ეს წარწერა ჩვენს (თამუსია, მე, კოლხი გოგო და ნატალია) ოთახზე იყო გამოსახული
ეს კის კარზე ეხატა, ადვილად მიხვდებით
ზვიო და ზვიოზდაჩკა
ხო მართლა, ნივთების არევ-დარევობანა წელსაც ითამაშეს, ჩემს საწოლში კოლხი გოგოს და თამუსიას ჯემპრები იყო შეტენილი, კოლხი გოგოს ერთი ბათინკი ბიჭების ოთახში იყო დამალული, ნატალიას საწოლი კი სულ სველი იყო - კოლხის გარეცხილი, სველი შარვალი შეუჩურთიათ. ვიფიქრეთ, ნატალია არ გაბრაზდესო და ლოგინის სასწრაფოდ გაშრობა დავაპირეთ, ვეძებე ჩემი თმის საშრობი, მაგრამ არც ისე ადვილი აღმოჩნდა

, 10 წუთის ძებნის მერე, კოლხის ზურგჩანტაში ვიპოვე. სასწრაფოდ გავაშრეთ ნატალიას ლოგინი და მერე ნელნელა შევაპარეთ სურპრიზების შესახებ. სიტუაციის დასაზვერად ზემოთ ასულმა ნატალიამ ამბავი ჩამოიტანა, კიდევ ერთი ვიღაცის რაღაც დაუმალავთ ჩემს ჩემოდანში, ჰოდა არ ვიტყვი ვიზე ვამბობ, ეძებოს, ეზებოსო

. თუმე ჩემს აბაზანის ჩანთაზე იყო საუბარი, რომელიც გოგიორდის აუზიდან ნახევარი საათის წინ დაბრუნებულს, მეორე დილამდე არ გამხსენებია

, მერე ვეუბნებოდი ნატალიას, ტყუილად ვაშრობდი თურმე შენს საწოლსთქო

ტანსაცმლის არევას ვინ ჩივის, სარსანდელივით 1მეტრიანი შანდალი რომ არ დამხვდა ლოგინში
წინა დრეს კიდევ შიშველი ქალის უზარმაზარი შუშის ჩარჩოიანი სურათი ჩაუდევთ ბიჭებისათვის ლოგინში:D
