ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 19:54

qvevri wrote: Image
მარაზმია როდესაც განმარტებით ლექსიკონს ტოლფარდოვან ენობრივ ლექსიკონს არქმევენ...

სიფათები უნდა აახიო გამომცემლებს.

ამ წიგნს უნდა ერქვას "ქართული ენის მეგრული დიალექტის განმარტებითი ლექსიკონი" და არა "მეგრულ-ქართული" ლექსიკონი...

სეპარატისტები .............


:evil: :evil: :evil: :evil: :evil:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 05 თებ 2010, 20:44

ARCHILI
მეგრული ენა მგონი დიალექტი არაა :?: :!:
რაც შეეხება პროტესტს, შეგიძლია პირდაპირ ქაჯაიას დაუკავშირდე და ერთი გემოზე გამოლანძღო. ისე კი წიგნის სათაური და განსაკუთრებით ფერი არც მე მომწონს :!: ამ ფერს ამ შემთხვეაში განა იმისათვის ვერ ვიტან, რომ გალუბოების სათაყვანებელი ფერია, არამედ იმიტომ, რომ ამით მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი(ძალიან ბევრი მეგრელის მიერ ნათქვამს) ცისფერსისხლიანობას, "ვიში სორტი გრუზინობას". აქამდე არც ერთი ლექსიკონი არასოდეს არ გამოცემულა ასეთ ფერებში და ეს რაღა ბედენაა ვითომ?
დაფიქრებაა საჭირო :!:
Last edited by qvevri on 07 თებ 2010, 19:47, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 20:51

qvevri

ვიში სორტი არა ბებიამაგათისა (დავაზუსტებ - ბებიაჩვენისა - მე ხომ მეგრელი ვარ)

მეგრული ენა არაა...

ჩვეულებრივი დიალექტია - საქართვლოში არის ერთადერტი ენა და მას ქართული ჰქვია, დანარჩენი კი დიალექტია...

მარა მეგრელების სეპარატიზმისაკენ მიდრეკილებას თუ გავითვალისწინებთ, მაგ ქაჯაიასი გასკვირი არაა...


User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Tamusia » 05 თებ 2010, 21:10

სვანებს რომ სეპარატისტული მიდრეკილება არ აქვთ, სვანურსაც ხო ენა ქვია :)

ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართული, სვანური და მეგრული საერთო ქართველური ენისგან შობილი მონათესავე შტოებია :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 21:18

Tamusia wrote:სვანებს რომ სეპარატისტული მიდრეკილება არ აქვთ, სვანურსაც ხო ენა ქვია :)

ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართული, სვანური და მეგრული საერთო ქართველური ენისგან შობილი მონათესავე შტოებია :)
სვანებსაც აქვთ სეპარატისტული მიდრეკილება, მაგრამ ისეთი დოზით არა, როგორც მეგრელებს გვაქვს...

ენა ერთია ქართული - დანარჩენი დიალექტებია...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 21:31

აი, როგორია მეგრული სეპარატიზმი...

ერთ-ერთთან ფაცეზე მოცრე გასაუბრება მქონდა, იხილეთ:

ვინმე ჯეისონ სმითი - ეს კაგებეს აგენტს რომ უფრო წააგავს - ისეთი მასტია, ჰოდა, აი:

Jason Smith დაწერა2010 წლის 02 02 17:14-ზე

"არჩილ გამზარდია,

ისიც უნდა ვაღიაროთ რომ კოლხეთის სამეფო არსებობდა და საკუთარი ენა ჰქონდა.



საქართველოს სისუსტე თითოეული საქართველოს მოქალაქის (მეგრელი, სვანი ...) სისუსტის შედეგია. ეს არანაირ კავშირში არაა კუთხურობასთან

აშშ-ში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ეროვნების, ენის, სარწმუნოების ადამიანები ცხოვრობენ, უფრო მეტიც მათ საკუთარი რაიონები და სამეზობლოები აქვთ, სადაც საუბრობენ თავიანთ მშობლიურ ენაზე. თუმცა, მათ არავინ არ აკრიტიკებს საკუთარი ჯგუფების შექმნის გამო. წარმოადგენენ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეტში შოტლანდიელს არავინ ახვევს ინგლისელობას."

= = = = = = = = =

ჩემი პასუხი:

პოსტი #35
2010 წლის 03 02 10:50-ზე

"ბატონო ჯეისონ, სამწუხაროდ მინდა ვაღიარო, რომ ჩვენს ეთოგრაფიულ ჯგუფს - მეგრელებს რატომღაც არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს ხოლმე ზოგჯერ შემოჩენილი, რაც ამა თუ იმ, სხვა ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფების მიმართ პრივილეგიების მტკიცებაშია ხოლმე გამომჟღავნებული.

