სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 19 იან 2010, 18:40

http://www.youtube.com/watch?v=c89Cphg84YA&feature=fvw

გარწმუნებთ, მსხვილ ნაწლავში უარესი ხდება.

აი, კიდე: http://www.youtube.com/watch?v=Z3vty_dI ... re=related
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.


User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 20 იან 2010, 14:36

Nephros
ოჯახში ვცდილობ ყოველთვის ხარისხიანი, ელკანას ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტი მივიტანო და შესაბამისად კერძებსაც ამ პროდუქტისგან ამზადებენ. მაგ: ხორბალი და კარტოფილი ახალციხიდან, ზეთი ცივი გამოხდის, ჩაი გურიიდან, აჯიკა სამეგრელოდან, ყველი ალვანიდან, სულგუნი სვანეთიდან და სამეგრელოდან, სუნელები სვანური, პარკოსნები ახალციხიდან, ბოსტნეული დმანისისდან, თაფლი ახალციხიდან, გურიიდან ჰერეთიდან და ა.შ.

სამსახურშიც ვცდილობთ უცხო პროდუქტი არ გამოვიყენოთ.

რესტორანში კი რაც არის იმას მივირთმევ, სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ბრაზილიური ღორის გარჩევა ნამდვილად შეიძლება ქართულისგან.

სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებამდე როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება?
პოლიტიკის შემუშავება საჭიროა და მნიჭვნელოვანი, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, მომხმარებელმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.
ელკანა დღეს ერთია, თუმცა ასე ერთი იყო გერმანიაში ბიოლანდი, რომელმაც გაკვალა გზა, დღეს კი უკვე მასთან ერთად ნატურლანდი, ეკოლანდი, ალნატურა, ლავერე და სხვა უამრავი ორგანიზაცია მუშაობს, გერმანიის ბაზრის 12 % ბიოპროდუქტს უჭირავს, შვეიცარიის სასოფლოსამეურნეო სავარგულების 50% ბიოა, ავსტრია 90% ბიოსახელმწიფოდ გადაიქცა. ყოველივე ეს 10 წლის წინ მხოლოდ ოცნებად ითვლებოდა... დღეს კი ბიობაზარი ყველაზე მზარდია, ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი ბიოპროდუქციის ბაზარი დინამიურად ნვითარდება! ბოლო მონაცემებით ბაზრის ყველაზე რთულ სექტორში როგორიც ღვინოა სადაც საშინლად შემცირებულია გაყიდვები ჩვეულებრივ ღვინოებზე, ბიოღვინოების ბაზარზე მოთხოვნა იზრდება !
მომხმარებელმა ტვინი უნდა გაანძრიოს, დაფიქრდეს და სწორი არჩევანი გააკეთოს - მაღაზიაში 3 ლარიან ზეთს რომ ყიდულობს ხალხი ნეტა თუ ფიქრობენ იმას რომ 1 კგ მზესუმზირა რა ღირს? რომ 3 ლარიან ზეთში ყველაფერია მზესუმზირის ზეთის გარდა!!! რომ მერე წამლებში მეტი ფულის გადახდა მოუწევთ!!!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 20 იან 2010, 18:53

Makena
ვააა მაკენას გაუმარჯოს, როგორ ხართ? როგორი ამინდებია ერევანში? თემიდან გადახვევა რომ არ გამომივიდეს ერთი კაი სომხური კონიაკი წამოაყოლე ერევნიდან როცა ჩამოხვალთ...

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by navigator » 20 იან 2010, 19:51

