მაქაონი აფროსნების წარმომადგენელია. ასეთი სახელი ოჯახსს იმიტომ ეწოდა, რომ ზოგიერთი სახეობის ქვედა ფრეთები მოგრძო გამონაზარდებით ბოლოვდება.
აფროსნები, ანუ პაპილიონიდები მიჩნეულია ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ ინდიკატორად. საქართველოსი მისი 8 წარმომადგენელი გვხვდება, მათ შორის 2 ენდემურია.
მაქაონი საკმაოდ დიდი ზომის პეპელაა - გაშლილი ფრთების სიგრზე 56-85მმ. ყვითელ ფრთებზე შავი ფერის ნახატები აქვს. ფრთების ბოლოში წითელი ფერის "თვალები" ემჩნევა, რაც ასევე გამაფრთხლებელი შეფერვის მაგალიათია.
მომხვდურის დაშინება მაქაონის მუხლუხოსაც შეუზლია. იგი საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, მწვანე სხეულზე ემჩნევა შავი ზოლები და წითელი წერტილები. თავზე აქვს ორად დატოტვილი წითელი ფერის ჯირკვალი, რომელიც რქებს მოგვაგონებს. გაღიზიანების დროს მუხლუხო მძაფრი სუნის სითხეს გამოყოფს ამ ჯირკვლებიდან.
მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, ჩრ. აფრიკაში და აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ზონაში.
კავკასიაში სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტში შეიზლება ეგვხვდეს, გავრცელების ზედა ზღვარი 2500-300მეტრია ზღვის დონიდან.
მაქაონი ჩვენთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახეობაა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში საგანგებოდ იცავენ.


