მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by ლეონტი » 18 იან 2010, 23:01

ეს იდეა დიდი ხანია გამაჩნია, მაგრამ რომ ავწონ-დავწონე რაღაც თავი და ბოლო ვერ ვუპოვნე.
ეხლავე განგიმარტავთ.
თუ ვინმეს მიუღია მონაწილეობა ზაფხულის მომლოცველობით მოგზაურობაში, ალბათ დამეთანხმება რომ ეს ჩვეულებრივი ლაშქრობისგან განსხვავებული და ამაღლებული გამოცდილებაა.
ჩვენ ხშირად დავდივართ წმინდა ადგილებსში და სალოცავებში, და ლოცვასაც ვამბობთ და სანთელსაც ვანთებთ, მაგრამ ამას მიზანმიმართული სახე არა აქვს.
რაღა დაგიმალოთ და მე მინდოდა ჩვენი ლაშქრობების მონაწილე ყოფილიყო ვინმე მოგზაურობის მოყვარული მღვდელი.მაგრამ მოგეხსენებათ მამაოების დაკავებულობა და ამის გარდა ყველა თავის მრევლთან დადის და არაფრისთვის არა სცალიათ.
ამიტომ ეს იდეა განუხორციელებლად მესახებოდა, სანამ ახლახანს არ შევხვდი ჩემ ძველ მეგობარს და თანამოლაშქრეს,მამა მამუკას რომელთან ერთად მრავალი ადგილი მაქვს შემოვლილი ჯერ კიდევ მისი ერისკაცობის პერიოდში.
თავად მამამამუკამ შემდგომ იმდენი იმოგზაურა და მოიარა რომ მე მხოლოდ თუ მიოცნებია ამდენი სიარული.

ჰოდა რომ მოუყევი კარავის ამბები , შევატყვე რომ დაინტერესდა და მცირე საუბრის შემდეგ თვითონ შემომთავაზა ის რაც მე ამდენი ხანი მინდოდა.
წავიდეთ კარაველებთან ერთად და მოვილოცოთ სამცხე ჯავახეთის წმინდა ადგილები, მონასტრები, ეპარქიები და სხვა.
თუ კარაველებისგან დაინტერესება იქნება , უახლოეს ხანებში მოვილოცოთო მითხრა.
მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორი იდეაა და გაინტერესებთ თუ არა.
თუ დაინტერესება იქნება თემას გავხსნი სამომავლო გეგმებში.

Tengo
მაწანწალა
Posts: 383
Joined: 17 სექ 2009, 02:10
Location: ტიფლისი
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by Tengo » 18 იან 2010, 23:34

მე მაინტერესებს და თან ძალიან, ანუ მოვდივარ თუ სამსახურის ამბავში არ გავიჭედე
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ

User avatar
agape
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 03 იან 2010, 21:52
Location: Austria-Georgia
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by agape » 18 იან 2010, 23:48

ლეონტი

მშვენიერი აზრია და იმედი მაქვს ბევრი კარაველი დაინტერესდება:)

მახსოვს დავით გარეჯში ერთი მომენტი, როცა სიარულით დაღლილები ეკლესიის ეზოში ჩამოვჯექით დასასვენებლად. ცხელი შუადღე იყო... რაღაც თემებზე ვსაუბრობდით როცა ერთი მამაო შემოგვიერთდა, ჩვენი საუბრები გაიზიარა, თავისი ერისკაცობის პერიოდი გაიხსენა, დაბალ ხმაზე გვიყვებოდა ამბებს, თანდათან ყველა გავჩუმდით და მხოლიდ მამაო საუბრობდა... ცას გაჰყურებდა, რაღაც არანორმალური სიჩუმე ჩამოვარდა, ბუნებასაც თითქოს მიეძინა და დრო გაიყინა... მხოლოდ მისი დაბალი ხმა გვესმოდა...ყოველგვარ ცოდვაზე და სიკეთეზე გვიყვებოდა, მკაცრად კი არ მოგვიწოდებდა მორჩილი ცხოვრებისაკენ, უფრო საკუთარი თავის და გზის პოვნაზე....
ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება....ყველას გირჩევთ მოსალოცად წასვლას...
degustibus non est disputandum!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by Tamari-ch. » 19 იან 2010, 00:18

ლეონტი
გაზაფხულზე მინდა ასურელი მამების საფლავებზე მამაოს წაყვანა-
+ წმ ნინოს საფლავი, და ასევე სხვა წმინდანთა საფლავებთან მისვლა.
ყოველ წელს თუ გაკეთდა ასე - მთლად კარგი.
მამა მერაბის ან მამა ლუკასთვის მინდოდა მეთქვა-
თუ თქვენი მამაო იქნება თანახმა -
მოხარული ვიქნებით
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by ARCHILI » 19 იან 2010, 13:15

ლეონტი


ასეთი იდეა მე და მეკოსაც გვქონდა ადრე...

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1413&start=0

გისყრვებთ წარმატებებს, თუ შევძლებთ, მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით ხოლმე ჩემს მეუღლესთან ერთად...

:)

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by Nephros » 19 იან 2010, 19:32

ლეონტი
ასეთი ლაშქრობები, როგორც წესი, დიდხანს გრძელდება. სავარაუდოდ გიფიქრიათ, რამდენ დღეს შეიძლება მოიცავდეს მსგავსი ლაშქრობა? კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ?
თქვენს მამა მამუკას შემთხვევით მიუნხენთან ხომ არ აკავშირებს რამე?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by ლეონტი » 20 იან 2010, 09:42

Nephros
არა ჩვენ თუ წავალთ 2 დრიანში და ზუსტად გათვლილი გეგმა გვექნება, სად მივალთ და რამდენ ხანს გავჩერდებით, რომ მეტი მოვასწროთ.
კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელსაც სავარაუდოდ მალე დავდებ, სამომავლო გეგმებში.
დიახ სწორედ ის მამა მამუკაა, რომელიც მიუნხენში იყო.

ARCHILI
ეხლა გადავხედე შენს თემას და გამახსენდა, მივიწყებული მქონდა.
მოყვა თუ არა ამ იდეას რამე ანუ განხორციელდა თუ არა მომლოცველობითი გასვლა ეგ არ ვიცი, არ შემიმჩნევია.

User avatar
jaa
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 06 იან 2010, 13:06
Location: ყველგან, სადაც საქართველოა
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by jaa » 20 იან 2010, 20:39

ლეონტი

მეც გიერთდებით, სიამოვნებით მოვილოცავდი ამ წმინდა ადგილებს

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by qvevri » 20 იან 2010, 20:49

ავტოსტოპი აუცილებელია?
ველო ან მოტოსტოპი არ წავა?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მომლოცველობითი ლაშქრობა (ავტოტური)

Post by ARCHILI » 20 იან 2010, 22:55

ლეონტი wrote:
ARCHILI
ეხლა გადავხედე შენს თემას და გამახსენდა, მივიწყებული მქონდა.
მოყვა თუ არა ამ იდეას რამე ანუ განხორციელდა თუ არა მომლოცველობითი გასვლა ეგ არ ვიცი, არ შემიმჩნევია.
კი, ვლაკერნობას სწორედ მომლოცველობითი ტური გვქონდა მეგრულ ტურ 3-ში (აი, ყაჩაღები რომ დაგვეხსნენ თავს, მაშინ)... რეპორტაჟი დავიწყე და ვერ გავაგრძელე ჯერჯერობით...

:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]