ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 30 დეკ 2009, 21:03

ვუუუუიიიიიიიი გამომიცნიაააააააა :D :D :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 30 დეკ 2009, 21:17

მაშ ასე, ეხლა მგონი მე უნდა დავდო არა?
Image
ხედი ზემოდან
Image
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Archil » 31 დეკ 2009, 02:10

qvevri

ბოლნისი-დმანისის მხარეა?

მაგ მხარის ფერებია, ცოტა წაუბორჯომებსაც, მარა იქ ხეები უფრო მაღალია
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Makena » 31 დეკ 2009, 02:22

qvevri
მგონი დასავლეთ საქართველოს ჰგავს, აჭარას :wink:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by lama » 31 დეკ 2009, 02:23

Makena wrote:qvevri
მგონი დასავლეთ საქართველოს ჰგავს, აჭარას :wink:
მეც ეგრე ვფიქრობ

ახლა ვნახე და თუ არ ვცდები ქედას რაიონი უნდა იყოს
ან კიდევ ხულოსი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 31 დეკ 2009, 08:10

Makena
lama
ნამეტანი მართლები ხართ, ეს უჩამბას ციხეა
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 31 დეკ 2009, 14:40

აბა ეს სადაა?
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by lama » 31 დეკ 2009, 15:52

qvevri wrote:აბა ეს სადაა?
[img]
ეგ
გიორგი ბარისაშვილის მარანია

ქალაქ მცხეთაში

არ ვიცი იცნობ თუ არა

უმაგრესი ადამიანია

საუკეთესო ღვინოების დამყენებელი და თეორეტიკოსი :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 02 იან 2010, 19:37

აბა ვდებ ახალს. ესაა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტაძარი. ეს ტაძარი სულ შემთხვევით დავინახე გზად მიმავალმა და მივედი სანახავად. როცა ახლოს მივუახლოვდი ყბა ჩამომივარდა...
შემძრა მისმა მდიდრულმა(თუმცა უკვე საკმაოდ დაზიანებულმა) ჩუქურთმებმა...
Image
Image
Image
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 06 იან 2010, 10:39

ლეონტი wrote:ვალე,
გნახავ მალე.
მართალი!
მოხარშე ღორის ბარკალი?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 08 იან 2010, 22:04

სურათებით გამოცნობა რა ვაჟკაცობაა? აბა მონათხრობიდან გამოიცანით თუ მაგრები ხართ...
აი მე დღეს გასული ვიყავი ერთ მშვენოერ გასვლაზე, რომელიც იმდენად ნაყოფიერად დამთავრდა, რომ მეტი არც კი შეიძლებოდა. მოვიძიე და ხელთ ვიგდე ორი ცალი გოზაური, ერთი ხარადოქი, ორი ხელდიქი, ორი სამაჭრე, ერთი ტოლჩა, ერთი საღვინე და ერთიც ჩერქეზული სატევარი დამღითურთ. ხოოოოოდა ეს ყველაფერი მოხდა ქართლში, კასპის რაიონში. მერე იმ ადგილას შემაღლებულზე ერთი მეტად საინტერესო ტაძარი დავინახე და დავადექი გზას. ტაძარი დარბაზული აღმოჩნდა, წმ. გიორგის სახელობისა. X- საუკუნისა იყო და ქონდა გვიანდელი მინაშენი. ტაძარში ახლო წარსულამდე იყო დაცული კედლის მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის კედლის ფასადზე, სარკმელის თავსე სამი ბოლნურია გამოსახული, ჩრდილოეთის ფასადზე ვხვდებით ერთ მეტად საინტერესო ჩუქურთმას: ლომი ჭამს სავარაუდოთ დედალ-მამალ ნიამორებს. დასავლეთის ფასადზე წმ. გიორგის გამოსახულების ბარელიეფია. თავად ტაძარში არის ერთი ძალიან საინტერესო ხუცური წარწერიანი ქვა. ამ სოფელთან ახლო-მახლოს გიორგი სააკაძეს ქონდა ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომლის დროსაც მას მტრის ჯარის ბანაკზე თეძამის სარწყავი არხი მიუშვია და მტერი ამ დატბორილ ადგილებში ჩაფლულა, ვეღარ უომია და დამარცხებულა. (ნოსტე არ არის) მაშ რომელი სოფლის სახელზეა საუბარი?
Last edited by qvevri on 10 იან 2010, 08:48, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 09 იან 2010, 15:58

ეეეჰჰჰ მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ეს ვინმემ გამოიცნოს(გიორგი ბაგრატიონი და კახა არ იგულისხმებიან...) და ახალს დავდებ ისევ ქართლიდან...
სულ ცინცხალი სურათია. ასე ორიოდე საათის წინ გადავიღე. ესაა ერთადერთი ტაძარი, რომელიც ფექალითაა ნაგები(ჩემს მიერ ნანახი). დარბაზულია, ბაზილიკა. აბა მიდი...
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by ლეონტი » 09 იან 2010, 20:39

qvevri wrote:ეეეჰჰჰ მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ეს ვინმემ გამოიცნოს(გიორგი ბაგრატიონი და კახა არ იგულისხმებიან...)
რეალობაზე მცდარი ჰაზრი გაქუს.
qvevri wrote:ეეეჰჰჰ მეტი არაა ჩემი მტერი...
ან შენ თავს რას ერჩი?
qvevri wrote:სულ ცინცხალი სურათია. ასე ორიოდე საათის წინ გადავიღე. ესაა ერთადერთი ტაძარი, რომელიც ფექალითაა ნაგები(ჩემს მიერ ნანახი).
qvevri

ეგ ფიქალით ნაგებს არ გავს, შემოსილია ფიქალის მსგავსი ქვით და აგრეთვე ახალი აგებულია.
და...
წინა კითხვა თამაშის წესების მიხედვით უპასუხო არ უნდა დატოვო (დაგეტოვა),სანამ ახალს დადებ, და ფოტოც უნდა დაგედო: როგორ ჭამს ლომი ჩლიქოსნებს.
qvevri wrote: მაშ რომელი ფოფლის სახელზეა საუბარი?
რაც შეეხება წინა შეკითხვას,ფოფლის არ ვიცი, მაგის პასუხია:
ნიაბის გიორგიწმინდა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 09 იან 2010, 23:42

ლეონტი
წინა წერილში ვაპირებ, რომ ჩავასწორო ჩემეული ნაწერი: გიორგი ბაგრატიონის, კახას და ლეონტის მეტი ვერავინ გამოიცნობს, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ლეონტის მეტი ვერავინ ვერ გამოიცნობს!(ლეონტო აბა როგორია? წავა?)
რაც შეეხება ტაძარს ეს მართლაც შემოსილია, მაგრამ ფიქალის მსგავსი კი არა ფიქალის ქვებითაა შემოსილი. და ახალია, მაგრამ მერე რა? ახალი ტაძრების სურათები არ უნდა დავდოთ თუ?
მოკლედ ველი პასუხს.
ნაიბის წმ. გიორგის ტაძრის სურათები ფირითა მაქვს გადაღებული და რომ გავამჟღავნებ დავდებ ტაძარსაც, წარწერიან ქვასაც, ლომ-ნიამორებსაც და ბოლნურებსაც.

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]