07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 22:00

ეს საპატიო მისია მე მარგუნეს წილად...

:)

მოკლედ...

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ

07.02.2010. გაიმართება ლოლას და ნიკუშას თოვლიანი დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში ხინკლითურთ

****************************

გეგმა ასეთი იქნება:

1. აქედან, ბატონო ჩემო, წაბრძანდებით ელექტრომატარებლით ბორჯომში...

საამისოდ...

დილით, 06:40 უნდა შეიკრიბოთ ბორჯომის ვაგზალთან და შეიძინოთ ბილეთები თბილისი - ბორჯომის მატარებელზე, ე.წ. "ელეკტრიჩკაზე"...

ბილეთის ღირებულება 2 (ორი) ლარი...

2. ბორჯომში ჩახვალთ 12 საათისათვის. უპირველეს ყოვლისა, მოიძიებთ მარშრუტკას, რომელიც მაგალითად 17 საათისათვის (თქვენ როგორც გინდათ) მოგაკითხავთ მწვანე მონასტერთან უკან წამოსაყვანად...

არ დაგავიწყდეთ, რომ გზაში მოინახულებთ შესანიშნავ ხედებს, აიკლებთ მატარებელს (საწყალი მგზავრები ლოლას ხელში)

3. ბორჯომში ჩასვლის შემდგომ, დაადგებით ბორჯომ-ახალციხის გზას და სადღაც 7 კილომეტრში მიადგებით ჩითახევის მწვანე მონასტერს...

თუ დაგეზარებათ ფეხით სიარული და გაყევით ბორჯომ-ლიკანის ავტობუსს, 50 თეთრი ღირს სულ და მერე სულ ცოტა მოგიწევთ ფეხით გავლა.

4. მიხვალთ შესანიშნავ ადგილას - ჩითახევის მწვანე მონასტერში, რომელიც ულამაზეს ადგილასაა, თუ თოვლი იქნა, ნამდვილად მადლობელი დამრჩებით ამ ადგილის კონსულტირებისათვის...

:)

მოილოცავთ მონასტერს (ნამეტანი არ მოგივიდეთ, რომ ზეცად არ აიზიდოთ ;) )

5. შემდეგ, იქვე, ტერიტორიაზე, მოშორებით, შეგიძლიათ დაანთოთ ცეცხლი და წაიქეიფოთ, დალოცოთ იუბილარები...

6. დათქმულ დროს მოგაკითხავთ მარშრუტკა და წამოგიყვანთ თბილისში.

7. აი, შემდგომ კი, მიბრძანდით ბატონო რომელიმე სახინკლეში და იმდენი ხინკალი მიირთვით, რომ ხინკლად იქცეთ...

ჰოდა...

აი, წამსვლელები:

1. იუბილარი ლოლა
2. იუბილარი ნიკუშანიკუშა
3.
Last edited by ARCHILI on 05 თებ 2010, 23:40, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 22:01

ესეც ცოტა რამ ჩითახევის მწვანე მონასტრის შესახებ:

Image[/quote]
Tamari-ch. wrote:მწვანე მონასტერი
ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ თუ მარჯვნივ გადავუხვევთ, ვიწრო, დაბურული ხეობა ფოთლოვანი ტყის შუაგულში, ორიოდე კილომეტრის სიღრმეში მდებარე მწვანე მონასტერთან მიგიყვანთ; რომელსაც თამამად შეგვიძლია, მწვანე სამოთხე ვუწოდოთ. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. ფეხით მიმავალმა გზად შეიძლება გარეული ნადირის ხმაც მოისმინოთ. IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.


Image

აი ამ ადგილას დახოცეს მწვანე მონასტრის ბერები თათრებმა
და იმის მერე ამ ადგილას ქვები წითლად შეიღება

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=30

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 22:09

ერთი სიტყვით...

წამსვლელები:

1. იუბილარი ლოლა
2. იუბილარი ნიკუშანიკუშა
3.

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by nikushanikusha » 05 თებ 2010, 22:22

8) 8) ვაიმე არჩილ რად გინდოდა? :lol: :lol: :*:*:*:*:*

1. იუბილარი ლოლა
2. იუბილარი ნიკუშანიკუშა
3. ნიკუშანიკუშას +
4. ნიკუშანიკუშას +
5. :arrow:
:D

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by Naia » 05 თებ 2010, 23:15

ARCHILI
მგონი 7 კმ-ზე მეტია ბორჯომიდან და მეეჭვება, რომ უკანა გზაზე 'ელექტრიჩკას' მიუსწრონ...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 23:20

Naia


ჰო, შესაძლებელია...

