Gvalva wrote:
სარეისო ტრანსპორტით მგზავრობა ვიკითხე და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საშიშიაო მოთხრეს
შენ რატომ არ შეგაშინეს, ან უფრო სწორედ, რატომ არ შეგეშინდა?
ნუ, ნანახი ადგილების რეპორტაჟი ხომ გვინდა

, და კიდევ "სხვანაირი" ამბებიც მაინტერესებს
აბორიგენებთან რა ენაზე კონტაქტობ? იქაურ მატარებელში, ავტობუსში და სამარშუტოში რა ხდება? კარტახენას ავტობუსს გავს თუ რამე თანამედროვეა? ასე მოსეირნე არა-არაბებს რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნათ?
ამ ყველაფერზე შენმა ჰოსტმა დაგაკვალიანა თუ ასე დალაგებული წახვედი აქედანვე?

ინგლისური იცოდა? არაბი იყო? და მისი სახლი როგორი იყო?
მოკლედ, ბოდიში და, ბევრი რამე მაინტერესებს

შეშინებით ჩემს შეშინებასაც შეეცადნენ მაგრამ ამაოდ. ჩემმა ამხანაგმა კი, ვისთან ერთადაც წავედი , სულაც გიჟად ჩამთვალა

და არ გამომყვა. მაგრამ როგორც ხედავთ , საღსალამათი დავბრუნდი. ჩემი ცხოვრებიეული ფილოსოფიის თანახმად, ადამიანები უფრო მეტად კარგები არიან ვიდრე ცუდები (ამიტომაც ვარ "ოპტიმისტი"). ამ თვალსაზრისმა ეგვიპტეშიც გაამართლა.
ადგილობრივები ძალიან კეთილმოსურნენი არიან . ყველაზე დიდი უსიამოვნება, რაც მათგან ვნახე, მატარებლის ბილეთების სალაროსთან ურიგოდ წასვლაა, თითქოს ცარიელი ადგილი იყო (ო, რა მშობლიური განცდებია?!), მაგრამ ერთხელ , როდესაც ასეთი შემთხვევისას მრავალმნიშვნელობვნად ჩავახველე ("ცარიელმა ადგილმა გაიჭრიალა"), ზუსტად მიხვდნენ კომუნიკაციას და ჩემს უკან დაიკავეს ადგილი.
მე ხომ ტურისტულ ადგილებში დავდიოდი, სადაც როგორც წესი ხალხმრავლობაა და საშიში რა უნდა ყოფილიყო? მე თვითონ ვერიდებოდი უკაცრიელ ადგილებს. მაგალითად , როცა ასუანში მაღლივ კაშხალზე ("High Dam" --არაბულადაც ასე ეძახიან) მიმავალმა ავტობუსმა გადაკვეთა კაშხალი და მგზავრთა უმეტესობა ჩავიდა, ისე რომ მხოლოდ მძღოლი, კონდუქტორი, მე და ერთი მგზავრიღა დავრჩით, დავფრთხი და მეც ჩამოვედი. კი მეუბნებოდნენ, ნუ შეშინდი, ეხლა მალე მივალთო, მაგრამ მეტი აღარ გავრისკე. ისე ჩემთან ერთ ვინმე რომ ყოფილიყო (თუნდაც გოგო, ოღონდ არა ისტერიული), ალბათ მგზავრობას გავაგრძელებდი. ეხლა მხოლოდ ბოდიში უნდა მოვუხადო იქ მყოფ ნუბიელებს ჩემგან გამოჩენილი სრულიად დაუმსახურებელი უნდობლობის გამო.
უსაფრთხოებას იცავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მყოფი ტურისტული პოლიციაც, რომელსაც შეგიძლია ნებისმიერ წუთს მიმართო და ყველანაირად დაგეხმარებიან. (მე მაგალითად კარგა მანძილზე გამომყვა ერთერთი ტურისტული კომპანიის საჩვენებლად, მერე დამელოდა და უკანაც გამომაცილა. ძალიან ყურადღებიანნი არიან.
მაგრამ აქვე მოგაწოდებთ ინფორმაციას ეგვიპტის ტერორისტული ოპოზიციის შესახებ, რომელიც ძალადობით ცდილობს არსებული ხელისუფლების ჩამოგდებას და რადგან ტურიზმს ეგვიპტეში შეაქვს ბიუჯეტის 40%, ამიტომ ცდილობს მოაწყოს ტერორისტული აქტები ტურისტულ ადგილებში, რათა შეწყდეს ან შემცირდეს ტურისტების ჩასვლა ,რითაც დასუსტება ეკონომიკა და შესაბამისად ხელისუფლებაც , ( კიდევ ერთი ნაცნობი სიტუაცია....

