წაღვერში პირდაპირ სასტუმრო "ნატვრის ხის" წინ უნდა გაგვევლო. წელსაც ახსოვს მაგ კედლებს და განსაკუთრებით მის დიასახლისს ჩვენი გიჟობები და წივილ-კივილი

, ოთახების დაგვას რომ ვერ აუდიოდა, იმ წუთასვე რომ ნაირფერი ქაღალდებით ვურთავდით იატაკს

. ჰოდა მარინა დეიდას ახალი წლის მილოცვის გარეშე როგორ დავტოვებდით. მივუახლოვდით თუ არა, სასტუმროს, გოგამ ფანჯრიდან საყვირში მთელი ქუჩის გასაგონად ჩასძახა: "ქალბატონო მარინა, გამოცხადდით, ახალი წლის მილოცვის მისაღებადო"

გამოვარდა დაფეთებული მარინა დეიდა, ისე გაუხარდა ჩვენი დანახვა, რომ ენით ვერ აღწერ. ამერიკაში ვიყავი, შვილიშვილი შემეძინა იქო, ჰოდა იქ აღმოვაჩინე წწწ. კარავი.გე და თქვენი შარშანდელი ახალი წლის თემაც ვნახეო. ეს რა საყვარლები ყოფილხართო და შენ კიდევ რა პოპულარული ყოფილხარო, გოგას ეუბნებოდა, სულ რომ ტელევიზორში ხარ, როგორ არ გაფასებდითო

გვეხვეწა, შემოდით ყავაზეო. მაგრამ გვეჩქარებოდა და დავპირდით უკანა გზაზე შემოგივლითო
ბაკურიანში მივედით და მანქანა გავაჩერეთ თუ არა პატრულის შენობის წინ, იმ ადგილას სადაც 2 წლის წინ დაუვიწყარი შოუ მოვაწყვეთ, ისეთი რომ ახლაც ლეგენდები დადის

, ნაცნობი სახე დავინახეთ

. "ზიკა, ზიკას" ყვირილით გადმოვცვივდით მანქანიდან
ეს გოგო პეპელაა ჩვენი შარშანდელი კარნავალიდან, არ გახსოვთ?
