უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
აცაბაცა
- იეტი
- Posts: 1760
- Joined: 27 ივნ 2005, 13:02
- Location: ირმის ნახტომი
Post
by აცაბაცა » 19 თებ 2010, 21:18
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!
-
Tamusia
- იეტი
- Posts: 2196
- Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Post
by Tamusia » 19 თებ 2010, 21:37
ესე ჯობია: წამიყვანე თორემა, მე შენა ლიჩნათა გაწყენინე რამეი?

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 თებ 2010, 08:40
zura N. wrote:
ეს კი მესაზღვრეთა მიერ აშენებული პატარა ხის ეკლესია...ძალიან საყვარელი რამეა..
ამ ეკლესიის ნახვა გულში ამოვიჭერი.
როგორი თბილი გულითაა ნაშენი...
შეიძლება, :კარავის: სახელზე ხატიც შევწიროთ.
მით უფრო, რომ სასაზღვრო ზოლია...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 20 თებ 2010, 08:55
guruli wrote:zura N.
ამღიონი პატარები საუზმობენ...
ღმერთმა ამრავლოთ. არც კი მეგონა, ამდენი ბავშვი იყო თუ იყო მაგ მხარეში.
საერთოდაც, ამღა ჭიმღასავით თითქმის დაცლილი მეგონა. არადა, საკმაოდ დიდი სოფელი ყოფილა.
დიდიო ვერ ვიტყვი თუმცა ხალხი საკმაოდაა... ძირითადად ერთი ოჯახია მარტო(ჩემი დადნაფიცის), მაგრამ ძალიან დიდი ოჯახი აქვთ...

და კიდევ 1-2...
მოკლე დემოგრაფიული მდგომარეობა ამღაში:
ჩემი დადნაფიცის ოჯახში 6 დედმაშვილი არიან (3 და და 3 ძმა), კიდევ სამი ნახევარძმა ყავთ... ასე რომ ფაქტიურად მთელი ამღა თვითონ არიან...
სახლში პატარა ამღიონმა გამამხიარულა ცოტა...
რა სიცოცხლეა!!!
იმ ბებოს ღმერთმა უმრავლოს შვილიშვილები და ჯალაბობა...
გაიხარე, დარწმუნებული ავრ ეგრეც იქნება, რიგში კიდევ არიან სხვები...
ქავისკრის ციხე
"ქავისკარს კედლად დაკიდულ ხავსებს
ასას ნიავი ძერწავს და არხევს"...
მერე გააგრძელე, თუ მაგარი ხარ!

