ლამა, აჰა ეს შენ და ითამაშე...
შენი ძმაკაცების წერილია
ყურადღება გაამახვილეთ ამ სტატიის ავტორებზე...
პროტესტი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს
24 დეკემბერი, 2009 - 00:24
2009 წლის 22 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება, რომლის დადგენილების ერთი მუხლი საუბრობს საზოგადოების ნაწილის მიერ კათალიკოს-პატრიარქისადმი დასმულ კითხვებზე და ამ საკითხისადმი მიძღვნილ ტელეგადაცემებზე. წმინდა სინოდის შეფასება შემდეგია: "არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა."
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კითხვების დამსმელ ადამიანებს არ თვლის საზოგადოების წევრებად და პასუხის ღირსად. მაგრამ, წმინდა სინოდის კრება თავადვე აცხადებს, რომ: "ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა", ანუ საპატრიარქო ნაწილობრივ მაინც აღიარებს ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების შესახებ დასმული კითხვების ლეგიტიმურობას. თუმცა, წმინდა სინოდი ანტიეკლესიურ კამპანიად აფასებს აღნიშნულ პროცესებს, რომლებიც სინამდვილეში ეკლესიის გაჯანსაღებისკენ არიან მიმართული.
უმწვავესი პრობლემების შესახებ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს წმინდა სინოდი "სიცრუეს, შეურაცხყოფას და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობას" უწოდებს. წმინდა სინოდი პირდაპირ ემუქრება ქართულ სახელმწიფოსა და მასმედიას, რათა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფომ ჩანასახშივე ჩაკლას ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე საჯარო მსჯელობა და დებატები. სინოდის დადგენილებაში ნათქვამია: "სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან . . . პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება." ეს ტექსტი პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოს ჟურნალისტებსა და ჩვენზე რეპრესიების განხორციელებისაკენ, ხოლო ამ რეპრესიებზე უარის თქმის შემთხვევაში სინოდი "ეკლესიისა და ერის ღირსების დასაცავად" უკვე პირდაპირ სახელმწიფოს ემუქრება.
გამოვხატოთ უკიდურესი აღშფოთებას და პროტესტებთ წმინდა სინოდის ამ ანტიქრისტიანულ და ანტისახელმწიფოებრივ დადგენილებას.
ყოფილი დეკანოზი ბასილ კობაზიძე და მამა ზაზა თევზაძე
