ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by teo- » 29 დეკ 2009, 13:30

guruli
არ ვიციიიიიიიიი :P:P :lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by guruli » 29 დეკ 2009, 17:52

teo- wrote:guruli
არ ვიციიიიიიიიი :P:P :lol:
იყო ასეთი პიროვნება (იქნებ ახლაც არის - არ ვიცი) მარლენ შენგელია, უნივერსიტეტის პარტკომი. ჰოდა, ერთხელაც მივლინებით საკუთარი მანქანით მიდის ჩვენი ჩოხატაურისკენ და საღამოს, წვიმაში, უჟამურ ამინდში მიაუხლოვდა ბურნათის მიხვეულ-მოხვეულებს... იქ მოსახლეობა ნაკლებადაა და ამას მაინცდამაინც იქ გაუსკდა საბურავი. თურმე დგას თავზარდაცემული, რაღა მაინცდამაინც აქ, ამ უკაცურ ადგილასო, თავში ირტყამს ხელებს... ცოტა ხანში გზაზე გამოჩნდა ქალი, რომელიც ძროხებს მიერეკება სახლისკენ. ამან, ამხელა პროფესორმა კაცმა თურმე მთელი ზრდილობა მოიხმო და დაიღვარა მადლიერებად. მისალმება კი არა, ოჯახიც მოუკითხა თურმე, ხომ კარგად ბრძანდებითო და ბოლოს, რაც შეეძლო ზრდილობიაბად ჰკითხა, თქვენთან გახეთქილ საბურავებს ("პაკრიშკაც" კი არ ვუთხარიო, შთაბეჭდილება რომ მომეხდინაო :D ) სად აწებებნო. სადაც გახეთქილია, იქინე ბატონოო, ერტი კი მომიგდო ამ ქალმა, მერე შეტრიალდა, გაირეკა თავისი ძროხები და დამტოვა იმ ტყეში, შუა ტრასაზე გაფუჭებული მანქანითო. :D :D
შენ არც ის გეცოდინება, ბორის ძნელაძის ოჯახში რომ გააგზავნეს უცხო მგზავრი წყალისთვის და ბარემ მაგასაც მოვყვები.
ბორის ძნელაძე მოგეხსენებათ - კომკავშირის დამაარსებელი საქართველოში და მაგის სახლ-მუზეუმის იყო მისსავე ოჯახში გახსნილი - ბურნათზე, წიფნარის ასასხვევთან, ზედ გზაზევეა. ჰოდა, აგვისტოს ერთ პაპანაქება დღეს ნათუმიდან მომავალ ვიღაც უცხო მგზავრს თურმე წყალი აუდუღდა ზედ მაგ მუზეუმის წინ და დახმარება სთხოვა ვიღაცას, წყალს სად ავიღებო. გურულები რა ოქრები არიან, კარგად მოგეხსენება - ხუმრობის გარეშე ვერ ძლებენ, :D და ესეც ცოტა ბოროტად ეხუმრა - მიუთითა ძნელაძის სახლ-მუზეუმზე და უთხრა, მაგ ოჯახში მიდი, ბორისი დაიძახე და წყალს როგორ დაგამადლიანო. :D მიადგა თურმე ეს კაციც და გასკდა "ბორის, ბორისის" ძახილით. :D მუზეუმის თანამშრომელ ქალს ჯერ თურმე თავიდან ეგონა, სხვა ეძახდნენ, მაგრამ არც ძახილი რომ არ შეწყდა, თან ახლო-მახლო ბორისი არავინ ცხოვრობდა, მაშინ კი დაეჭვებულა და გაუხედავს გარეთ. :D :D
პირველ გურულს არც ეს ჩამორჩა თურმე და, ბატონო, ბორისი 40 წელიწადია წასული აქედან და მაინცდამაინც იმის ნახვა თუ გინდა, კიდევ დიდხანს მოგიწევს ლოდინი, მაგრამ წყალი თუ გინდა, მობრძანდიო... :D :D

