კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 18 იან 2010, 01:14
Makena wrote:Nephros
იმედი მაქვს როდესმე საქართველოშიც გამოჩნდება.
საქართველოში შემოტანილი არ გამისინჯავს, თუ იცი სად იყიდება მომწერე, მეც მაინტერესებს.
ზემოთ მეც სწორედ ამას ვკითხულობდი. თუმცა საქართველოში იმის გამო შეიძლება შემოიტანონ მხოლოდ, რომ გემრიელია და არა იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა Bio-პროდუქტი მიირთვას.
ევროპაში იყიდება ასეთი ძალზედ მაღალი ხარისხის ბიოშოკოლადები, მე პირადად ბევრი გამიშინჯია და მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად გემრიელია!
აი ეს კი ჩემს ძვირფას მეგობარ qvevr-ს უთხარით. როგორც ვატყობ, ძნელია მისი გადარწმუნება.
qvevri
სოიოთი დამზადებული შოკოლადი არ გამორიცხავს, რომ ის Bio-ა, უბრალოდ, ის აღარაა 100%-იანი შოკოლადი. მაგრამ არა მგონია Bio-შოკოლადების მწარმოებლებმა Bio-შოკოლადი სოიოთი "გააფუჭონ".
საშობაოდ მივირთვი. სანამ ოჯახის წევრებს დავაგემოვნებინებდი, ვიფიქრე, გავსინჯავ-თქო, ჰოდა ამ გასინჯვაში შემომეჭამა.
სამაგიეროდ შემიძლია შემოგთავაზოთ ბიო-ჭანჭურის ჩურჩხელა. 
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 18 იან 2010, 01:22
KSOVRELI
3 კვერცხის გული + 100გრ. კონიაკი + 3 ს/კ ზეითუნის ზეთი + 1ც. ლიმონის წვენი
არ შეგეშინდეთ, შამპუნის მსგავს მასას მიიღებთ, თმებსაც შველის, თავის კანსაც.
კვერცხის სუნი კი არ დაგრჩებათ, თუ წყალს კარგად გადაივლებთ

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 18 იან 2010, 02:54
Nephros
დედამიწაზე წარმოებული სოიოს 95% გენმოდიფიცირებულია, ასერომ ბიოშოკოლადის მწარმოებლები სოიოს ზეთს უბრალოდ ვერ გამოიყენებენ რადგან მათი პროდუქცია ამ შემთხვევაში ბიო ვეღარ იქნება, მეორე საკითხია ხარისხი, როგორც წესი კარგი ხარისხის შოკოლადში კაკაოს ზეთის გარდა სხვა ზეთს არავინ იყენებს.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 18 იან 2010, 08:31
ნიმფა
შამპუნმა დამღუპა
Makena
გმადლობ. კიდევ უფრო მადლიერი ვიქნები, თუ კონკრეტულ ინფორმაციას გამიზიარებ.
Nephros
გმადლობ. ინტერნეტში მეც მოვიძიე მსგავსი რეცეპტები.
ახლა კიდე კონიაკის და ზეთის ხარისხზე ვიდარდო

არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 18 იან 2010, 10:29
2009 წლის მაისში, გარემო მედიცინის ამერიკულმა აკადემიამ (American Academy of Environmental Medicine) მოუწოდა ექიმებს, რათა ასწავლონ თავის პაციენტებს და სამედიცინო გაერთიანებებს,და ფართო პუბლიკას, რომ თავი აარიდონ GM (გენეტიკურად მოდიფიცირებულ) საკვებს, როცა ეს შესაძლებელია, და გაავრცელონ საგანმანათლებლო მასალები GM პროდუქტების მავნებლობის და ჯანმრთელობის რისკ ფაქტორების შესხებ.
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 18 იან 2010, 11:36
Makena wrote:Nephros
დედამიწაზე წარმოებული სოიოს 95% გენმოდიფიცირებულია, ასერომ ბიოშოკოლადის მწარმოებლები სოიოს ზეთს უბრალოდ ვერ გამოიყენებენ რადგან მათი პროდუქცია ამ შემთხვევაში ბიო ვეღარ იქნება, მეორე საკითხია ხარისხი, როგორც წესი კარგი ხარისხის შოკოლადში კაკაოს ზეთის გარდა სხვა ზეთს არავინ იყენებს.
რამდენია საერთო წარმოებაში BIO-სოიოს პროცენტული წილი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ცივ ძროხის რძეს რომ თუნდაც BIO-სოიოს რძე ვერ შემიცვლის, ნამდვილად ვიცი. თუმცა ცოტა ხნის წინ გავეცანი სოიოს რძის სასარგებლო მხარეს ჩვენი ეკოსისტემისათვის. აი, დასკვნა ასეთია:
Laut der Studie von David Pimentel (Cornell Universität in Ithaca/USA) liefert Bio-Soja eine der energieeffizientesten Ernten. Laut ihm werden ca. 10 Kilokalorien fossiler Energieträger benötigt, um eine Kalorie Biomilch Protein herzustellen, aber dagegen nur 0, 72 Kalorien, um die gleiche Menge Biosoja-Protein zu produzieren. „
Nach meinen Berechnungen ist Biomilch bezüglich des Energieverbrauchs schlechter für unseren Planeten als Bio-Sojamilch“, - sagt er.
აი, გაეცანით ამ გვერდს:
Die Milch macht’s – aber welche?
http://www.utopia.de - ინტერნეტ-გვერდი სტრატეგიული მოხმარებისათვის
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 18 იან 2010, 14:01
Nephros
ძროხის რძეს ვერცერთი მცენარეული ფსევდო რძე ვერ შეგიცვლის. მე პირადად სოიოს არც რძეს და არც მისგან ნაწარმოებ პროდუქციას არ ვიყენებ. რაც შეეხება ძროხის რძეს, ძროხის რძე რომელიც ბიო ნიშნით არის მარკირებული ნამდვილად რძეა, დანარჩენი რაც საქართველოში იყიდება მაღაზიებში კაცმა არ იცის რა არის, ქართული,ქარხნული რძის დალევას ჯობია ჩვეულებრივი წყალი დალიოს კაცმა.
გერმანული არ ვიცი ამიტომ იქნებ ქართულად დაწერო რას წერენ?
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 18 იან 2010, 14:12
მოგეხსენებათ გერმანიაში ვიმყოფები ამჯამად, სადაც გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, წარმოდგენილი გვაქვს ელკანას ბიოპროდუქცია, ღვინოები, ჩაი, სუნელები, აჯიკა, თხილი.... ძალიან დიდი ინტერესია, ბევრი ყიდულობს.
აქ გუშინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მითხრეს, ერთ ერთმა ფერმერმა თავისი ძროხების კვება 100% გენმოდიფიცირებული სიმინდისა და სოიოს საკვებით დაიწყო ექსპერიმენტის სახით, შედეგი - 6 თვეში ყველა ძროხას კანის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა, ზოგიერთ მათგანს კი ტყავის საფარის გაქრობა დაეწყო !!!!
საინტერესოა ამ ძროხების რძის დალევის სურვილი თუ გაუჩნდება იმ ხალხს ვისაც მიაჩნია რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია არ არის მავნე?