რატომ უნდა ამტკიცებდეს რომელიმე ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფი, რომ კუთხური სტატუსია მაჩვენებელი საკუთარი იდენტიფიკაციისა.

ეს, ცხადია, არასწორია. მეგრელია, ხევსური, სვანი, ქართლელი თუ ა.შ. ჩვეულებრივი ქართველია, არც მეტი და არც ნაკლები, დანარჩენი პიროვნულად დაამტკიცონ ცხოვრებით, ვინ რა დოზის ქართველია...

"თარგმნა" ქართული სახელმძღვანელოსი ამა თუ იმ ეთნოგრაფიულ კილოდ კი სამარცხვინოა და მკვეთრი სეპარატიზმის სურნელი ასდის...

სუტყვა "თარგმნაც" კი უადგილოა სრულიად, მართალი გითხრათ.

როცა მხედრიონს ახსენებთ, მიუხედავად მათი მართლაც და მტარვალობისა, არაფერ შუაშია სამეგრელო, არც თბილისში დააკლეს და არც სხვაგან, სადაც მიუწვდათ.

აქვე, იქნებ, მეტი თვალსაჩინოებისათვის, დავაზუსტოთ, რომ ეთნიკური ნიშანი არაფერ შუაშია, მეგრელები ეთნიკური ნიშანი კი არა - ჩვეულებრივი ეთნოგრაფიული ნიშანია..."

= = = = = = = = = = =

ვინმე ჯეისონი:

Archil Gamzardia Archili


"გთხოვთ გასცეთ პასუხი შემდეგ კითხვებს:

რა ენაზე საუბრობდა კოლხეთის სახელმწიფო?

საუბრობდნენ თუ არა დიაოხელები იგივე ენას რასაც კოლხები?

ვინ არიან კოლხების პირდაპირი მემკვიდრეები?"


= = = = = = = = = = = =

ჩემი პასუხი:

"ძვირფასო ჯეისონ, მორიდებით მინდა შეგახსენოთ, რომ ახლა 2010 წელია და სამყარო სრულიადაც აღარ არის ისეთი, როგორც 7 - 5-2 ათასი წლის წინ, უფრო მეტიც, 300 - 200 ან 100 წლის წინ...

პირადობის მოწმობაში, კი, ვეჭვობ, "ჯეისონ ზეზვას ძე სმითი" ეწეროს...

სხვათა შორის, პირველყოფილი ადამიანი თურმე ხორცს უმად მიირთმევდა, დავიჯერო თქვენც იმ ადამიანის პირდაპირი იდენტი ხართ?

მე მაინც მგონია, რომ ბევრად შეცვლილი უნდა იყოთ, ვიდრე ზეზვა იქნებოდა... თუმცა, შესაძლებელია, წარმოშობის ფესვები მასთან მიდიოდეს...

ალბათ მიმიხვდებით, რასაც ვგულისხმობ..."

;)


= = = = = = = = = = ==

მისტერ ჯეისონის პასუხი:

"როგორც ვხედავ კითხვებზე პირადაპირ პასუხებს თავს არიდებთ.

თუ იმის თქმა გინდათ, რომ ერთ დროს ერი რაც იყო ის "ეთნოგრაფიულ ჯგუფად" იქცა?

ერთ დროს ენა რაც იყო ის "ეთნოგრაფიულ კილოდ"?

სანამ ასეთ თემებზე პირდაპირ საუბარს თავს ავარიდებთ, მანამ ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები.

ასეთი კითხვების გაჩენა ჯანსაღი მოვლენაა და სეპარატიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ამგვარ თემებზე ტაბუს დადება და "სეპარატიზმის" იარლიყებით მანიპულირება ჩვენი საზოგადოების სისუსტეს წარმოადგენს და დამღუპველია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ახლო წარსულის მწარე მოვლენები ამ ნათელი მაგალითია."

= = = = = =

ჩემო ძვირფასო ჯეისონ, თქვენს სახელსა და გვარს ხომ ვერ გაგვაცნობდით? ძალიან ძნელია ამორფულ ვირტუალურ არსებასთან საუბარი...

რომელ შეკითხვებზე ვარიდებ პირდაპირ პასუხს, რაღა დროს კოლხაა და რაღა დროს დიაოხი, მე საუკუნეცა და წელიც ამიტომ შეგახსენეთ, რომ ვეჭვობ, თქვენ ამ საუკუნის განცდა გქონდეთ...

