კრაზანა მცენარეა, რომელიც მრავალი სამკურნალო თვისებით ხასიათდება, მათ შორის ნაღვლის ბუშტის გაწმენდაც შედის.
თუმცა სანაღვლე გზების გასაწმენდად უკეთესია ნეგო.

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ლეონტი wrote:masai11
იდეა ძლიერ მისაღებია, თუმცა მეორე ნაწილის განხორციელება რაც სამთავრობო თუ კომერციულ სტრუქტურებს ხელს შეუშლის ადამიანთა ჯანმრთელობის ხარჯზე ფული აკეთოს არაგანხორციელებადი მეჩვენება, უფრო მეტიც სახიფათოც მგონია.რადგან ამბობენ ბუშის კომპანიასიც კი კვების ინდუსტრიის ფინანსი სოლიდური იყოო.და შტატებსი ვერ მიაღწიეს იმას რომ ეტიკეტზე მიუთითონ ტრანსგენული საკვების გამაფრთხილებელი ნიშანი.ესე რომ სადაც დიდი მაყუთი ტრიალებს უკვე პოლიტიკაა.და მანდ ცხვირს არავინ შეგაყოფიებს.
მე მიმაჩნია რომ უბრალოდ მიჩქმალული ფაქტები უნდა მიაწოდო ფართო საზოგადოებას , გამოსავალი გზა უჩვენო და მერე ყველამ თავის გზა აირჩიოს, სიგარეტის ან ნარკოტიკის არ იყოს, გეუბნებიან მოგკლავსო და თუ არ ან "ვერ" შეისმენ ეს შენი საქმეა.
როგორც იტყვიან:სამ ზნაიშ ხონსკუიუ დაროგუ-ო.
მხოლოდ საქმოსნობა აღარაა.დიდი მაყუთი
კარგია. ყველაზე მთავარი მსგავს საკითხებში ხომ წყაროების სანდოობაა. და რაც უფრო ცნობილი და სანდო ორგანიზაციები იდგებიან ამ ინფორმაციების უკან, მით უფრო ექნება აზრი ამ საინიციატივო ჯგუფის აქტივობას და მის მომავალს.ამ გვერდზე გამოვაქვეყნოთ სხვადასხვა, წყაროგადამოწმებული ინფორმაციები, რეკომენდაციები, მოსაზრებები და საქმიანი იდეები.
მეც, ჩემი სამსახურიდან ოფიციალურად გამოვითხოვ ჩატარებული კვლევის შედეგებს და ამ გვერდზე განვათავსოთ
როგორც ვხვდები აქ ლაპარაკია ტელევიზიაზე და რადიოზე, რომელსაც მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი წვდება, ვიდრე ინტერნეტს.Nephros wrote: საქართველოს მოსახლეობის პროცენტულად დიდი წილი რომ სარგებლობდეს. სოციოლოგიური თვალსაზრისით თუ დაუკვირდებით, ამ ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა საზოგადოების იმ ნაწილის (არ მინდა ვიხმარო "ფენა") მიეკუთვნება, რომელიც მეტ-ნაკლებად იცნობს ამ პრობლემატიკას და შესაბამისად, აცნობიერებს ამ ტენდენციების საბედისწერო შედეგებს.
სრულიად გეთანხმებით (მომეწონა "წრიპა მამლაყინწები"!), ზემოთ მგონი მეც ამ აზრისა ვიყავი. დამეთანხმებით, 25 - ე კადრის ეფექტიც კი აღარ არსებობს ჩვენს რეალობაში, პირიქით, სწორედ იმ ოცდამეხუთეში თუ გამოერევა ჩვენთვის მთავარი, დანარჩენი 24 კი "კარბონატულ, სინტეტურ კოფეინიანი მომწამლავ ნივთიერებების", ან კიდევ ელექტრომაგნიტური გამოსხივებების მატარებელი ტექნიკის რეკლამირებას უჭირავს.ამიტომ ხარჯავს კოკა კოლა ან სხვა გიგანტი მილიარდებს იქ რეკლამაზე და წარმოიდგინე ვიღაც წრიპა საინიციატივო მამლაყინწების ჯგუფი იმავე არხზე აჩალიჩებს ანტირეკლამას, რომ თურმე კოკა კოლა, კარბონატული, სინტეტურ კოფეინიანი მომწამლავი ნივთიერებაა და არა გამაგრილებელი მაენერგიებელი სასმელი.
ამიტომ ისევ ვიმეორებ, მთავარია სადმე თუნდაც მიყრუებულში დაიდოს ის რაც საერთოდ მიჩქმალულია და არ ამხელენ, და მპოვნელი იპოვნის. სანთელ საკმეველი გზას არ დაკარგავს. [/ Quote]
ამაშიც გეთანხმებით, საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს საქმე, მაგრამ, ისევე როგორც გასაყიდ პროდუქტს, რაც გინდა დაარქვით, თუნდაც - ანტირეკლამა, ამასაც ხომ საბაზრო სტრატეგია ჭირდება, იმისათვის რომ მხოლოდ ერთეულები არ იყვნენ "საინიციატოვო მამლაყინწა ჯგუფის" პროდუქტის "მყიდველები".
გესმით, ალბათ, შეიძლება facebook-ზე ბევრმა კარგად განათლებულმა ქართველმა შეიმეცნოს კეთილისმსურველთა შეგონებანი და არჩევანი რაც შეიძლება ბიო - რაციონზე შეაჩეროს. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ერთი კაი კახელი, იმერელი ან გურული გლეხი "სანთელს აიღებს" და Bio-ს და ხელოვნურის გარჩევას დაიწყებს? საქმე ხომ მხოლოდ მეორადი და მრავალჯერადი გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქციას არ ეხება. წარმოვიდგინოთ, გლეხი ხორბალს (ან სადღა თესავენ ხორბალს!) ან სიმინდს სასუქს რომ მიაყრის, ვაზს უამრავ ქიმიკატებს მიასხურებს, და პამიდორის გასამრავლებლად სათესლედ გენური ინჟინერიით დამზადებულ (კამბალიან და გველთევზიან!) თესლს გადაინახავს, რომელ სუფთა სოფლის პროდუქტზეა საუბარი? მე უკვე გული მისკდება იმაზე, საერთოდ თუღა დარჩა ბიოლოგიურად სუფთა თესლი ბუნებაში...