"და დამყრანტალებს სავსავით თავზე
ყორანი როგორც უმკლავო ღილღველს
გაკვეთილია გზა ქარაფებში
ღრიანებს ასა შმაგი და ურჩი...
არ მითხოვია ხომ არაფერი
მზეო ქავისკარს ჩახედე გულში..."
უხ, არ ვიცი, რას გიზამ, ეგ ლექსი როგორ დაგავიწყდა!!!
ეს მაშინ როცა საზღვარი ღია იყო ინგუშეთის...
ეჰ, ნეტა იმ დროს, როცა ეგ საზღვარი ღია იყო და ჩრდილო კავკასია კარგი მეზობელი იყო...
თუმცა ინგუშები დღესაც ყველაზე მეტად და მართლა გვემეზობლებიან.
ამღაში რა გვარები ცხოვრობენ?
ამღაში მარტო წიკლაურები ცხოვრობენ...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 20 თებ 2010, 08:57
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 20 თებ 2010, 08:58
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:zura N. wrote:
ეს კი მესაზღვრეთა მიერ აშენებული პატარა ხის ეკლესია...ძალიან საყვარელი რამეა..
ამ ეკლესიის ნახვა გულში ამოვიჭერი.
როგორი თბილი გულითაა ნაშენი...
შეიძლება, :კარავის: სახელზე ხატიც შევწიროთ.
მით უფრო, რომ სასაზღვრო ზოლია...
კარგი აზრია...
ისე როგორც მე ვიცი არცერთი ლურსმანი არაა გამყენებული მშენებლობაში მარტო ხითაა ნაშენები პატარა სამლოცველო...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 20 თებ 2010, 09:02
guruli wrote:zura N.
და შენ როგორ იცი იმ ამღიონი ქალის ლეგენდა. ვისაც ეგ ლექსი ეძღვნება - მაგ ციხესთან შეება ხომ, ქისტებს?
ესეც ამბავი არხოტივნებზე და "ქარჩათ ბუბა"-ზე...
დიდი და ძლიერი იყო ხევსურეთის სოფელი ამღა. მართალია მეზობლობა-მეგობრობა ჰქონდათ ქისტებთან, მაგრამ ზოგჯერ რომელიმე მხარის მიზეზით მტრობა ჩამოვარდებოდა მათ შორის და ნადირობდნენ ერთმანეთზე. თუმცა ეს მტრობა არ იყო ორი თემისა და კუთხისა, პირად საგვარეულო მტრობას წარმოადგენდა და თემი ცდილობდა არა მტრობაში გარევას, არამედ მათ შერიგებას. ცდილობდნენ ნაკლები სისხლი დაღვრილიყო, რადგან ორივე მხარე კარგად იცნობდა ერთმანეთს და ხანგძლივი დროის მანძილზე სისხლს სისხლი მოჰყვებოდა.
ერთხელაც მეკოპრე ქისტები რაღაც ვალზედ დაეცნენ ამღას და დაარბიეს სოფელი. სისხლისღვრას მოერიდნენ ამღიონნი, ციხე-კოშკებში შეიხიზნენ; სხვა დროს მოვიცლითო თქვენთვის.
ერთი გადმოცემით ეს მაბავი მაშინ მოხდა, როცა ქისტები ღამით დაეცნენ მოსისხლე მტერს. გაგა ბერდიშვილს და მისი ცოლიც ტყვედ გაიტაცეს.
ნადავლით დატვირთულნი გაბრუნდნენ უკან ქისტები. ჯავრიანი მზერა გააყოლეს კოშკებიდან ხევსურებმა. ძლივს აკავებდნენ ახლებს გამოცდილი და ბრძენი უფროსები: რაც წაიღეს ორი იმდენს თავადვე მოიტანენო.
და მოულოდნელად ვიღაცამ დაჰკივლა კანტალა ქისტებს. ჯაჭვ-იარაღში ჩამჯდარი ხევსური მიიწევდა მათკენ. შედგნენ ქისტები: ვინ არის ეს თავზეხელაღებული კაციო? - ვერც ერთი ამღიონი ვერ შეიცნეს მასში.
გაუკვირდა ამღივნებსაც, ვერც იმათ იცნეს: - ახიელიდან თუ მოვიდა ვინმეს საშველადო?
შეაჟღრიალა ფარ-ხმალი და დაჰკრა 'უცხო მოყმემ" ქისტებს. მიესივნენ ქისტები და დაჰკრეს იმატაც. წაიქცა ერთი, ორი, სამი. დაეცა ხევსური მეომარიც, ჩაჩქანი გადაუვარდა თავიდან, ოქროსფერი თმები დაეფინა ჯაჭვზე.
შეკრთნენ ქისტები. ჩააგეს მახვილები. "დაკრიფეს" უთანასწორო ბრძოლაში ვაჟკაცურად მოკლული ქალი, ფარ-ხმალი თავტან დაუწყვეს და გაეცალნენ იქაურობას.
ძმის ტალავარი და ჯაჭვ-იარაღი გადაეცვა ბუბა ბასილაურს.
***
ქავისკრის კედელს დაკიდულ ხავსებს,
დრო და დრო ასას ნიავი ქეგავს,
და დამყრანტალებს სავსავით თავზე,
ყორანი, როგორც უმკლავო გილგველს.
გაკვეთილია გზა ქარაფებში,
გრიალებს ასა, შმაგი და ურჩი.
არ მითხოვია, ხომ არაფერი
მზეო ქავისკარს ჩახედე გულში...
...
ბუბა ქალს მტერი აქ უკაფია,
ჯაჭვი სცმია და კაცის იერით
აგორებულა ქავის ფაფიან
ვიწროებისკენ მტერი ცბიერი..
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 20 თებ 2010, 20:53
zura N.
მაგარი რომ იყავი, ყოველთვის ვიცოდი
უმაგრესი რეპორტაჟია

