სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 13 იან 2010, 21:21

Nephros wrote:ლეონტი
დიოკლიტიანესავით კომბოსტოების მოყვანა დავიწყოთ?
ბოდიშით ხუმრობისათვის :)
არა ტაშ-ფანდურებზე და კონცერტებზე ვიაროთ(კულტურამ წაგვლეკა), ანდა იაპონელებს ვაჯობოთ ტექნოლოგიების წარმოებაში.
მეც ბოდიშით ხუმრობისათვის :)

qvevri
ისაა ისა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 13 იან 2010, 21:41

ხვალ ბასილი დიდის ხსენებაა და ტრადიციულად ამ დღისათვის საქართველოში, დიასახლისები აცხობდნენ ეგრეთწოდებულ "ბასილას". ამ ტრადიციას არც ჩემი მეუღლის ოჯახმა უღალატა და დღეს (ხვალისათვის) გამოაცხო "ბასილები"...
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by lama » 13 იან 2010, 21:42

qvevri
და მერე ჭამენ ხომ???

ეეეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 13 იან 2010, 21:44

შენ როგორ გგნია არ შეჭამენ? აბა ხომ არ გადაყრიან :wink:

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by teo- » 13 იან 2010, 22:03

რითი ვიკვებებითო და გამახსენდა :D უმეტესობას ალბათ ნანახი ექნება მარა მაინც :)
http://ariom.ru/forum/t24075.html
http://ariom.ru/forum/p681128.html&sid= ... b249238d2e
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 13 იან 2010, 22:34

qvevri wrote:გამოაცხო "ბასილები"...
Image
:) მაგარია.
შენ მაგ ბასილას ალბათ პირდაპირ ყლაპავ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 13 იან 2010, 22:35

ჩემთვის ძალზე საინტერესოა ის ძველი რეცეპტები, რომლითაც მზადდებოდა ძველი ქართული კერძები და იქნება მაკენამ დააწყოს რამოდენიმე მათთაგანი ბერლინიდან რომ ჩამოვა??? ა? ამის გარდა დიდათ მაინტერესებს ძველი ტრადიციული გუდაყველის, სულგუნის, რაჭული ლორის, თუშური კალტის(უგემრიელესია) და სხვათა დამზადების ტექნოლოგია. აქ ჩვენ განვიხილავთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ რატომ და რისთვის შემოდის საქართველოში გენინჟინერიით დამზადებული სისაძაგლე, მაგრამ არაფერს ვამბობთ იმაზე თუ, როგორ ხდებოდა ძველი, ტრადიციული საჭმელების დამზადება. ასევე საინტერესოა ის, თუ რაში ხდებოდა მათი მოხარშვა, შეწვა, გამოცხობა ანუ ტრადიციული ქვაბ-ტაფები თუ ქურები(მესხურებია განსაკუთერბით საინტერესო). ისე კი ტაფა ცოტა არ იყოს ახალგაზრად ჭურჭელია და ძველად საერთოდ არც არსებობდა იგი საქართველოში...
მოდით ამაზე ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ, თორემ საქართველოში სამწუხაროდ ყოველთვის მოიძებნებიან დედაარღნიანი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მსგავსი სიბინძურით მოამარაგებენ ,( ამის საფასურად მოპოვებული ფული კი მათ ძალიან ესაჭიროებათ იმისათვის, რომ თავიანთ გავასქელ ცოლებსა და საყვარლებს, ასევე შვილებს, ჯიპები, ქონიანი საჭმელი, აგარაკები და სხვა ფუფუნება არ მოაკლონ), როგორიც, მაგალითად გენური ინჟინერიით მოწეული სოიოს ფარშით დამზადებული ლორია, რომელსაც უკვე თბილისლთა 99% ვეღარც კი გრძნობს, რომ ეს ხორცი კი არა კრისტალიზაციით მიღებული სოიოს ფარშია.... მოდით ვისაუბროთ წყლის წისქვილზე და თუნდაც ხელსაფქვავზე, ვისაუბროთ "მაჯიგაროზე", რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან ყუათიანი საჭმელია წარმოადგენს ასევე მამაკაცებში პოტენციური დაქვეითების ბრწყინვალე პროფილაქტიკურ საშუალებას(რეცეპტი მე მაქვს :wink: ძველ წყაროებში ღვინის ტექნოლოგიის ძებნნის დროს ვიპოვე :wink: ), ვისაუბროთ ბოღლიწოზე, ვისაუბროთ ცულისპიერულზე, ვისაუბროთ ლორზე, ვისაუბროთ კუპატზე, დოშზე, აპოხტზე, ჩურჩხელაზე, ტყლაპზე, ქართულ ღვინოზე და მის დაყენებაზე, მაგრამ მოდი მოვეშვათ ვიღაც დედა ტ-ში აფეთქებული პარლამენტარებისა და ბიზნესმენების მიერ შამოტანილ შხამებზე და ათას ქიმიურ საწამლავ საკვებზე ყვირილსა და საუბარს, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას შხამევენ და წირავენ სამუდამოთ. ასეთები არ დაილევიან და მარტო ძახილი არაფერს მოგვიტანს. მოდით ჩვენეულზე ვილაპარაკოთ და მოვიძიოთ ის მასალები, რომელი მასალებიც შესაძლოა ვინმეს რამეში გამოადგეს და მოვეშვათ "ვაი-ვიშს" და "არიქა ვიღუპებით" ძახისლს. ჩვენივე უნიათობით რომ ვიღუპებით ეს ჩემთვის უკვე დიდი ხანია ცხადია, და რა ვქნათ? ვიყვიროთ და ქუჩის მაყვირლებათ და ტელე ვარსკვლავებათ გადავიქცეთ, რომლებსაც საქმე გამოლევიათ? თუ? საქმე ვაკეთოთ?
Last edited by qvevri on 14 იან 2010, 09:50, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 13 იან 2010, 22:47

აქვე მივმართავ მათ, ვინც დაკავებულია იმით, რომ საქართველოში შემოიტანოს ეგრეთწოდებული საკვები, რომელიც წარმოადგენს ადამიანის მოსპობისა და განადგურების საშუალებას, რაზედაც ზემოთ მქონდა საუბარი: თქვენი ღორი დედები "გამოიყენოს" უკანასკნელმა ბრადიაგა რუსმა ვანიამ.... და დაე ეს უკანასკნელი ყოფილიყოს თქვენი დედების, ცოლებისა და შვილების(ქალიშვილების) მუდმივი მომხმარებელი!
ამ წერილს არ წავშლი, თუნდაც სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს!
Last edited by qvevri on 14 იან 2010, 09:54, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 13 იან 2010, 22:55

qvevri
მაიცა ეხლა ეს ფორუმი მაღალი ტრიბუნა არაა და ვერავინ გაიგებს,
ხოლო რუს ბრადიაგა ლოთ ვანიას კაი ხანია აღარ უ-ბა ( შენი "მაჯიგაროც" ვეღარ უშველის) და ეგ გინებაც აბსურდია.
იმ ხალხს კიდე პირში რო აგინო ხმას არ გაგცემენ, მთავარია შემოსავლის სტაბილურობა.ბუზინეს.
Last edited by ლეონტი on 14 იან 2010, 09:31, edited 3 times in total.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 14 იან 2010, 02:01

ლეონტი wrote: არა ტაშ-ფანდურებზე და კონცერტებზე ვიაროთ(კულტურამ წაგვლეკა), ანდა იაპონელებს ვაჯობოთ ტექნოლოგიების წარმოებაში.
მეც ბოდიშით ხუმრობისათვის :)
:roll: ასეთმა კულტურამ ჩვენი მტერი წალეკოს, იმის ილუზია კი ნამდვილად არა მაქვს, რომ იაპონელებს გავეჯიბრებით და მაგალითად სულ მცირე რვა ფუნქციით აღჭურვილ უნიტაზებს დავამზადებთ თუნდაც შორეულ მომავალში. ვიცი, მიწათმოქმედ ქვეყანად დავრჩებით სამუდამოდ!

მგონი ვერ მიმიხვდით: მომწონს თქვენი გადაწყვეტილება, აკი გითხარით.
დიოკლიტიანე კომბოსტოებზე გამახსენდა.
წმ. გიორგი შესწეოდეს მიწათმოქმედებს!
თქვენც, რა თქმა უნდა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 14 იან 2010, 09:08

Nephros
გმადლობთ დალოცვისთვის, ყველაფერს კარგად მიგიხვდით , უბრალოდ სხვაც კითხულობს და სხვანაირად არ გაეგო.

აქ ერთმა ფორუმელმა გულბრყვილოდ აღნიშნა რომ მთავარია ვარჯისი და ჯანსაღი ცხოვრების წესი და ცუდი საკვები ვერაფერს დაგაკლებს.
მინდა ავღნიშნო რომ სტატისტიკა სხვა დასკვნებს აკეთებს, მსგავსი საკვები იწვევს:
1 . ალერგიებს არა მხოლოდ საკვებზე,
2. კიბოს,
3. გენეტიკურ მუტაციას რაც მესამე ტაობაში ვლინდება.
4. ნივთიერებათა ცვლის მოშლას და შედეგად უკონტროლო სიმსუქნეს, რომელიც არ ინკურნება,
საკმარისია მემგონი, სია კი შეილება გაგრძელდეს.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by navigator » 14 იან 2010, 10:05

გენური ინჟინერიით მიღებული საკვების ცალსახა მავნებლობა არის საკმაოდ საკამათო თემა, ხშირად ამ საკითხში კარგად გაურკვეველი ხალხი ძაან შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებს რასაც შედეგად პლაცებოს უარყოფითი ეფექტი მოსდევს, ანუ ასე უფრო ვავნებთ საკუთარ თავებს.
თუმცა გენურ ინჟინერიას აქვს ერთი ძალიან ცუდი მხარე რაზეც მხოლოდ ახლახანს დაიწყეს ღიად ლაპარაკი, ეს არის ძველი ადგილობრივი ჯიშების შევიწროვება-განადგურება დაუფიქრებელი ფერმერების მიერ. ის ჯიშები რომლებიც გენური ინჟირენიით არის გამოყვანილი, არის ადაფტირებული გარკვეულ გარემო პირობებზე, მაგრამ საკმარისია ეს პირობები შეიცვალოს და ეს ახალი ჯიშები მოისპობა მაშინ როცა ძველი, ბუნებრივი სელექციით გამოყვანილი ჯიშები ადგილობრივი კლიმატის კატაკლიზმებს უფრო უძლებდნენ, შედეგად რას მივიღებთ, ახალი ჯიში უსარგებლო აღმოჩნდება ხოლო ძველი უკვე განადგურებული და დაკარგული იქნება. ამ დღეებში NG-ზე იყო გადაცემა, მეცინერები ეძებდნენ ე.წ. თურქულ ველურ ბარდას რომელიც უკვე დაკარგული მიაჩნდათ გენური ინჟინერიით მიღებული მარცვლეულით შევიწროვების გამო. მოიარეს ტაჯიკეტის ყველაზე მიყრუებული ადგილები და მათდა გასაოცრად ყველგან ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშებს ნახულობდნენ , აღარავის მოყავდა ის ძველი ბარდა რომლიც როგორც ჩანს უფრო ნაკლებ მოსავალს იძლევა მარა სამაგიეროდ ადგილობრივ კლიმატზე უფრო შეგუებული იყო. ბოლოს ეს ისტორია ჰეპი ენდით დამთავრდა, სადღაც უკაცრიელ მინდორში იპოვეს ის ბარდა რომელსაც ეძებდნენ და ნიმუშები წაიღეს ბანკში სადაც მოხდება მათი შენახვა მომავალი თაობებისათვის. მაგრამ ასე არ მთავრდება ყველა ისტორია, ძალიან ბევრი ჯიში უგზოუკვლოდ დაკარგულია უკვე და სავარაუდოდ კიდე ბევრი დაიკარგება უკვალოდ.
აცხა ღორებო Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 14 იან 2010, 11:57

navigator wrote:გენური ინჟინერიით მიღებული საკვების ცალსახა მავნებლობა არის საკმაოდ საკამათო თემა, ხშირად ამ საკითხში კარგად გაურკვეველი ხალხი ძაან შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებს რასაც შედეგად პლაცებოს უარყოფითი ეფექტი მოსდევს, ანუ ასე უფრო ვავნებთ საკუთარ თავებს.
პლაცებოს ეფექტი ცოტა საკამათოა, რაც შეეხება GM პროდუქტებს, მათი გამავრცელებლები ტრილიონებს აკეთებენ და საფიქრებელია რომ იმ ტოტს არ მოჭრიან რომელზეც ზიან ანუ რაიმე სერიოზულ ხანდრძლივ სამეცნიერო კვლევას არ დააფინანსებენ, და არც აფინანსებენ
აგერ მოკლედ და გასაგებად წერია ყველაფერი:

http://www.naturalhealthweb.com/articles/Cotton1.html
და ესეთი უამრავი ინფოა ინტერნეტში.
აი ვინც GM პროდუქტების უვნებლობას ამტკიცებს მეცნიერულად, ისინი კი სერიოზულ ხელფასს ღებულობენ.

ამის გარდა არც GM მცენარეების ადგილობრივ მცენარეებთან ურთიერთობა დაახასიათე სრულყოფილად, რადგან მთავარი საფრთხე დამტვერვის შედეგად ენდემური გენოფონდის შერყვნაა, ხოლო უმრავლესი GM მცენარეებისა ტრანსგენურია ანუ გამრავლება არ შეუძლიათ , ესე იგი გადაშენდება ადგილობრივი ჯიშები სამუდამოდ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 14 იან 2010, 13:00

navigator
აი ციტატა რომელიც ამოვიღე " NEW SCIENTIST" იდან:

"It is rare for an investigation of the potential health effects of a GM product to be published in a peer-reviewed journal, he adds. "If it had been a private company doing this, it might never have seen the light of day," he says."

http://www.newscientist.com/article/dn8347

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 14 იან 2010, 13:50

ამ ცოტა ხნის წინ გავაცილე ერთი ჩემი ნაცნობი ევროპაში, რომელიც უკვე 10 წელია მუშაობს ერთ-ერთ ლაბორატორიაში.
მან მე ერთი დაფარული ინფორმაცია გამაცნო. საქმე იმაშია, რომ გენპროდუქტებს რომ შევექცევით რატომღაც ყველა ელოდება, რომ ან რქები ამოუვათ (ან გასცვივათ :D ) ან ლაყუჩები და ფარფლები გამოებმებათ და სხვ. რგორც მან მითხრა ტრაგედია და დრამათა დრამა შემდგეში ყოფილა: ამ პროდუქტებით მაკვებარ ადამიანს დ.ნ.მ. ეთიშება :!: :!: :!: და მისი გენი მის შველებზე აღარ გადადისო! ესაა ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში და ამსა ნამდვილად ჯობია ისევ რქები, ლაყუჩები თუ ფარფლები გამოუვუდეს ადამიანს. მაგრამ! გენს შესწევს ძალა ცოტა ხანში ისევ აღიდგინოს თავი და ეხლა სწორედ ამაზე გვამუშავებენ, რომ გათიშვა ერთხელ და სამუდამოთ მოხდესო. წარმოგიდგენიათ რა მზაკვრობაა ამ ყველაფერში ჩადებული? შეიქმნება ახალი ადამიანი, რომელსაც ერ ქქნება გენი, ეროვნება, სარწმუნოება და სხვ. ვისაც და რატომაც ესაჭიროება ასეთი ადამიანი ალბათ ხვდება კიდეც ზოგიერთი თქვენბანი....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]