მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 10 იან 2010, 19:48

ლეონტი

ინგლისში მეფუტკრეობის კურსებზე როგორ მოხვდით თუ საიდუმლო არაა?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 10 იან 2010, 20:15

maare
საიდუმლო სულაც არაა.
ფული თუ გაქვს ყველგან მოხვდები.
ისე მე რო მკითხო, სულაც არაა სადმე წასვლა საჭირო.
როგორც და რა დონეზეც არ უნდა გასწავლონ ყველა ვარიანტში არაფერი გამოგივა თუ არ იპრაქტიკე წლები , აი აქ გამოდის საქმე ანუ პრაქტიკაში.
ინგლისის ან კანადის მეფუტკრეობა ჩვენს კონკრეტულ კლიმატს და ადგილობრივი ფუტკრის ხასიათს შეიძლება არ მიუდგეს.
ჩვენ ყველა ხეობაში თითქმის განსხვავებული კლიმატი გვაქვს , ამიტომ ფუტკრის ქვეჯიშები უამრავი გვაქვს, თუმცა ამ ბოლო დროს აირია და გაფუჭდა, როგორც ყველაფერი.
მაგალითად მეგრულ ფუთკარს რა უნდა წალკაში?
უფრო აჭარაში არის , თურქულში, შემონახული, მარა ისინიც ჩივიან რაღაც ყვიტელი ზოლებიანი ფუტკარი გაჩნდა ამ ბოლო დროსო.
რაც სეეხება სწავლას, ინტერნეტში ტითქმის ყველაფერია, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.
პრაქტიკულ კურსებს კი მეფუტკრეობის საზოგადოებაში გაივლი ვენერა სტეფანიშვილთან

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 10 იან 2010, 20:28

ერთი შენიშვნა მინდა შევიტანო: თემა რომ უფრო დაწვრილებითი გახდეს წაადგება ალბათ.
თუ გაქვთ საშუალება სკების სახეობები რომ ჩამოწეროთ და შეძლებისდაგვარად ფოტოებიც დაურთოთ?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 10 იან 2010, 21:32

maare
ლეონტის არა დაუჯერო არც ერთი სიტყვა.... ეგ მეფუტკრე არაა და სურთებში მეზობლის სურათებს დებს-ხოლმე და თავისად ასაღებს...
არზრზე არაა მეფუტკრეობის....

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 10 იან 2010, 22:24

maare,

qvevri ნაწილობრივ მართალს ამბობს, რადგან ის მეფუტკრეები, რომლებმაც მხცოვან ასაკს მიაღწიეს( და მეფუტკრეები საერთოდ ხანგრზლივად ცოცხლობენ) აღნიშნავენ რომ ცხოვრება განვლეს და ფუტკარს კი ვერაფერი გაუგეს.
ეს ურთულესი მეცნიერებაა, ამიტომ არის რომ ამერიკაში ფუტკრის მასობრივ განადგურებას ჯერ მიზეზი ვერ უპოვნეს და ათას ვერსიას ატრიალებენ.

ეგ კარგი საკითხი დასვი: სკების სახეობები.
მაგრამ 1 ს გეტყვი, მას შემდეგ რაც ადამიანმა ფუტკარი "მოიშინაურა" და სკაში ჩასვა, მეფუტკრეობა მხოლოდ დაღმავალი გზით მიდის და ჩიხშია შესული.
იმ მეფუტკრეობას რომელსაც დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ეწევა , მომავალი არა აქვს.
მათთვის ფუტკარი მხოლოდ ფულის საწველი დაზგაა და მეტი არაფერი.
ხოლო სკები, რომლებშიც ფუტკარი ჰყავთ, ფუტკრის დეგრადაციის ინსტრუმენტი.
Last edited by ლეონტი on 11 იან 2010, 09:12, edited 1 time in total.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Nephros » 11 იან 2010, 01:33

ლეონტი wrote: (შეგახსენებთ, მეფუტკრეობაში ბაგრატ დევნოსაძის ხელდასხმული ვარ)
აი, ამ საღამოს ტირილის ხასიათზე ვიყავი და თქვენ გაიხარეთ, რომ მიზეზი მომეცით!