და ულამაზესი ფოტოები. დიდი მადლობა

-
VANO
- იეტი
- Posts: 2902
- Joined: 24 ივნ 2008, 18:21
- Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
-
Contact:
Post
by VANO » 20 თებ 2010, 21:00
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 22 თებ 2010, 17:54
VI დღე
ეს დღეც დადგა... დღე როდესაც უნდა დავემშვიდობოთ თბილ კერას ამღაში...
დღეს ტანიეს ხეობას უნდა ავუყვეთ ვნახოთ ტანიეს ტბა და დავბრუნდეთ მესაზღვრეებთან ტანიესა და ისართღელეს ხეობების შესართავთან, სადაც ღამეს გავათევთ და მეორე დღეს ისართღელეს ხეობას და უღელტეხილს შევეჭიდებით...
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო ჩემთვის...!
ტანიეს ხეობასთან ბევრი მოგონებები მაკავშირებს კარგიც და ცუდიც( ცუდი მაშინ, თორე ეხლა კარგად მახსენდება ყველაფერი...

), აქიდან გამომდინარე ჩემი ანგარიშები მაქ მასთან გასასწორებელი, ამ ეტაპზე ანგარიში 1:1 არის თუმცა დღეს იმედი მაქ რომ შეიცვლება ანგარიში ჩემ სასარგებლოთ...
ეს ხეობა ძალიან რთული გასავლელია და საკმაოდ სახიფათოცაა... სასურველია თუკი აქ მოლაშქრეს თან თოკი ექნება მდინარეზე გადასასვლელად დაზღვევისთვის... ასევე თუკი მოლაშქრეთა რაოდენობა 3-4 კაცი მაინც იქნება რომ ერთმანეთი კარგად დააზღვიონ ხოლმე...
რაც შეგვეხება ჩვენ (მე და ჯონის) სრულიად მოუმზადებლები წავედით...
აბსოლიტურად არაფერი არ გვქონდა ფაქტიურად არც თოკი არც ფანარი, არც კოვზი და სამყოფი საგზალი...მხოლოდ საძილე, კარავი წყლის ჭურჭელი და გაუზავებელი სპირტი, რომელიც ამღიონებმა გაგვატანეს... საგზალიც მათ ჩაგვიწყეს, პური, პურსატანი(ყველი) და ქადისკვრები თორემ ჩვენ არაფერი წაგვიღია თბილისიდან... აი ასეთი უპასუხისმგებლოები წავედით...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 22 თებ 2010, 18:36
მოკლედ წინ საკმაოდ დაძაბული დღე გველოდა... თან მენანებოდა და არ მინდოდა ამღის დატოვება, დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე დღე, თუმცა ჯონის ქალაქში ეჩქარებოდა ცოტათი...
სანამ ამღაში ამღიონებთან ერთად ვმსჯელობდით ჩვენს მარშუტზე და მცირედ მითითებებსაც ვღებულობდით, თავში ათასმა გიჟურმა მარშუტმა გაგვიელვა და კინაღამ განხორციელებაც გადავწყვიტეთ მაგრამ მერე ვთქვით ნამეტანი მოგვივაო...

საქმე იმაშია რომ ვფიქრობდით რომ შატილში რო ჩავიდოდით უკან კი არ გამოვყოლოდით რამე მანქანას ან ფეხით სამანქანე გზას, არამედ მიღმახევში გადავსულიყავით და ჭანჭახის უღელტეხილით მოვხვედრილიყავით დათვიჯვარზე ანუ ფაქტიურად წრე შემოგვერტყა ხევსურეთისთვის გარშემო...
მოკლედ ეს მხოლოდ იდეად დარჩა და...
გადავწყვიტეთ დილით დიდხანს არ გაგვეჯანჯლებინა და მალე დავძრულიყავით. ვისაუზმეთ შემდეგ სურათებიც გადავიღეთ გამოსამშვიდობებელი და დავიძარით...
ფოტოების გადაღება რომ დავაპირეთ ჩემმა დედობილმა და დადნაფიცმა დაიცა მაგ ფორმაში არაო და...
მე და ჩემი დადნაფიცი "საბეკურისკართან"...
ესეც მე ხოგაის მინდის ნასახლართან ხევსურული ტალავარით...
ეს ისე უბრალოდ...
გამოსამშვიდობებელი ფოტო ამღიონებთან(ჩემ და-ძმებთან