Makena wrote:navigator
გენური პროდუქციის მავნე ზემოქმედების მეცნიერულად დამტკიცებას 20 წელი მაინც სჭირდება.... მე არამგონია ვინმეს ჰქონდეს სურვილი საკუთარი შვილები გენმოდიფიცირებული პროდუქციით გამოზარდოს და მერე დარწმუნდეს ამ პროდუქციის მავნე გავლენებზე!
აქ რამდენიმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ერთი რომ მცენარეში ცხოველური გენი შეყავთ რაც თავისთავად არანორმალურია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მუტაციასთან გვქონდეს საქმე, მეორე ის რომ ამ პროცესში ანტიბიოტიკებს იყენებენ (თუ რატომ ამაზე მოგვიანებით შემიძლია დავწერო ვრცლად) რაც ანტიბიოტიკების მიმართ ადამიანის შეჩვევას განაპირობებს და ავად გახდომის შემთხვევაში ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს ორგანიზმზე, მესამე ირღვევა მომხმარებლის უფლება ანუ გვატყუებენ, მეოთხე რისთვისაც შექმნეს ზუსტად იმ საქმეში ვერ გაამართლა ანუ ეგონათ რომ მცენარეებს მავნებლებისგან დაიცავდნენ რაც სისულელე აღმოჩნდა რადგან პირველ წელს დაიცვა მაგრამ მომავალ წელს სხვა მავნებელი გამოჩნდა რომელმაც გემრიელად შეახრამუნა.
საქმე უფრო შორს წავიდა, მეფუტკრეობაში დიდი პრობლემებია, რაც ზოგ შემთხვევეში ფუტკრის მასიურ დახოცვამდე მივიდა...
და ყველაზე მთავარი, დაიკარგება კულტურული მემკვიდრეობა ანუ განადგურდება აგრობიომრავალფეროვნება და მთელს მსოფლიოში იქნება გავრცელებული რამდენიმე გენმოდიფიცირებული სოიო, სიმინდი,ბრინჯი, კარტოფილი..... და ისმის შეკითხვა რატომ? იმიტომ რომ მონსანტომ, ბასფმა, ნესტლემ, მაკდონალდსმა, კოკაკოლამ და კიდევ სხვებმა ჯიბე გაისქელონ.

გეთანხმები სრულიად ამაში, მე ამაზე არ ვკამათობ :)
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by navigator » 20 იან 2010, 19:56

ქოლესტერნინის ნაკლებობაც ისეთივე სახიფათო დაავადებაა როგორც მისი სიჭარბე, ხშირად ქოლესტერნის ნაკლებობა არის ქოლესტერინის გამანეიტრალებელი მედიკამენტების გადაჭარბებით მიღებისა, ერთ-ერთი გვერდითი მოვლენაა იმპოტენცია.
აცხა ღორებო Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Archil » 20 იან 2010, 20:22

სმა-ჭამაზე რა მოთხოვნააა :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

გვეტყობა ვისი გორისანიც ვართ :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 20 იან 2010, 21:10

navigator
როგორც არ უნდა ეცადო, ქოლესტერინს მაინც ვერ აცდები (ამქვეყნიური თუ ხარ) :D
ქოლესტერინის ნაკლებობა საიდან გამოჩხრიკეთ, კაცო :D


დღეს "ელკანა"-ს ორი მუჭა მუხუდო მოვხარშე, ცოტაოდენი მწვანილით
შევკმაზე, ზედ ხახვი და ნიორი დავაყოლე. არავითარი ზეთი და მარილი.
ამაზე გემრიელი ვახშამი დიდი ხანია არ მქონია.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ნიმფა » 20 იან 2010, 22:14

ცხიმში ხსნადი ვიტამინებია

ვიტამინებს : A, D, E, K ცხიმში გახსნის გარეშე ორგანიზმი ვერ შეიწოვს.

ასე, რომ ცხიმი საკვებს დაამატე, ურიგო კი არა :)
Last edited by ნიმფა on 20 იან 2010, 22:41, edited 1 time in total.

User avatar
jaa
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 06 იან 2010, 13:06
Location: ყველგან, სადაც საქართველოა
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by jaa » 20 იან 2010, 22:16

KSOVRELI
დღეს "ელკანა"-ს ორი მუჭა მუხუდო მოვხარშე, ცოტაოდენი მწვანილით
შევკმაზე, ზედ ხახვი და ნიორი დავაყოლე. არავითარი ზეთი და მარილი.
ამაზე გემრიელი ვახშამი დიდი ხანია არ მქონია.
შენა და იმისთვის ხო არ ემზადები ლომი, ჟირაფი და ადამიანი ერთად რომ მოძოვენ ბალახს? :D

