ცახკაძორი
Moderators: Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli, Druides, Juni, Pirveli
- Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
- Contact:
ცახკაძორი
აბა ნახეთ ეს საიტი და დაიწყეთ ფიქრი
http://www.cahkadzor.ru/Curort/kkd.html
ხომ არ წავსულიყავით ერთ-ერთ შაბათ კვირას, გზა ოდნავ დიდია ვიდრე გუდაურამდე, საბაჟოს 5-10 წუთში გადიხართო, სასტუმროები საკმაოდაა და ფასებიც გუდაურზე ნაკლებია. სრიალის ფასი კი მთელი დღით როგორც გამოვთვალე დაახლოებით 35 ლარია.

არ ვიცოდი, სომხეთში სამთო-სათხილამურო კურორტი თუ იყო. ერთხელ EuroNews-ზე თუ CNN-ზე სარეკლამო რგოლს ვუყურე - სომხეთში დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობდა, Noah's Travel თუ Route, ასე ერქვა. ალპებში მეგონა თავი. როგორც ყოველთვის ხუმრობა მეგონა (უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, მეგონა უცხოელებს "აბოლებდნენ").
ეს ყველაფერი მართლა არის, თუ რიგითი trick-ია?
ეს ყველაფერი მართლა არის, თუ რიგითი trick-ია?
ცახკაძორი
ერთი დღით ბაკურიანში წასვლა არ ღირს, სრიალს ვერ მოასწრებ და სომხეთში როგორ უნდა გეყოს?
როგორც იდეა მომეწონა, თუმცა 2 დღე რამდენად გვეყოფა არ ვიცი, რაღაც მთის აღმოსავლეთის ფერდაზეაო... გზას რამდენი ხანი დაჭირდება ნეტავ, თითქმის ერევანთან აღმოჩნდა?
აი რა ტრასებზეა ლაპარაკი

და კიდევ

როგორც იდეა მომეწონა, თუმცა 2 დღე რამდენად გვეყოფა არ ვიცი, რაღაც მთის აღმოსავლეთის ფერდაზეაო... გზას რამდენი ხანი დაჭირდება ნეტავ, თითქმის ერევანთან აღმოჩნდა?
აი რა ტრასებზეა ლაპარაკი

და კიდევ

- Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
- Contact:
ცახკაძორი
თუ დილით ადრე გავალთ ალბათ ერთ დღიანიც შეიძლება, ოღონდ ვერ დავადგინე საბაჟო რომელ საათზე იხსნება. თუ სულ ღიაა მაშინ 8 საათზე თუ გადავალთ წესით მაქსიმუმ 10-ზე ცახკაძორში ვიქნებით. სავარაუდოდ თებერვალზე რომ ავიღოთ ორიენტაცია, ან თუნდაც მარტზე აჯობებს, რადგან გამიგია, რომ ქარიანი ადგილია და იანვარში ძალიან ცივაო; თან წინასწარ სტაბილურ მზიან ამინდებს დავუმიზნოთ. 

- Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
- Contact:
ცახკაძორი
თითქმის სწორედ მონიშნე. უფრო ზუსტად შენი შემოხაზულის ქვემოთ უახლოესი შავი კვადრატი რომაა ისაა. 

- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
ცახკაძორი
სულ მაინტერესებდა სხვების სათხილამურო კურორტები. ცახკაძორებზე კი არ მიფიქრია, მაგრამ ასე ახლოს ყოფილა და ნამდვილად ღირს წასვლა.
უკვე ვფიქრობ...................
უკვე ვფიქრობ...................
ცახკაძორი
ერთდღიანი არ გამოვა, ძალიან დამღლელი იქნება, რუკის მიხედვიტ ტუ ვიმსჯელებთ გზას 3 საათზე მეტი დასჭირდება.
ცახკაძორი
არ მგონია მაგ კურორტის ტრასები გუდაურისას ჯობდეს, ისე მივდივართ სანახავად მე მგონი, ხშირად ხომ არ ვივლით, ხოდა ერთხელ წავიდეთ და 2 დღით ალბათ აჯობებს, გზაში არ გვეჩქარებოდეს, ზამთრის სევანი ვნახოთ, სურათები გადავიღოთ და მშვიდად ყველაფერი მოვითაოთ ერთი წასვლითMakena wrote:ერთდღიანი არ გამოვა, ძალიან დამღლელი იქნება, რუკის მიხედვიტ ტუ ვიმსჯელებთ გზას 3 საათზე მეტი დასჭირდება.
რა ვიცი, სხვები რას იტყვით? ჯერ ხომ არ მივდივართ მაინც
ცახკაძორი
მაინტერესებს!!! გუდაურს რომ ვერ აჯობებს ცხადია, მაგრამ წავიდეთ, ჩავყლაპოთ "ვოზდუხ არმენიი" (სხვებს თუ კონსერვით უგზავნიან), ცოტას წაგვეტრაბახებიან და მოვითმინოთ
მთავარია ყველა დაინტერესებულს გვეცალოს და ისე დავგეგმოთ.

მთავარია ყველა დაინტერესებულს გვეცალოს და ისე დავგეგმოთ.
სვანეთოლოგი
- Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
- Contact:
ცახკაძორი
ჩემი აზრით რადგან ძირითადად "სამსახურის" ხალხი ვიქნებით, აჯობებს პარასკევს, საღამოს (დაახლოებით 7 საათზე) რომ გავიდეთ ცახისკენ (მოფერებით), 8 საათისთვის საბაჟოსთან ვიქნებით და 10 საათისთვის მაქსიმუმ სასტუმრომდე მივალთ, რომელიც წინასწარ (1 კვირით ადრე) დაბრონილი გვექნება.
შაბათს და კვირას ვისრიალებთ და სრიალის შემდეგ თბილისისკენ ჰერი-ჰერი.
ჯობია ისე გავთვალოთ რომ სასტუმროში ორ ადგილიანი ნომრები შეგვხვდეს (ანუ წყვილი რაოდენობა ვიყოთ), რადგან ერთ ადგილიანი ძვირია. ასევე მანქანებიც უნდა გავთვალოთ 4 ან 5 კაცზე.
ჩემი მანქანა გადმოფორმებული არ მყავს და თუ წასვლამდე თავი მოვაბი ხომ კარგი; თუ არადა ვინმეს უნდა ჩავუჯდე.
მოდით მსურველები ჩავეწერთ მანქანის მითითებით.
1. მე (შესაძლოა მანქანით)
2. ---------
3. ---------
4. ---------
და ა.შ.