
დროულად შევიკრიბეთ და ორგანიზებულად გავედით.
კარვიდან 9 ეკიპაჟი ვიყავით როგორც მახსოვს, რამდენიმე ოფროუდერი შემოგვიერთდა ყინწვისის მისადგომებთან.
საკმაოდ თბილოდა და ამის გამო აიხსნება ის რომ თოვლი, გაყინული გზა და სირთულეები გზაზე შედარებით ნაკლები იყო, ასეთი უთოვლო ქოზიფას გზა მე არ მახსოვს. თუმცა ქოზიფას მისადგომებთან თოვლი მეტნაკლებად იდო. კიდევ იყო მეორე რამ რითაც ეს გასვლა არ დაგვავიწყდება იმათ ვისაც რაცია ჰქონდა, მოკლედ მთელი გზა მხიარულად , ოხუნჯობაში გავატარეთ, რაც ილიას, აცას, ქებურიუსის და ლომის დამსახურებაა

ვნახეთ ყინწვისისა და ქოზიფას მონასტრები, უკან თბილისისკენ მომავალ გზაზე დავათვალიერეთ ზაზა ფანასკერტელის ციხესიმაგრე, სადაც ამჟამად დედათა მონასტერია, აქვე დგას ერთნავიანი ბაზილიკა რომელიც მთავარანგელოზთა სახელობის არის, ამჟამად მიმდინარეობს ამ ეკლესიის მოხატვა, მინდა აღვნიშნო რომ ასეთი დახვეწილი და ქართული ახლად დაწერილი ფრესკები მე არსად მინახავს!
დედები და იღუმენია ძალიან თბილად შეგვხვდნენ.
იქვე დგას სამწევრისის ტაძარი რომელსაც შორიდან შევავლეთ თვალი რადგან ტალახის გამო ახლოს მისვლა ვერ შევძელით.
საინტერესო და სათავგადასავლო გასვლა გამოგვივიდა, რამდენჯერმე გადავლახეთ მდინარე, ნაიამ და ქეთომ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ქოზიფას გზაზე სიარულს, ანუ კარავს მაგარი მძღოლი ქალები ყავს! ყველა მანქანა ბოლომდე ავედით მონასტერში, ანუ ყველამ გაიარა ის აწ უკვე კარგად ცნობილი რთული ბოლო მონაკვეთი, თუმცა პირდაპირ ეკლესიასთან არ მივსულვართ მარჯვნივ ასე 100 მეტრში გავაჩერეთ მანქანები.
მადლობა ყველა მონაწილეს!
ამ ზამთარში კიდევ რამდენიმე ჯიპტური მაქვს განზრახული, ასერომ წინ საინტერესო გასვლები გველის

ფოტოები ნინია მ გადაიღო ჩემი აპარატით, და მას ამისთვის დიდი მადლობა!
ფოტოებს ხვალიდან დავდებ