)ამიტომაც მოაწყეს ტერაქტები 1997 წელს პირამიდებთან და შარშან თებერვალში ხან ილ ხალილის ბაზარში, რომელთაც რამდენიმე ტურისტი ემსხვერპლა. ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ტურისტულ ადგილებში, მატარებლის და ავტობუსების სადგურთა შესასვლელბში გადიხარ შემოწმებას და ავტობუსით მგზავრობისას. როდესაც შარმში (ანუ ტურისტულ ზონაში) ვბრუნდებოდი 3-ჯერ გაგვაჩერეს და საბუთები შეგვიმოწმეს, ადგილობრივი 5-6 ჭაბუკი კი, რომელთაც საბუთები არ აღმოაჩნდათ, ჩაიყვანეს ავტობუსიდან. ასეთ საფრთეს ვერ აირიდებ მარტო იქნები თუ ჯგუფთან ერთად....
ენას რაც შეეხება, ინგლისურის მცოდნეს იშვიათად მაგრამ მაინც გადააწყდები, ჟესტების ენაც კარგად ჭრის . თანაც შენ ხომ ტურისტული ადგილის მისამართს ეუბნები (მაგ პირამიდები, სუილთან ჰასან მოსქ, კოპტიქ ქაორო .....) და იგებენ.
ინფორმაცია წასვლამდე მოვიძიე ვიკიპედიაში და ვიცოდი რა უნდა მენახა. იქიდან ამობეჭდილი სურათებიც დაგეხმარებათ მისამართის ჩვენებაში. , (მაგალითად ტაქსის მძღოლს ვუჩვენე ციტადელის სურათი, რომელსაც თურმა "ყალას" (გაგახსენდათ ნარიყალა?) ეძახიან, და პრობლემაც გადაიჭრა).
დღის მატარებლები და ტაქსები საკმაოდ ბინძურია, მტვრიანი, (ისევე როგორც მთელი კაირო), ავტობუსებს არა უშავთ და არც კარტახენის ავტობუსს არ ჰგავდა, ( მე მგონი ზურმუხტის ქვის საძიებლად წასულ მაიკლ დაგლასის ფილმზე მკითხე, თუ სწორად გავიგე, სახელს ვერ ვიხსენებ). ღამის მატარებელი კი სუფთა იყო და მომსახურებაც ძალიან კარგი.
ჩემი მასპინძელი იყო ბრიტანელი გოგო, ბრიტანეთის საბჭოს მასწავლებელი. ცხოვრობს კორპუსის 3 ოთახიან ბინაში, რომელშიც ერთი მე გამომიყვეს საძინებლად. რადგან მუშაობდა საღამოს 10 საათამდე. ბინის გასაღები მომცა რომ შესვლა-გასვლაზე პრობლემა არ მქონოდა. რამხელა ხელგაშლილობაა
კიდევ გაითვალისწინეთ, რომ ციტადელი, მეჩეთები და ეკლესიები, რომლებც ტურისტულად ყველაზე მეტად საინტერესოა, 3.30-4 საათზე იკეტება. ასევე კოპტების მუზეუმიც. ეგვიპტის მუზეუმი კი 6.00-მდე მუშაობს.
ტაქსის მძღოლებთან ურთიერთობასაც გაგიმხელთ. ჯერ ერთი წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ ფასზე. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ადგილზე მისულმა შეძლება გადათქვას - მე ეს გითხარიო და 2X მეტი თანხა დაგისახელოთ. ამიტომ აჩვენეთ შეთანხმებული ფასის ღირებულების კუპიური და უთხარით ამას მოგცემთქო და ხელში გეჭიროს. ბოლოს კი მიეცით. მე ასე ვისწავლე ჭკუა რამდენიმეჯერადი "გაწეწვის" შემდეგ.
პეტრაში მოსახვედრად ადგილობრივ სააგენტოს დაუკავშირდით. ყველაზე იაფად აკეთებენ პლაჟის სააგენტოები. ასევე სასტუმროსიც (ცოტა უფრო ძვირად). 150$ უნდა გეყოთ.
კიდევ მინდა ვთქვა რომ შემოთავაზება იყო იერუსალიმის ტურზეც. დაიწყეს 150$-დან და ჩამოვიდნენ 90$-ზე. მე არ ვიცი რამდენად მოსახერხებელია ეს ქართველებისთვის, რადგან მგონი ისრაელის ქნესეტმა აკრძალა ტურისტული სააგენტების მიერ ქართველებისთვის ვიზების გაცემა, (ამის გარკვევა აქ უფრო მოხერხდება) და არც ქართველი მინახავს იქით წასულ- წამოსული, მაგრამ რუსები და პოლონელები კი ვნახე ფრიად კმაყოფილნი.
რეპორტაჟს რაც შეეხება, ჩემი ვიდეო არაციფრულია და მხოლოდ სახლში შემიძლია მოგიპატიჟოთ დაინტერესების შემთხვევაში.
კიდევ თუ რამე დააინტერესებს ვინმეს, შემეკითხეთ ან დამირეკეთ 95-10-36 ან 69-74-39