:)




ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ადამიანის წინაპარი მაიმუნია... და მაშინ, რაღა კოლხებს ეძებთ წინაპრებად, უფრო შორს ჩაიწიეთ და მაიმუნამდე მიდით, ბატონო ჩემო...

ჰომოერეკტუსები და შემდგომ უკვე ჰომოსაპიენსებს კი ენა სულაც არ ჰქონდა და მიმიკებითა და ჟესტიკულაციებით საუბრობდა...

ამ ლოგიკით, თქვენი მშობლიური ენა მიმიკები და ჟესტები უნდა იყოს...

:)

ამიტომ მოგმართავთ, თქვენ, როგორც ჯეისონ ზეზვას ძე სმითს...

ზეზვა ხომ გახსოვთ, ვინც იყო? თქვენი ბაბუის ბაბუის ბაბუის ბაბუის და ა.შ. ბაბუა...

:)


პ.ს. კიდევ ერთხელ თვალსაჩინოებისათვის, სამეგრელო არის ერთი ჩვეულებრივი კუთხე საქართველოში, როგორც კახეთი, გურია, სვანეთი, ქართლი, იმერეთი და ა.შ.

მეგრული ჩვეულებრივი დიალექტია ქართულისა, როგორც სვანური, მეტი თავისებურობით გამორჩეული, ვიდრე, მაგალითად გურული, მოხევური და ა.შ.

მეგრელი კი ჩვეულებრივი ქართველია, როგორც იმერელი, გურული, ქართლელი,კახელი და ა.შ.

:)

= = = = = = = = = =

კვლავ ბატონი ჯეისონი:

"მეგრელების და სვანების ქართველობის დამადასტურელი ვერ ერთი უცხოური მეცნიერულად დასაბუთებული დოკუმენტი მე ვერ მოვიძიე. თუმცა, უამრავია ქართული პროპანგისტული, ტვინისმრეცხავი ისტორიული ნამუშევრები, რომლებიც ყოველგვარ ლოგიკას არიან მოკლებულნი.

ჩვენ ყველანი კავკასიელები ვართ, ჩვენს ქვეყანას უნდა ერქვას კავკასია და არა საქართველო. ამით, ქვეყნის გამთლიანებისა და გაფართოების უფრო მეტი პერსპექტივები იარსებებს და გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ძლიერ წინაპირობას წარმოადგენს სხვა კავკასიელ ხალხთან ერთად ერთიანი ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს შესაქმნელად."

= = = = = ===

ჩემი პასუხი:

"Jason Smith, და მარსზე მიმდინარე პროცესებზე რას იტყვით? მე არ მომწონს ფობოსსა და დეიმოსზე მიმდინარე პროცესები...

მართალია, ორივე მარსის თანამგზავრია, მაგრამ... მაინც...

ვფიქრობ, კავკასია უნდა გადაიჭიმოს ფობოსამდე მაინც...

დიდი სამუშაოა ენობრივ საკითხებზე ჩასატარებელი, ვვფიქრობ, სახელმწიფო ენად ფობოსური უნდა დადგინდეს, თუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მარსზეც მაინცდამაინც მეგრულად უნდა იმეტყველონ?

???

მე ეროვნებით ქართველი, კუთხური წარმომავლობით მეგრული ეთნოგრაფიული ნიშნის, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, საქართველოს მოქალაქე არჩილ გამზარდია ვარ...

მაგრამ...

ვინ ხართ თქვენ?..

უცხოპლანეტელი, დედამიწელი ჰომოერეკტუსის დროინდელი ვირტუალური სული თუ საუკეთესო შემთხვევაში ზეზვას და მზიას შვილი (და არა შვილიშვილი, მითუმეტეს შთამომავალი)...

???

ბავშვობიდან მიტაცებდა უცხოპლანეტელებზე ამბები, მგონი, ამისრულდა ოცნება და რეალურად გავიცანი ფობოსელი არსება... შესაძლებელია, ნეპტუნელი ან სულაც მერკულელი...

:)"

= = = = = = = = =

კვლავ ვინმე ჯეისონი:

"მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კომენტარები კონსტრუქციულობის ფარგლებს სცილდება. მე თქვენს სამეტყველო ენის შესახებ დასმულ შეკითხვას გავცემ პასუხს.

ინდოეთში 29 ძირითადი სამეტყველო ენაა, და პირველ ოფიციალურ ენას წარმოადგენს ჰინდი, მეორეს კი ინგლისური.