-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 18 იან 2010, 16:17
Makena
David Pimentel-ის (Cornell Universität in Ithaca/USA) კვლევის მიხედვით Bio-სოიოს მოსავლის მისაღებად უფრო ნაკლები ენერგია იხარჯება. მისი კვლევის თანახმად ერთი კალორია Bio-რძის პროტეინის მისაღებად დაახლ. 10 კილოკალორია სასარგებლო წიაღისეულია საჭირო. ამის საპირისპიროდ, ამავე მოცულობის Bio-სოიოს პროტეინის მისაღებად მხოლოდ 0,72 კალორია. ”ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ენერგიის ხარჯვის თვალსაზრისით Bio-რძეს ჩვენი პლანეტისათვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე Bio-სოიოს რძეს“, ამბობს იგი.
თუმცა ზემოთ იმავე სტატიაში წერია, რომ მაგალითად სოიოს მოსაყვანი ფართობები იზრდება მდ. ამაზონზე არსებული ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ხარჯზე, რაც საბოლოოდ ჩვენი პლანეტის კლიმატის შეცვლაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
თქვენი არ ვიცი და ყოველივე ამის შემხედვარეს, არათუ ჭამა-სმის სურვილი, საერთოდ რაიმეს მოხმარების სურვილი მიქრება.
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 18 იან 2010, 23:17
თქვენი არ ვიცი და ყოველივე ამის შემხედვარეს, არათუ ჭამა-სმის სურვილი, საერთოდ რაიმეს მოხმარების სურვილი მიქრება.
მე სუპერმარკეტში როცა შევდივარ და გრძელ მწკრივს თვალს გავაყოლებ, ვიცი რომ ჩემი საკბილო არაფერი არაა, მხოლოდ ეტიკეტთა სიჭრელე.
მაგრამ ტრაგედიად მეჩვენება ის რომ მოსახლეობის 90% ზე მეტისთვის ნამდვილი სიამოვნებაა ამ დახლებთან გავლა და პროდუქტების აკრეფა, მადას მათ შემადგენლობაზე ფიქრით არავინ იფუჭებს.
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 18 იან 2010, 23:39
ტორტს რატომ არ ჭამ, გემრიელია!
რა გემრიელი, კაცო!
ამაზე უფრო ნადურდნ რამეს კაცი შეჭამს?!
ხაში? რას ამბობ, კაცური საჭმელია!
50 წლის ასაკში რომ ინფაქტი დაგემართება, მერე ვილაპარაკოთ კაცობაზე!
ან რა გემრიელი ეგ არის?! თითქოს ქოლესტერინი არ იყოს საკმარისი, ამას
კიდე მარილს უმატებენ და კიდე გემრიელია! ინფაქტის შიში კი არ უნდა გქონდეს,
იმაზეც უნდა იფიქრო, რომ სხვისი გადასაყენები გახდები....
რას იზამ, გემოვნების ამბავი ყოფილა, თურმე!
კარგად ივახშმებენ. რამოდენიმე შეუთავსებელი პროდუქტით ერთად ამოიყორავენ
მუცელს. ამასაც არ აკმარებენ: ზედ ხილსაც დააყოლებენ, ყავას, შოკოლადს.
მერე კიდე ჩივიან, რომ 9 სდაათიან სამუშაო დღეს ვერ უძლებენ და სახლში
მისულებს არაფრის თავი აღარ აქვთ. ჩივიან, პირიდან სიმყრალე რატომ ამომდისო
(იმას ვერ ხვდებიან, რომ გადატანითი მნიშვნელობითაც ამოსდით სიმყრალე).
"გუშინ" "იჟოგა" ქონდათ და ეს მამაკაცობის დამადასტურებელია, თურმე.
მასეც მოუხდებათ.
რომ უთხრა, დაგცინებენ, აზიზად მოგნათლავენ. გეტყვიან: მე ხაში მსიამოვნებს
და ვჭამ! შენ კი კომბოსტო ჭამე!
Last edited by
KSOVRELI on 18 იან 2010, 23:49, edited 1 time in total.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
bambina
- მაწანწალა
- Posts: 859
- Joined: 07 ივნ 2009, 11:27
Post
by bambina » 18 იან 2010, 23:43
KSOVRELI
მოიცა, მარილს საერთოდ არ იყენებ საჭმელში?
ალბათ არც შაქარს?

Stay Hungry, Stay Foolish
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 18 იან 2010, 23:51
bambina
ჰო, გვიან გავიგე, რომ მატყუებენ

არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
bambina
- მაწანწალა
- Posts: 859
- Joined: 07 ივნ 2009, 11:27
Post
by bambina » 18 იან 2010, 23:57
KSOVRELI
რას გატყუებდნენ?
Stay Hungry, Stay Foolish
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 19 იან 2010, 00:22
bambina
შენ შემოგზავნილი ხომ არა ხარ?
სახლში ყოველთვის მარილიან საჭმელს აკეთებდნენ.
სადილის, ვახშმის და ა.შ. ხილის მიღების ნებას მრთავდნენ.
ქათმის კანის მიღების ნებას მრთავდნენ.
არანაირი შეზღუდვა! ის კი არა, მთავარი იყო ბევრი მეჭამა!
არა, მე უსამართლო ვარ: თვითონ არ იცოდნენ და მე რას მომატყუებდნენ?!
ჯერ რით ვიკვებებით და ამას თუ არასწორ კვებასაც დავუმატებთ, უუუუუ........
ისე, საინტერესოა, რა უფრო საზიანოა: გენმოდიფიცირებული სოიო, თუ არასწორი კვება?
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.