დიდი მადლობა, თანაკარაველნო. გაიხარეთ, თქვენც წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.
lama
ეს ერთი და სხვა უთვალავი
ერთი და მეორე აღარ გამოვა უკვე - გავასამე ამით.
თან, სამწლიანი ინტერვალებით გამომივიდა - 2003; 2006; 2009.
ლეონტი
ვინ თქვა შრომა არ ფასდებაო?
ეჰ, კიდევ კარგი, თითო-ოროლა წესიერი და საღად მოაზროვნე მაინც გამოერევა ხელმძღვანელობაში, თორემ უმეტესობაზე რა გითხრა... ჩინოვნიკები სტანდარტებსაც კი გვიდგენენ, რაზე უნდა ვწეროთ და როგორ. თუმცა გუშინ კირკიტაძემაც კი მომილოცა და რაღაცებში დამეთანხმა. არ მეგონა, თუ მიცნობდა და თან ასე ინტენსიურად კითხულობდა პრესას.
tamuna_gudarexi
სულ წარმატებით გევლოს!
ოღონდ კარგი იქნება, სხვა სფეროში და არა აქ.

ოთხშაბათს მეორე ფრონტი გამიხსნეს ძიუდოისტებმა.

ხალხმა წერა-კითხვა არ იცის, მგონი, ისეთ რამეზე მედავებიან. შარშან მთელი წელიწადი მაგათთან ჩხუბში და ჯახადირში გავატარე. სანამ ისევ ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუქნია თითი, მანამდე ვერაფერი გავაგებინე, ახლა კი ვერც ვიფიქრებდი, ისეთ რამეზე ამიშარდნენ. მარტო ძიუდოისტები რომ იყვნენ მასე, კიდევ რა უჭირდა. იმდენს ვხვდები ასეთ სისულელეს, მართლა სერიოზულად მინდა სხვა სფეროში გადანაცვლება - არ მიღირს ამდენ ნერვიულობად. საქართველოში სპორტული პრესა აქამდე შედარებით უხიფათო იყო, მაგრამ უკვე აღარაა მასე.