ნუ ვხუმრობ რათქმაუნდა, მე პირველი მომხრე ვარ ჯანსაღი კვების

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 21 იან 2010, 00:14

ნიმფა

ნიმფა, ძვირფასო, მართალი ხარ.
ცხიმი შეიძლება ხორციდანაც მიიღო და, ვთქვათ, მზესუმზირიდან, ნიგვზეულიდან და ა.შ.
სულაც არ არის აუცილებელი რაფინირებული ზეთის დამატება, უბრალოდ, ცოტა
ყურადღეებაა საჭირო და უფრო მეტი ფული :D
კვება დაბალანსებული უნდა იყოს.
მაგრამ ისე არა, შხამს რომ შხამით გაანეიტრალებ და მე იტყვი: აი ბალანსიო!
მე სპეციალისტი არ ვარ, უფრო მეტიც, რაციონალური კვების ინჩი-ბინჩი არ გამეგება,
მაგრამ მონდომებული ვარ :D
ექსპერიმენტების არ მეშინია. არ ვიცი, სად მიმიყვანს ჩემი "ძიებანი",
მაგრამ ვიცი, რომ ისე აღარ მინდა ვშხამავდე ორგანიზმს, როგორც ეს 25 წლის მანძილზე ხდებოდა.
აი, უკვე ორი დღეა პირში მარილის გემო მაქვს, არადა, ღმერთი-რჯული-ხატი, ბოლოს როდის მივიღე მარილი, აღარ მახსოვს :D
არაუშავს, ვიფიქრებ, გავაანალიზებ, რაღაც პროდუქტებს გამოვრიცხავ, რაღაცას დავამატებ...
ეს ცხოვრებაც ხომ მოძრაობაა? თუ წინ არ მიდიხარ, ე.ი. უკან მიდიხარ....
და თუ არ მოძრაობ... თუ არ მოძრაობ... თფუ, როგორ ეწერა იმ წიგნში? :D
მიმიხვდი, ალბათ :D
Last edited by KSOVRELI on 21 იან 2010, 00:22, edited 1 time in total.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by KSOVRELI » 21 იან 2010, 00:17

jaa

რა? იმ დღეს რომ გიყურებდი სალობიეში, სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა :D

ეგეთი მომხრეები ჩვენ არ გვჭირდება!
ვინც ჩვენი მომხრე არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგ არის! :D
გაუმარჯოს ჯანსაღ კვებას! წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by bambina » 21 იან 2010, 00:27

ვის შეუძლია მითხრას (ოღონდ კვალფიციური რჩევა მესაჭიროება), მხედველობისთვის და გულისთვის რომელი პროდუქტებია სასარგებლო. მე ერთადერთი გამიგია (და ისიც არ ვიცი რამდენად სწორია), რომ მოცვი კარგია მხედვლობისთვის, ხოლო ბანანი გულისთვის.

მომწერეთ, იქნებ როგორმე ინფარქტს და სიბრმავეს გადავურჩე :შ
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Archil » 21 იან 2010, 00:34

bambina

თევზია კარგი თვალისთვის

ფაიზაღი ვიცი მაგი, 3 წლიდან აჩკარიკა ვარ :P

ანუ დ ვიტამინი უნდა თვალს

დ ვიტამინს მზეც იძლევა... მაგიტომაც მიყვარს მზე

ხიზილალაც მაგ ამბავში გადის. თევზი ყველანაირი (გაფუჭებული და ეგეთები არა).

გულზე ლიმონიაო კარგი, მარა შეიძლება უკუჩვენებაც ქონდეს. ქაცვიც კაია, მარა მაგის ჭამა უნდა იცოდე.

ჰოდა კაი ადამიანის ნახვაა კარგი გულისთვისაც და თვალისთვისაც :)

ასე რომ ხშირად შემოდი კარავზე და..

ხომ ხედავ მე რა ჯანზე ვარ მაგიტომ ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by bambina » 21 იან 2010, 00:35

KSOVRELI wrote:jaa


ვინც ჩვენი მომხრე არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგ არის! :D
რა რადიკალიზმია, ღმერთმანი :o თუ მაქსიმალიზმი, ადინ ჩორტ. მე ოქროს შუალედი და შვეიცარიის პოლიტიკა მირჩევნია.
Stay Hungry, Stay Foolish

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]