1. აქედან, ბატონო ჩემო, წაბრძანდებით ელექტრომატარებლით ბორჯომში...
საამისოდ...
დილით, 06:40 უნდა შეიკრიბოთ ბორჯომის ვაგზალთან და შეიძინოთ ბილეთები თბილისი - ბორჯომის მატარებელზე, ე.წ. "ელეკტრიჩკაზე"...
ბილეთის ღირებულება 2 (ორი) ლარი...
2. ბორჯომში ჩახვალთ 12 საათისათვის. უპირველეს ყოვლისა, მოიძიებთ მარშრუტკას, რომელიც მაგალითად 17 საათისათვის (თქვენ როგორც გინდათ) მოგაკითხავთ მწვანე მონასტერთან უკან წამოსაყვანად...
3. ამის შემდგომ, დაადგებით ბორჯომ-ახალციხის გზას და სადღაც მაქსიმუმ 10 კილომეტრში მიადგებით ჩითახევის მწვანე მონასტერს...
ეს სავარაუდოდ, მაქსიმუმ 14:30-თვის მოხდება.
(თუ დაგეზარებათ ფეხით სიარული და გაყევით ბორჯომ-ლიკანის ავტობუსს, 50 თეთრი ღირს სულ და მერე სულ ცოტა მოგიწევთ ფეხით გავლა)
4. მიხვალთ შესანიშნავ ადგილას - ჩითახევის მწვანე მონასტერში, რომელიც ულამაზეს ადგილასაა. მოილოცავთ მონასტერს.
5. შემდეგ, იქვე, ტერიტორიაზე, მოშორებით, შეგიძლიათ დაანთოთ ცეცხლი და წაიქეიფოთ, დალოცოთ იუბილარები...
6. დათქმულ დროს მოგაკითხავთ მარშრუტკა და წამოგიყვანთ თბილისში.
7. აი, შემდგომ კი, მიბრძანდით ბატონო რომელიმე სახინკლეში და იმდენი ხინკალი მიირთვით, რომ ხინკლად იქცეთ...

არა მგონია, აქ რამე იყოს რთული...
უმარტივესი - მაგრამ მრავალფეროვანი და სასიამოვნო გასვლაა... სტანდარტული ექსკურსიების ნაცვლად ჰაერსაც ჩაყლაპავთ და თვალსაც წინა სკამის საზურგის ნაცვლად ბუნებას დაამახსოვრებინებთ.
