მალე ჩეოხვამეს თეთრ სალოცავს მივადექით. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესია პირველი საუკუნის ბოლოსათვისაა აშენებული, თარიღი უცნობია, თუმცა, მეცნიერების აზრითაც, ჩეოხვამეს თეთრი ტაძარი ადრექრისტიანულ ხანას მიეკუთვნება.
ეს ლამაზი ეკლესია -
,,ჩეოხვამე” (თეთრი სალოცავი), ხამისქურის საზღვართან, ურთის მთის სამხრეთ ფერდობზე საქირიოს უბანში დგას. ხარიტონ გადელიას გადმოცემით ამ ფერდობს ხალხი ,,ოხვამეფერდს” ეძახის.
ეკლესიის სიგრძე 8.70 მ-ია, ხოლო სიგანე 8.50 მ. კედლის სისქე 1 მ-ია. აგებულია ადგილობრივი კირქვის კვადრებით. კედლის ზედა რამდენიმე რიგი, აგრეთვე წერი გვიანდელი დანაშენია. ნაგებობობას დეკორატიული მორთულობა არ გააჩნია. აქვს ორი კარი - დასავლეთით და სამხრეთით. აქვს სამი სარკმელი, საკურთხეველში ორი ნიშია და სამი ქვევრი რეზონატორი. ნაგებობა მთლიანად დაფარულია მცენარეებით. XIX საუკუნის 60-იან წლებში ტაძარი უნახავს რაფიელ ერისთავს, მას გზიდან შეუმჩნევია თეთრი ქვის ეკლესია, რომელიც ზეთისხილის ხეებში ყოფილა ჩაფლული.
იგი აღნიშნავს, რომ ადრე აქ ზაფხულობით ცხოვრობდნენ ცაიშის ეპისკოპოსები. 2005 წელს ეკლესიიდან 150 მეტრს ქვემოთ ადგილობრივმა მოსახლე დავით კანკიამ თავის ნაკვეთში მიწის სამუშაოების შესრულებისას სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ლამაზად გამოთლილი კვადრატული ქვა ჯვრის გამოსახულებით, მიწაში ჩაფლული ქვევრი. მისი დიამეტრი შუაწელში 70 სმ-ია..
ყველა ამ მასალის დათვალიერების შემდეგ პრაქტიკოსმა არქეოლოგებმა რ. პაპუაშვილმა და დ.ლომიტაშვილმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაასკვნეს: რომ კანკიას ეზოსი ნაპოვნი ნივთები გვიან შუა საუკუნეებს ეკუთვნოდა, ხოლო ეკლესია - ადრე ქრისტიანულ ხანას.
ესეც ჩეოხვამეს თეთრი ტაძარი
by archil gamzardia