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 03 იან 2010, 12:25

ბიძიკოებო დიდათ მესაჭიროება(თხოვებით) ქართული ლექსიკონები. ამჟამად ერთ კარგ წიგნზე ვმუშაობ, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობას ეხება. დიდათ დამავალებთ თუ თქვენს ბიბლიოთეკას კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს და ლექსიკონებს დახელავთ. მე უკვე მაქვს:
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი(8 ტომეული)
დავით ჩუბინაშვილი,
ნიკო ჩუბინაშვილი,
ინგილოური ლექსიკონი,
2000 ლაზური სიტყვა,
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,(ერთტომეული)
საბა,
ომონიმთა ლექსიკონი,
ორთოგრაფიული ლექსიკონი,
ზემოიმერული ლესიკონი,
გურული, რაჭული და ზემოიმერული ლექსიკონი.
მაყაშვილი,
ძველი ქატთული ენის ლექსიკონი, აბულაძის.
ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი.
ქიზიყური ლექსიკონი.

აბა ეხლა მოიძიეთ სახლში და ამგვარი ტიპის ლექსიკონი თუ აღმოგაჩნდათ მომწერეთ და ორიოდე დღით გეთხოვებით. წინასწარ მადლობა
.

ვეძებ ასევე მეგრულ-ქართულ ლექსიკონს, რომლეიც არის, როგორც ერთტომეული და არის (ამბობენ და არ ვიცი მართალია თუ არა) 8 ტომეული.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by keto » 03 იან 2010, 12:37

რაც ჩამონათვალში არ გაქვს და მე მომეპოვება არის:

1. ქართულ სინონიმთა ლექსიკონი
2. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (2 ტომეული)
3. უცხო სიტყვათა ლექსიკონი

როცა გინდა, სადაც გინდა, რამდენი ხნითაც გინდა :)
Keep Smiling...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 03 იან 2010, 13:10

keto
სინონიმებიც მქონია...
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს ორტომეულს გარეკანზე ერთტომეული ხომ არ აწერია შემთხვევით? თუ ასეა ესეც მაქვს.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი არა მაქვს, მაგრამ შიგ რომ ჩავიხედე ჩემთვის საინტერესო რამე-რუმეები ვერ ვიპოვე.

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by keto » 03 იან 2010, 13:22

qvevri
კი, ორტომეულს ერთტომეული აწერია :)

თუ კიდევ შემხვდა რამე, შეგატყობინებ.
Keep Smiling...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ლეონტი » 05 იან 2010, 15:58

qvevri
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etc ... /kajai.htm
ესაა მეგრულ ქარტული, ალბათ იცი.
მე მაქვს ინგილოურ სიტყვათა ლექსიკონი, მაგრამ ფრიად 2 -3 დრე უნდა იმის მოზებნას.
ასევე მაქვს დიალექტოლოგიური ლექსიკონი, მეცხოველეობას ეხება.
ქართულ კილო თქმატა სიტყვის კონა და ქარტული ხატოვანი სიტყვა თქმანი.
ვერ გავიგე მევენახე ხარ თუ Fილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტური?
ჰო ისე ქართველებსი წიგნი მათხუე- ნიშნავს, წიგნი დაივიწყე.
ეს ისე სრულყოფილი განმარტებისთვის.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 05 იან 2010, 16:29