თუმცა, საღამოს, სავარაუდოდ, მაინც "მარშრუტკით" მოუწევთ წამოსვლა...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by Naia » 05 თებ 2010, 23:24

ARCHILI
მე ვფიქრობ წასვლას, მაგრამ სამანქანო გზაზე ფეხით მინ. 20 კმ-ს გავლა რაღაც არ მხიბლავს...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 23:27

Naia wrote:ARCHILI
მე ვფიქრობ წასვლას, მაგრამ სამანქანო გზაზე ფეხით მინ. 20 კმ-ს გავლა რაღაც არ მხიბლავს...
20 კმ არ არის ნაია...



მე რამდენჯერ ვარ ფეხით ასული და ჩამოსული მანდ...

და

რა ვიცი...

:roll:

20 კმ-ს ორივე გზას ხომ არ გულისხმობ?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by Naia » 05 თებ 2010, 23:32

ARCHILI
ორივე გზას ვგულისხმობ

სხვა უფრო საინტერესო და თოვლიანის მოფიქრებაც შეიძლებოდა ;)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 23:32

12-ზე ჩავლენ ბორჯომში

14 საათისათვის უნდა იყვნენ უკვე მონასტერში

15-16 საათამდე რომც დაჰყონ

მერე დაბრინდებიან და ბორჯომში სადღაც 18 საათისათვის იქნებიან...

უფრო უკეთესი ვარანტი კი იქნება ის, რომ ბორჯომში ჩასვლის დროს მარშრუტკას გაურიგდნენ, რომ მონასტერში მიაკითხოს და წამოიყვანოს...

და ყველაფერი გაცილებით ადვილია...



:)

Naia wrote:ARCHILI
ორივე გზას ვგულისხმობ

სხვა უფრო საინტერესო და თოვლიანის მოფიქრებაც შეიძლებოდა ;)
რა თქმა უნდა, იქნებ დაეხმარო მაშინ მეგობრებს?

:)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by Naia » 05 თებ 2010, 23:33

ARCHILI
ანუ, 10-15 კმ-ს ბორჯომიდან მწვანე მონასტრამდე 2 სთ-ში გაივლიან? რაღაც მეეჭვება


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by ARCHILI » 05 თებ 2010, 23:38

Naia wrote:ARCHILI
ანუ, 10-15 კმ-ს ბორჯომიდან მწვანე მონასტრამდე 2 სთ-ში გაივლიან? რაღაც მეეჭვება
შენ არ თქვი ბორჯომიდან მონასტრამდე 10 კილომეტრიაო, ახლა გახდა 15?

:D

2 საათში სწორ გზაზე 10 კილომეტრს როგორ ვერ გაივლიან...

რა უნდა მაგას...

უკან კი მარშრუტკით წამოვლენ...

მეც და სხვაც ამ რეისს სიამოვნებითა და სიადვილით შევასრულებდით, არა მგონია გაუჭირდეთ, რომელი "ექსკურსია" ტიპები ეგენი არიან, ცოტა სიარული რომ ვერ შეძლონ...

რა უნდა მაგად...

ვფიქრობ, აჭარბებ ცოტა, ასე რომ ამძაფრებ...

:)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by Naia » 05 თებ 2010, 23:43

ARCHILI
დაბადების დღეა და სასურველი იქნებოდა უფრო ლამაზი ლაშქრობა დაგეგეგმა. ასფალტზე ფეხით სიარულში სასიამოვნოს და მიმზიდველს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ

კმ-ს რაც შეეხება, გუგლში თუ ნახავ სადღაც 10-15 კმ-დეა მანძილი

სხვის შეფასებებს კი შეეშვი, გთხოვ ;) მე ვიცი რას ვამძაფრებ და რას არა

User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
07.02.2010. ლოლას და ნიკუშას დაბადების დღე ბორჯომ-ჩითახევში

Post by nikushanikusha » 05 თებ 2010, 23:44

Naia

ნაიი, მე ვთხოვე არჩილს რამე გასვლა დაეგეგმა თორე მე და ლოლამ ნამდვილად ვერ მოვაბით თავი.

კრიტერიუმები მარტივი იყო თოვლი და ხინკალი :D:D ამინსდის პროგნოზის მიხედვით თოვლი უნდა იყოს.

გარდა ამისა ერთდღიანია რაც ჰაერივით მინდოდა და ფინანასებსაც მგონი არ მოითხოვს ბევრს :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]