ დააფიქრა იმაზე, რაც მიზანი იყო... ზოგისთვის მხოლოდ მახინჯი ცისფერი არსებები დარჩნენ გონებაში..

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir