კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 11 იან 2010, 22:12
navigator wrote:ხო ერთი საჭირო ინფორმაცია კიდე, ავტომატური დამუხრუჭების სისტემა ანუ ABS, რომლის ფუნქცია არის დამუხრუჭების დროს დაიცვას მანქანა მოცურებისგან (სხვადასხვა ბორბალზე მუხრუჭის სხვადასხვა ძალით და პერიოდულობით მოდების ხარჯზე), შეიძლება გაითიშოს როდესაც მანქანა ერთ ადგილზე ცურავს ანუ ბუქსაობს. სხვა მანქანებზე არ ვიცი როგორაა მარა IO-ზე ასე იყო, სანამ ძრავი არ ჩავაქრე და ხელმეორედ არ დავქოქე, ABS არ ამუშავდა.
ეგრეა. გუშინ ბაკურიანში ახალ საბურავებს ვცდიდი და გაუკვალავ თოვლში ჩავჯექი

კარგა ხანს ვიბუქსავე და რომ ამოვედი ABS გათიშული იყო. ადრეც გამიკეთა ასე. საბედნიეროდ მალე ჩაირთო

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 11 იან 2010, 23:03
Naia
რა საბურავებია? ახლები იყიდე?
აცხა ღორებო

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 12 იან 2010, 14:52
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 13 იან 2010, 02:30
navigator wrote:Naia
რა საბურავებია? ახლები იყიდე?
ქოზიფის გასვლის წინ შევიძინე ბრიჯსტოუნის ყველა სეზონის AT. ტალახში კარგად იარა, მაინტერესებდა თოვლში როგორ გაქაჩავდა.
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 13 იან 2010, 04:43
ბრიდჯსტოუნების AT კაი რამეა, მეც მაგენი მინდა რომ შევიძინო.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 13 იან 2010, 09:08
Naia
თუ წნევას მოაკლებ, იდეაში თოვლშიც კარგად ივლის, მე ძველი AT-თი ლამის ლიბანში ავედი (იცით ასეთი ადგილი?

) უბრალოდ ერთ ადგილას ისეთი ყინული იყო რომ რეზინის ძირიანი ფეხსაცმილთაც ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე და თან გარისკვაც არ მინდოდა. აი ეხლა ზამთრისებს გავუკეთებ და ზუსტად იმ ადგილას მინდა კიდე მოვსინჯო თუ მოვახერხე კიდე გასვლა

აცხა ღორებო

-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 13 იან 2010, 12:32
Naia
მეც ეგენი მაქვს, ცუდი არაა, მაგრამ ბოლომდეც ნუ ენდობი. თოვლქვეშ თუ ყინულია, ვერ გიშველის დიდად ეგენი

Keep Smiling...
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 20 იან 2010, 14:12
navigator
Naia
ABS ის სამუხრუჭე სისტემა არ მუშაობს დაბალ სიჩქარეებზე, ანუ 30 კმ ს ქვემოთ იგი არ ჩაირთვება ამიტომ თავდაღმართში დაშვების დროს აუცილებელია სიჩქარის დამადაბლებლის ჩართვა.
ABS ის სისტემის ამოქმედებას მანქანის გამორთვა და ხელახლა დაქოქვა წესით არ სწირდება, ასამოქმედებლად მანქანა უნდა ააჩქაროთ და დაამუხრუჭოთ.
Last edited by
Makena on 20 იან 2010, 14:20, edited 1 time in total.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 20 იან 2010, 14:16
keto
AT an ATR ის ტიპის საბურავები მთლად თოვლისთვის არ არის გათვლილი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავებში არსებულ წნევას.
თუ გზა გაყინულია და საბურავები ცურავს, წნევა 1.7 მდე უნდა შეამციროთ,თუ არ უშველა საბურავები 1, 5 მდეც კი შეიძლება დაუშვა, ამ შემთხვევაში მანქანის მოცურება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება.
მე ამჯამად კუპერის ATR მიყენია, თოვლში მინდა გამოვცადო, რომ დავბრუნდები გერმანიიდან ჯიპტური გარანტირებულია

ქოზიფაში ასვლის დროს ამ საბურავმა ძალიან გაამართლა, რადგან ასვლის დროს მე მხოლოდ წინა ხიდი ჩავრთე ბლოკირების გარეშე, უპრობლემოდ ავედი.
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 20 იან 2010, 16:37
Makena
ხო, მართალი ხარ, მანდ შევცდი, 1.8ზე მაქვს საბურავები და წასვლის წინ არ დამიკლია წნევა. არ უნდა დამხვედროდა თოვლი გზაზე და დიდად არ მიზრუნია, სად ვეკვეხებოდი, რომ ვეკვეხებოდი იმ ასახვევში არ ვიცი
იმედია შენი ჩამოსვლისთვის მოვაწესრიგებ მანქანას, ანტიფრიზიც ჟონავს სადღაც მილიდან და თუ მოვასწარი გაკეთება ხომ კარგი, თუ არადა, მგზავრად მაინც მიგულეთ
ქოზიფაში მეც მასე დავიწყე და შუა აღმართზე რომ გამიჩერდა მანქანა, ლამა და მარიშკა ჩამოვსვი, პირდაპირ დაძვრა აღარ მიცდია, ნაია მომდევდა უკანდა რომ არ შემეფერხებინა, ბლოკირება ჩავრთე, სულ ხტუნვა ხტუნვით ავედით მერე ბოლომდე

აუუ, რა კარგი იყოოოოოოოო

Keep Smiling...
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 25 იან 2010, 17:30
navigator
ვა, რა კარგი რამეა, შეკვეთილი გაქვთ თუ უკვე ჩამოგივიდათ?
Keep Smiling...
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 25 იან 2010, 17:49
keto
შეკვეთილი კი არა ბაკურიანის ჰაერიც ვასუნთქე უკვე

ეხლა ცოტა გაძვირებულია, მაშინ იაფი იყო. სხვებთან შედარებით ის პლიუსი აქვს რომ აკუმლატორზეა და მავთულის თრევა არ გჭირდება აქეთ იქეთ. თუმცა შესაბამისად მძიმეცაა და ტრასპორტიებაც კაი ძვირი გამოვიდა. თბილისში იყიდება უამრავი იაფიანი და არც თუ ისე ცუდი მოდელიც. მე ვფიქრობ უგზოობის მოყვარულს აუცილბელად უნდა ეგდოს ესეთი რამ მანქანაში.
აცხა ღორებო

-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 25 იან 2010, 19:13
navigator
ხო, წონა მაინტერესებდა, ჩამოტანა არ დაჯდებოდა იაფი, თორემ არც ახლანდელი ფასია კატასტროფული.
აქ მე ადრე ელიავაზე ვნახე, თან მტვერსასტური რომ არის და თან საბურავებს ბერავს, მაგას გულისხმობ? სადღაც 50-60 ლარი ღირდა. ვარგა ნეტავ?

Keep Smiling...
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 28 იან 2010, 20:12
navigator
თბილისში იყიდება უამრავი იაფიანი და არც თუ ისე ცუდი მოდელიც. მე ვფიქრობ უგზოობის მოყვარულს აუცილბელად უნდა ეგდოს ესეთი რამ მანქანაში.
ალბათ ელიავაზე იშოვება ეგ ხომ?
და როგორ უნდა ვიკითხო?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია