თოვლის ქალაქის ან სასახლის მშენებლობა 14 თებერვალი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე













User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თოვლის ქალაქის ან სასახლის მშენებლობა 14 თებერვალი

Post by Gvalva » 17 თებ 2010, 02:58

და ცალკე რატომ არ გადავიტანეთ რეპორტაჟი, რადგან არც დასაწყისი ქონდა ჩვენს მშენებლობას და არც დასასრული? :)

მოკლედ, გასვლა როგორ იგეგმებოდა ეგეც ხომ ამ თემაში წერია, ხოდა ნაწილი ხალხი რომ ვერ წამოვიდა ეგეც ხომ უკვე გეცოდინებათ, ხოდა ადგილზე მისვლისას აღმოვაჩინეთ რომ ის ჩვენი დანომრილი მუშები სულ თბილისში დარჩენილიყვნენ და იქ ადნი ტუნეიადცი/იჟდევენცები ვიყავით :)

ავედით თუ არა, ცოტა პური ხომ არ წავტეხოთო... კი, კიო, ყველამ ერთხმად აიტაცა, მწვადიც შევწვათ და იქამდე იქნებ მზე გამოვიდეს და ცოტა თოვლს დახედოსო :)

არადა, მთელი სერიოზულობით და სრული პასუხისმგებლობით რომ ვთქვა, გზად გუნდის გაკეთება და ერთმანეთისთვის სროლა რომ ვცადეთ, მაშინვე მივხვდით რომ იგლუ დღეს განწირული იყო, მაგრამ რომ მივედით და წინა ჯგუფის ნაღვაწი ვნახეთ, ისეთი ლამაზი და წკრიალა იყო, მარტო მის სანახავად ღირდა იქ ასვლა ...

აგურების გაკეტებას მერე მაინც სული და გული ჩავაქსოვეთ მაგრამ რა... ერთი აგურის დასამზადებლად კონტეინერში 4 ფენად უნდა ჩაგეყარა თოვლი და ყველა ფენა ცალ-ცალკე დაგეტკეპნა ხელებით... რომ ხელის სითბოს თოვლი შეედნო და მიწებებოდა ოდნავ მაინც. ამ ყველაფრის შემდეგ აგურის გადმოგდება და მისი აღება/გადატანა მაინც არ გამოდიოდა - იმტვრეოდა, უნდა კონტეინერით მიგეტანა და აგდილზე გადმოგებრუნებინა...

მოკლედ, პასკა-პასკა არ ცხვებოდა

ამ შრომის დროს ქვემოდან ამოვიდნენ ახალგაზრდა ალპინისტები, რომლებმაც კარავი გაიხსენეს, a12-ის მეგობრები ყოფილან, ლამა რომ შემოაგდეთ სამარშუტოში საძილის და ყველაფრის გარეშე, მაშინ ვიყიავით ზანავი-ნუნისის გასვლაშიო :)

მე ავუხსენი რომ ეს იგლუ სხვებმა დაიწყეს, ჩვენ ვაგრძელებთ, ალბათ ვერ დავასრულებთ და შემდეგ კვირას, თუ კიდევ ამოხვალთ შეგიძლიათ გააგრძელოთო :)

უკან დაბრუნებისას კიდევ მოულოდნელად გავოცდი შემხვედრი ახალგაზრდობის სიმრავლით, ვინ იყვნენ და საიდან მოდიოდნენ არ გვიკითხავს

იგლუ დარჩა დაუსრულებელი და ნავიგატორი მართლაც ძალიან მაგარია რომ მაშინ ფაქტიურად მარტომ ააშენა თავიდან ბოლომდე!!

თოვლი ალბათ კიდევ დიდხანს იქნება და რომელიმე მზიან დღეს ექსპრომტადაც შეიძლება აშენება... ოღონდ მზიანი დღე უნდა იყოს, ან ისეთი ყინვა, რომ დაიჭრას თოვლი.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
თოვლის ქალაქის ან სასახლის მშენებლობა 14 თებერვალი

Post by navigator » 17 თებ 2010, 09:39

ამ დილით წვეთიც არ დამილევია და თვალებში რისგან მაქვს გაორება ვერ გავიგე :? ორ-ორად მეჩვენება სურათები :shock: :roll: :oops:
აცხა ღორებო Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]