ლეონტი wrote:qvevri
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etc ... /kajai.htm
ესაა მეგრულ ქარტული, ალბათ იცი.
მე მაქვს ინგილოურ სიტყვათა ლექსიკონი, მაგრამ ფრიად 2 -3 დრე უნდა იმის მოზებნას.
ასევე მაქვს დიალექტოლოგიური ლექსიკონი, მეცხოველეობას ეხება.
ქართულ კილო თქმატა სიტყვის კონა და ქარტული ხატოვანი სიტყვა თქმანი.
ვერ გავიგე მევენახე ხარ თუ Fილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტური?
ჰო ისე ქართველებსი წიგნი მათხუე- ნიშნავს, წიგნი დაივიწყე.
ეს ისე სრულყოფილი განმარტებისთვის.
ყველა თქვენს მიერ ზემოჩამოთვლილი ლექსიკონები უკვე მომეპოვება , თვით როსტიაშვილის ინგილოურიც კი და მოძებნით ნუღარ შეიწხებთ თავს. თქვენ მაგ წიგნების ძებმას გირჩევნიათ ღვინო მოძებნოთ, რათა ღირსეულად დამიხვდეთ ნაშობავებს. ისე კავკასიურმა ნაგაზმა რომ გიკბინა და არ სვავდი ეხლა როგორაა საქმე?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by paata_ » 05 იან 2010, 16:44

qvevri wrote: გირჩევნიათ ღვინო მოძებნოთ, რათა ღირსეულად დამიხვდეთ ნაშობავებს.
ამ გახსენებაზე, მისტერ, თქვენც მოიძიეთ ღვინო, იქნებ იპოვოთ უშაქრო და უდიმედროლო ღვინო თქვენს მარანში (მეეჭვება კი), თუარადა მე მოვიტან ნაშობავებს ;)

მეგრულ-ქართული ლექსიკონი კოლხს უთხარი მაგას თუ არა მაგის მეზობლებს ექნებათ, მაგარი მეგრელი სეპარატისტების კორპუსში ცხოვრობს :D

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by teo- » 05 იან 2010, 16:50

guruli
:lol: :lol: :lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by lama » 12 იან 2010, 13:35

ბინა მინდა ქირით და ხომ არ იცით სადმე???

1 ოთახიანი

250-300 ლარად???


წინასწარ დიდი მადლობა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by chuna » 12 იან 2010, 18:41

qvevri
გიო! საყვარელო! მე მგონი, რომ "მევენახეობა" უნდა მქონდეს ძველი გამოცემული...პაპაჩემის ბიბლიოთეკაში კახეთში..მოგიძებნი..

აქ კი რაც გიპოვე, ესაა გ. ჯაფარიძე და გ.კვაჭაძის "მებოსტნეობა"-1950 წ.

ტერმინებისა და ტექტონუკურობის მხრივ შეუცვლელი ნიმუში მგონია..


რაც შეეხება ლექსიკონებს "ოქსფორდის", "ვებსტერის" და აშ..უცხოურიდან მოყოლებული გურულ-ქართულით (ბადრი სირაძის) დამთავრებული, რასაც ხელს დაადებ, გაგატან...

ველი შენს გამოხმაურებას!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 12 იან 2010, 21:15

chuna
გ ა მ ო ხ მ ა უ რ ე ბ ა
დიდი სიამოვნებით ვითხოვებ გურულ-ქართულს და მევენახეობას- პაპაშენი ბიბლიოთეკიდან.
ასევე დიდათ დამავალებ თუ სოფელში მომიძებნი რაიმე ეთნოგრაფიულ ან შინამრეწველობის მასალებს, თუნდაც ეს იყოს არა კახური არამედ სხვა კუთხეებისა. ისე მევენახეობა მეცა მაქვს რამოდენიმე და ტყუილად რომ არ გაწვალო ჯერ ავტორი მითხარი. უცხოური ლექსიკონები ჯერ-ჯერობით არ მარგია დამადლობა.
ეხლა უკვე მე ველი შენს გამოხმაურებას ჩემს გამოხმაურებაზე :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by ლეონტი » 12 იან 2010, 22:14

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენაა: შობიდან ნათლისღებამდე.

http://www.manuscript.ge/index.php?m=83&newsid=446
Last edited by ლეონტი on 12 იან 2010, 22:17, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ყოველდღიური, სასწრაფო, საქმიანი

Post by qvevri » 12 იან 2010, 22:16

ლეონტი wrote:საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენაა: შობიდან ნათლისღებამდე.
ყმაწვილო მისამართი დამასწავლეთ თუ შეიძლება.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]