ისა... ისა... ამ თემაზე აღარ გვინდაოო.. ესაო, ისაოო.. არ გამიბრაზდეთ, მეც მინდა რომ ვთქვა რააა, თუ შეიძლება...
ე.ი. ჯერ ერთი, ქარელის გადასახვევთან შევიკრიბეთ და ყინწვისში ერთად ავედით და იქიდან წამოსული ოფროუდერები წინ წავიდნენ და საკმაოდ მალეც დაწინაურდნენ, იმიტომ, რომ სწრაფად მიდიოდნენ და არც უფიქრიათ ვინმეს დალოდებოდნენ, იმიტომ, რომ მათთვის მთელი მუღამი დაიკარგებოდა... და ეს გასაგებიც არის! შესაბამისად, ლამის მთელი ერთი საათით ადრე ავიდნენ ოფროუდერების მანქანები ქოზიფაში. ხომ ასეა?
უკან წამოსვლისას, ოფროუდერების მანქანების უმეტესმა ნაწილმა გადაწყვიტა საჭმელად მცხეთის სალობიეში დამსხდარიყო.. ამიტომაც ქოზიფადან ქარელის გადასახვევამდე შუჩერებლივ იარეს.. შემდეგ ქარელის ცენტრში რამდენიმე წუთი შეჩერდნენ და მცხეთისკენ გამოემართნენ.
ახლა, თქვენ ის მითხარით ვის რა და რატომ ეწყინა... და ვის უნდა სწყენოდა და ვის არ უნდა სწყენოდა და საერთოდ რა წყენაზეა საუბარი?! ანდა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამ დროს კარ(ა)ველები, უნდა სწყენოდათ, თუ მათაც უნდა ეჭენებინათ მანქანები??

და რა შუაშია ამასთან საქართველოს სიყვარული და ვაჟკაცობა და თავდადება

ყველა ისე მოიქცა, როგორც ჩათვალა საჭიროდ...
P.S. ინფორმაციისთვის, მე იმ ოფროუდერის მანქანაში ვიჯექი, რომელიც ოფროუდერების კოლონაში იდგა და ზემოთ აღწერილ გეზს მიყვებოდა.....
ჰოდა, აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გასვლით. დათო, ჩვენი ეკიპაჟის მესაჭე, უმაგრესი ადამიანი და პროფესიონალია და მასთან ერთად ერთ მანქანაში ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო. გავიცანი მეორე ოფროუდერიც, მუმლა, რომელიც ჩვენი ეკიპაჟის წევრი იყო და ასევე ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა.
სამწუხაროდ ყველა ვერ გავიცანი და ვისაც ვიცნობდი ყველა ვერ ვნახე, მაგრამ ჩემთვის ეს გასვლა იყო უმაგრესი!!! კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა,
მაკენა!!!
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩემთვის, იყო ის, რომ ქოზიფაში მოღვაწე ბერმა ორემ, ორთუბანის დედათა მონასტერში მოღვაწე მონაზონ მარიამისთვის საჩუქრად შექმნილი, ხეში ამოკვეთილი მაცხოვრის ხატის წაბრძანება მომანდო.