) ერთად...
აი ასე გაგვაცილეს და გზა დაგვილოცეს...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 22 თებ 2010, 18:54
მზის სხივებს ჯერ კიდევ ვერ ჩამოეღწიათ ხეობის სიღრმეში... პრინციპში აქ სულ რამდნეიმე საათით თუ აღწევს ხოლმე მზის სხივი...

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 23 თებ 2010, 08:58
საათზე ცოტა ნაკლებ დროში უკვე მივადექით ტანიესა და ასას ხეობების შესართავს... მდ. ასა გვაქ გადასალახი რომ ტანიეს ხეობაში გადავიდეთ და განვაგრძოთ გზა... თუმცა ასას გადალახვა ხუმრობა საქმე როდია...
დაბლა არის ხიდი და შემდეგ მოსავლელი გზა კლდოვან სახვევებზე... თუმცა შემოვლაში 40 წუთს მაინც დავკარგავდით ალბათ რაც ძალიან არ გვინდოდა და ჯონიმ გადაწყვიტა ეცადა ბედი და შეჭიდებოდა მდ. ასას... შუამდე რო მივიდა დინება უკვე ძალიან შქარი იყო და გაუჭირდა ჯონის თან ერთი ხელით ზურგჩანთა ქონდა მოკიდებული ზურგზე მეორე ხელში კი თავის სამხედრო ბათინკები ეჭირა გადაწყვიტა ბათინკები გადაეგდო მეორე ნაპირზე და ისე გაეგრძელებინა გზა თუმცა ერთ-ერთი ბათინკი საკმარისი ძალით ვერ მოისროლა და იმსხვერპლა ასამ...

დარჩა ჯონი ცალი ბათინკის ამარა თან ისევ შუა მდინარეშია და წინ წასვლას ვეღარ ახერხებსგადაწყვიტა უკან გამობრუნებულიყო სანამ მის ზურგჩანთასაც მისი ბათინკის ბედი არ გაუზიარებია...
გამობრუნდა უკან და გავაგრძელეთ გზა სახვევისკენ...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 23 თებ 2010, 09:07
აქ უკვე მოვუარეთ ხიდიდან ასას და შევუყევით სახვევებს რომელიც ცოტა მაღლობზე გადადის ზოგან კლდიან, ზოგან კი ძალიან გაბალახებულ და ჭინჭრიან ადგილებში, ამიტომაც არ მინდოდა აქეთ წამოსვლა, თუმცა ეს ადგილებიც ძალიან ლამაზია, მთავარია ფრთხილად იყო და ასაში არ დაგიცდეს ფეხი...
ეს სურათი ადმინს ეძღვნება ჩემგან, არამგონია დაავიწყდეს ეს ადგილი როდესმე...
სახვევებიც გადავიარეთ და უკვე ტანიეს ჭალაში ვართ...
ხელმარცხნივ მოვიტოვეთ ასა ხელმარჯვნივ კი ტანიეა და მისი გაველურებული ხეობა, აქ ბილიკები არც ისე კარგადაა გაკვალული იშვიათად რო აქ ვინმე აქაურს გავლის სურვილი გაუჩნდეს მიზანი ნათელია ხეობას უნდა მიყვე სულ და გადალახო ნებისმიერი დაბრკოლება და თუ გაგიმართლებს გააღწევ ხეობიდან...
თუკი ვინმე დააპირებთ ამ ხეობის გავლას გინდა აღმა და გინდა დაღმა, გირჩევთ აუცილებლად იყოლიოთ თან ვინმე იმისთანა ვინც უკვე ნამყოფია ამ ხეობაში...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 23 თებ 2010, 09:14
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...