უამრავმა ინდოელმა არც კი იცის ჰინდიზე მეტყველება და ისინი ინგლისურად ესაუბრებიან ერთმანეთს. მაგალითად, ტამილნადუს შტატში, რომლის მოსახლეობა 60 მილიონია არავინ საუბრობს ჰინდიზე. თუმცა, ინდოეთი მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კავკასიური სახელმწიფოს პირველი ოფოციალური ენე უნდა იყოს ქართული, ხოლო მეორე ენა რუსული.

მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ჩეჩნურ, მეგრულ, სვანურ, აფხაზურ, ოსურ ენებზე საუბარი ან წერა არ შეიძლება.

ცნობისათვის, ტამილნადუს შტატს აქვს თავისი კინოინდუსტრია, სადაც კინოფილმების გადაღება ტამილურ ენაზე ხდება და არა ჰინდიზე."

= = = = = =

ჩემი პასუხი:

"მეგობარო ჯეისონ :)

კიდევ ერთხელ მეგობრულად შეგახსნებთ, რომ საქართველოში არის ერთადერთი ენა და მას ქართული ჰქვია...

არსებობს რამდენიმე დიალექტი და მას ჩვენი ეთნოგრაფიული მხარეები წარმოადგენენ, ასეთებია: მეგრული დიალექტი, იმერული დიალექტი, ქართლური დიალექტი, სვანური დიალექტი, გურული დიალექტი და ა.შ.

რაც შეეხება დიალექტებს, როგორც ასეთს, მსურს გაცნობოთ, რომ ეთნოგრაფიული მეტყველების გარდა დიალექტებად ითვლება პროფესიული, სოციალური და ა.შ. მეტყველებები...

ამდენად, სახელმწიფო ენაში ჩვენს ქვეყანაში იგულისხმება ლიტერატურული ქართული...

ნებისმიერი სხვა ქართული კუთხის მეტყველება კი ჩვეულებრივი დიალექტია...

აი, რუსული ენა, როგორც ჩველებრივი უცხო ენა, აქ რა შუაშია, მგონი თქვენც ვერ გაგიგიათ... ნებისმიერი ენის ცოდნა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის, იქნება ეს ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული, ესპანური თუ სხვა... მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია ჩემო უცხოპლანეტელო მეგობარო..."

:)


ახლა ხომ ხვდებით, რა კატეგორია აწვება იმას რომ მეგრული ენაა, ის, ვინც ამავდროულად ამტკიცებს, რომ მეგრელი ქართველი არააო...

ასე, რომ...

:!:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Gvalva » 05 თებ 2010, 21:41

ვინც ამ თემას აოფებს

იგივეა რაც აოხრებს

მერე რამე რომ გჭირდებოდეთ და ამ თემაში არავინ შემოიხედოს, არ გაგიკვირდეეეთ

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 22:02

Gvalva

შეფასებები შეარჩიო იქნებ...

!

მე "ვაოფებ" და მიზანმიმართულადაც, რომ ამ საკითხზე შესაფერისი პოზიცია დაფიქსირდეს...

იმედია, გასაგებია...

მათ შორის, შენთვისაც კი!!!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 09 თებ 2010, 09:52

даааа :roll:
რაც შეეხება ჩემს შემდეგ თხოვნას. მითხარით გეთაყვა თუ იცით რამე დუშეთის რაიონ სოფელ მილახვრიანთკარზე :?: საიდან მიდის გზა და რამდენი კილომეტრია დაახლოებით :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 09 თებ 2010, 10:15

უკვე გავარკვიე ყველაფერი :!:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by Naia » 09 თებ 2010, 13:58

ხომ არ იცით, სამედიცინო ინვენტარი (საწოლები და ა.შ) სად იყიდება თბილისში?

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by გვალდა » 09 თებ 2010, 16:49

Naia
Advanced Medical Technologies & Service
http://www.amts.ge/contacts.html
მანდ არის ტელეფონები, მაგრამ აი მობილურიც, 899 512442 -დავით ლეკიშვილი. შეგიძლია ქეთი მინდელის სახელით დაურეკო :)
სვანეთოლოგი

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ARCHILI » 11 თებ 2010, 00:17

qvevri

ერთი ამათ უსმინე და მერე მოდი და ნუ აგინებ ინ ლექსიკონის ავტორს მსგავსი დეფინიციისათვის...

http://forum.ge/?f=95&showtopic=33765490&st=1380

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 11 თებ 2010, 20:12

ძნ გთხოვთ, ამ თემაში მხოლოდ საქმეზე დაწეროთ.
უსაგნობა თემას უაზროდ ზრდის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]