და რომელ წლებში იყო ეს?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 11 იან 2010, 09:11

Nephros
უკაცრავად არ მინდოდა.
ეს იყო 1985-1986 თუ არ ვცდები, ან 1 წლით ადრე.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by qvevri » 11 იან 2010, 13:05

აბა კარგად დაიხსომეთ რასაც ეხლა ძია ალბერტა გვეტყვის.... :!:

დედამიწიდან ფუტკრების გაქრობის შემდეგ კაცობრიობა მხოლოდ
4 წელი იარსებებს; თუ არ იქნებიან ფუტკრები აღარ მოხდება
დამტვერვა, არ იქნებიან მცენარეები, არ იქნებიან ცხოველები,
აღარ იქნებიან ადამიანები . . .“
ალბერტ აინშტაინი

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by Nephros » 11 იან 2010, 14:11

ლეონტი
რას ამბობთ, პირიქით, გულზე მომეშვა. მეც მყავს ოდესღაც ნანახი. თუმცა ფილმიდან უფრო ახსოვს იგი ჩემს მეხსიერებას.
როგორც გამიგონია, მირაშხანის თაფლი საუკეთესო–სამკურნალო თვისებებით გამოირჩევაო. თქვენ რა იცით ამის შესახებ?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 11 იან 2010, 14:27

Nephros wrote: მირაშხანის თაფლი საუკეთესო–სამკურნალო თვისებებით გამოირჩევაო. თქვენ რა იცით ამის შესახებ?
კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი.
მაგრამ ზოგადად თაფლის სამკურნალო თვისებები დამოკიდებულია იმ ნექტარზე რომელიც ფუტკრებმა ამა თუ იმ მცენარეებიდან ააგროვეს, როგორც ჩანს იქ რაღაც სპეციფიური ბალახები ან მცენარეებია კონცენტრირებული.
ასევე თაფლის სამკურნალოობა დამოკიდებულია თვით ფუტკრის ქვეჯიშსა და მდგომარეობაზე.
როგორც მოგეხსენებათ თაფლი ეს არ არის ყვავილების ნექტარი, არამედ ფუტკარის მიერ ნექტრის და სხვა ნედლეულის მრავალჯერადი კომპლექსური გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 12 იან 2010, 10:15

ლეონტი wrote:maare,
ეგ კარგი საკითხი დასვი: სკების სახეობები.
მაგრამ 1 ს გეტყვი, მას შემდეგ რაც ადამიანმა ფუტკარი "მოიშინაურა" და სკაში ჩასვა, მეფუტკრეობა მხოლოდ დაღმავალი გზით მიდის და ჩიხშია შესული.
იმ მეფუტკრეობას რომელსაც დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ეწევა , მომავალი არა აქვს.
მათთვის ფუტკარი მხოლოდ ფულის საწველი დაზგაა და მეტი არაფერი.
ხოლო სკები, რომლებშიც ფუტკარი ჰყავთ, ფუტკრის დეგრადაციის ინსტრუმენტი.
ანუ...? სკებიდან უნდა ამოვიყვანოთ და ხის ფუღუროებში შევუშვათ? :roll:
მაშინ პრდაპირ შენ გკითხავ: პირადად რომელ სკას ანიჭებ უპირატესობას?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 12 იან 2010, 12:34

maare
ფუღურო იყო ფუტკრის ბუნებრივი საცხოვრისი, მაგრამ მოგეხსენება ბუნებაში სტანდარტული ფუღუროები არ არსებობს.
მეც პირდაპირ გიპასუხებ:
უპირატესობას ვანიჭებ იმ სკას, რომელშიც იმიტირებული იქნება ფუტკრის ბუნებრივი საცხოვრისი, თუნდაც ფუღურო.
და აგრეთვე რაც მნიშვნელოვანია, არ დაგჭირდება ოჯახის ისეთი სიხშირით შეწუხება, რომელსაც ადგილი აქვს სკაში ფუტკრის მოვლის დროს.

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 12 იან 2010, 16:27

და ასეთი რომელია? დაწნული როა? (სახელი არ ვიცი) ქუდის ფორმისა. ასეთს საქართველოში არამგონია ვინმე იყენებდეს.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by ლეონტი » 12 იან 2010, 18:41

maare
დაწნული მართლაც არ მინახავს, თუმცა თურქეთის აჭარლებმა და სხვა ხალხებმა თურქეთის ტერიტორიაზე შემოინახეს.
აი გეჯა კი ვნახე სვანეთში და წარმატებულადაც.
ამის გარდა შეიძლება ჩვეულებრივი სკის მიმსგავსებულ სკაშიც შეიქმნას ანალოგიური პირობები, სადაც ჩარჩოების ამოღება შეიძლება, ასეთია ძველი მცირეაზიური სკები, (შემონახულია საბერძნეთის მუზეუმში) და რომელიც ძალიან ჰგავს ზემოთ ნახსენებ კენიურ სკას.

User avatar
maare
ბოდიალა
Posts: 126
Joined: 12 დეკ 2009, 15:17
მეფუტკრეობა და ქართული ფუტკარი

Post by maare » 13 იან 2010, 22:04

ეს სვანეთის მთებში გადავიღე, გავს ეს შინაურ ფუტკარს? მე უფრო დიდ მეჩვენება, შინაურთან შედარებით.

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]