2009 წლის ნომინაციები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
2009 წლის ნომინაციები

Post by Bivrili » 25 დეკ 2009, 14:08

რადგან ჯერ-ჯერობით კარავზე დემოკრატია სუფევს და რაგდანაც ამ საკითხის განხილვა საჯაროდ ხდება, თავს უფლებას მივცემ მეც გამოვთქვა ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით.
მე მაინც მგონია , რომ უცხო ბილიკის ნომინაციაში უნდა გასულიყო სხვა გასვლა, თუნდაც არწივის ხეობის, ან ჩიტუციოს , ან გიორგი ბაგრატიონის ან არჩილის მიერ მოწყობილი გასვლა სადაც მან მანამდე უცნობი აია სოფიას ტაძარი გვაჩვენა ყველას, თურმე ჩვენც გვქონია ჩვენი აია სოფია ეს კი არავინ იცოდა, ან ნებისმიერი სხვა გასვლა, მაგრამ არა ტობა...

ტობა სულ სხვაა და ამ ერთი ნომინაციით არ უნდა დაიმალოს მისი ხიბლი და უპირატესობა წელს მოწყობილ სხვა გასვლებთან შედარებით.
ტობას მახასიათებლები

1. ყველაზე ხანგრძლივი გასვლა (11 დღე)
2. ფეხით გავლილი მანძილი ( დაახლ. 70 კმ. )
3. ოთხი უღელტეხილის გადავლა (თითოეული დაახლ. 3000 მ. )
4. გუნდურობის უმაღლესი ხარისხი, რამაც თავის მხრივ განაპირობა
5. ახალი ბილიკების აღმოჩენა -გავლა
6. მართლაც ჯადოსნური ადგილების ხილვის ბედნიერება
7. დადებითი (ხაზს უსვამ ამ სიტყვას ,რადგან ემოცია ყველა თემაშია ,თუმცა საკითხავია როგორი და რა დოზით) ემოციებით აღსავსე რეპორტაჟი.

მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი გასვლაა კარავის ისტორიაში,რომელიც მეტრადაც შეიძლება იქცეს ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალი თაობისთვის.

მე მინდა ასეთი გასვლები ბევრი იყოს და ბევრი მოვეფეროთ ერთმანეთს , რადგანაც ჩვენი მიწა გვეფერება,მიუხედავად იმისა, როგორ დაუნდობლად ვთელავთ მის თითოეულ გოჯს

აიღეთ მაგალითი მიწისგან...

პ.ს. ნუ გგონიათ, რომ ამ წერილებს კარაველების გარდა არავინ კითხულობს. იყავით უფრო კორექტულები ერთმანეთის მიმართ და გაუთავებლად ნუ უსვამთ ხაზს ერთმანეთის დაუკვირვებლობას და მოვლენათა ობიექტურად აღქმის უნარის არქონას.

პ.პ.ს. აქვე დავამატებ, ლამა მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ, ისევე როგორც თითოეულ კარაველს. ათასი ბოდიში თემაში შემოჭრისთვის.
თქვენი პატარა ბივრილი.
Last edited by Bivrili on 31 იან 2010, 15:16, edited 3 times in total.
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by lama » 25 დეკ 2009, 14:13

GAMARJOBA SAKARTVELO
ნუ ხარ აჟიტირებული

არ შეგშვენის :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
2009 წლის ნომინაციები

Post by zura N. » 25 დეკ 2009, 14:45

გაიხარე ბივრილ, რა თქმა უნდა ყველას შეულია აზრის გამოთქმა... :)
მერე რა რომ ერთმანეთს არ ემთხვევა აზრები...

მე ვერ დაგეთანხმები შენ აზრში და აი რატომ...
აქ დაწერე ის მახასიათებლები რომელიც "ტობას" გააჩნია
Bivrili wrote: მე მაინც მგონია , რომ უცხო ბილიკის ნომინაციაში უნდა გასულიყო სხვა გასვლა, თუნდაც არწივის ხეობის, ან ჩიტუციოს , ან გიორგი ბაგრატიონის ან არჩილის მიერ მოწყობილი გასვლა სადაც მან მანამდე უცნობი აია სოფიას ტაძარი გვაჩვენა ყველას, თურმე ჩვენც გვქონია ჩვენი აია სოფია ეს კი არავინ იცოდა, ან ნებისმიერი სხვა გასვლა, მაგრამ არა ტობა...

ტობა სულ სხვაა და ამ ერთი ნომინაციით არ უნდა დაიმალოს მისი ხიბლი და უპირატესობა წელს მოწყობილ სხვა გასვლებთან შედარებით.
ტობას მახასიათებლები

1. ყველაზე ხანგრძლივი გასვლა (11 დღე)
2. ფეხით გავლილი მანძილი ( დაახლ. 70 კმ. )
3. ორი უღელტეხილის გადავლა (თითოეული დაახლ. 3000 მ. )

4. გუნდურობის უმაღლესი ხარისხი, რამაც თავის მხრივ განაპირობა
5. ახალი ბილიკების აღმოჩენა -გავლა
6. მართლაც ჯადოსნური ადგილების ხილვის ბედნიერება

7. დადებითი (ხაზს უსვამ ამ სიტყვას ,რადგან ემოცია ყველა თემაშია ,თუმცა საკითხავია როგორი და რა დოზით) ემოციებით აღსავსე რეპორტაჟი.

მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი გასვლაა კარავის ისტორიაში,რომელიც მეტრადაც შეიძლება იქცეს ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალი თაობისთვის.

მე მინდა ასეთი გასვლები ბევრი იყოს და ბევრი მოვეფეროთ ერთმანეთს , რადგანაც ჩვენი მიწა გვეფერება,მიუხედავად იმისა, როგორ დაუნდობლად ვთელავთ მის თითოეულ გოჯს
ეს კი ამონარიდია ამ თემის პირველი გვერდის პირველი წერილიდან, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასებულიყო და არჩეულიყო ახალი "უცხო ბილიკი"
Gvalva wrote: მაშ ასე: (ნუმერაცია არის სრულიად პირობითი და არ ატარებს რაიმე შინაარსს)

1. უცხო ბილიკი - ახალს რა თქმა უნდა ჩვენ ვერაფერს აღმოვაჩენთ მაგრამ კარავულ ბილიკებს შორის ახალი მაინც შეიძლება შეირჩეს, ეს სასურველია იყოს: ღირსშესანიშნავი თავისი სირთულით, მოულოდნელი სილამაზით, თავგადასავლით. აღწერილი იყოს კარავზე მიმზიდველად და გასაგებად, რომ მკითხველმა შეძლოს თავადაც გაიაროს ეს მარშუტი... მოკლედ, ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს!
მემგონი რომ შენს მიერ ჩამოწერილი "ტობას" 7 მახასიათებელი სწორედ რომ ისაა რაც ამ თემის პირველ წერილში წერია ამ ნომინაციის კრიტერიუმებად... :roll: :)

პ.ს. ერთ შესწორებას შევიტან ლამას წერილში, რაც შემდეგ შენც გადმოიტანე, "ტობაზე" 4 უღელტეხილი იყო და არა 2.. :) ოთხივე 2800მ-ზე მაღალი აქედან 2 ყინულიან თოვლიანი... :) :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
2009 წლის ნომინაციები

Post by Naia » 25 დეკ 2009, 16:20

ninia wrote:დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო :oops: ყველაზე მეტად გული იცით რაზე მწყდება ხალხნო? ამ უაზრო თუ აზრიან კამათზე კი არა, იმაზე რომ ერთმანეთის სიყვარულის ქვეშ წყალი დგება, მერე რომ შეიძლება გუბედ გადაიქცეს და მერე ქართველობა? მარტო მომღიმარი სახეები ხომ არ არის საკმარისი? გულში თუ ცეცხლი ჩაქრება...
ნინ, არ ვიცი გარედან როგორ ჩანს, მაგრამ კამათით ნამდვილად არ ვკამათობთ. როგორც იტყვიან, აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს :)

ჩემში გაუგებრობა თავად ნომინაციის დასახელებამ გამოიწვია. რახან ნომინაციას ჰქვია 'უცხო ბილიკი', ჩავთვალე რომ ისეთს უნდა გაემარჯვა, რაც მართლაც უცხო იყო. ამიტომ ძნ გამიკვირდა, რომ ამ ნომინაციაში სხვა, მართლა უცხო ბილიკები არ მოხვდა.

მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ეს ნომინაცია მარტო უცხო ბილიკს კი არ მოიცავს, არამედ საუკეთესო ლაშქრობასაც (ანუ ორი ერთშია :) ), მაშინ უკვე ცხადი გახდა თუ რატომ მოჰყვა ასეთი გამოხმაურება ამ თემას. ცალ-ცალკე რომ ყოფილიყო ეს ნომინაციები (ანუ უცხო ბილიკი და საუკეთესო ლაშქრობა), შეიძლება ეს გაუგებრობა არც მოჰყოლოდა :)

რაც მთავარია, ამ მიმოწერების მიზანი არავის წყენინება ან შეურაცხყოფა არ ყოფილა. მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა იყო :) ესაა და ეს :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by lama » 25 დეკ 2009, 16:31

Naia wrote:[
რაც მთავარია, ამ მიმოწერების მიზანი არავის წყენინება ან შეურაცხყოფა არ ყოფილა. მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა იყო :) ესაა და ეს :)
მართალი ხარ ჩემო ტკბილო მეგობარო

ჭეშმარიტებაც დადგინდა :)

მადლობა
ყველას
გამოხმაურებისთვის :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by Ninukala » 25 დეკ 2009, 22:37

ჩემს ნომინაციაში გამარჯვებული ფოტო

ესეც ჩვენ სისხამ დილით ყველაზე ყოჩაღი კარაველები :) ღრუბლებში მოცურავენი... :*

ესეც ჩვენ

Image
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by teo- » 25 დეკ 2009, 22:40

ფოტო რომელსაც კომენტარი არ სჭირდება
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
2009 წლის ნომინაციები

Post by ARCHILI » 25 დეკ 2009, 22:50

Ninukala wrote:ჩემს ნომინაციაში გამარჯვებული ფოტო

ესეც ჩვენ სისხამ დილით ყველაზე ყოჩაღი კარაველები :) ღრუბლებში მოცურავენი... :*

ესეც ჩვენ

Image
გენიალურ!!!

:)

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
2009 წლის ნომინაციები

Post by Na-tia » 25 დეკ 2009, 22:50

უუჰ, სად სასოფლო და სად კონსერვატორიაო ერთ ქართულ ფილმში რომ ამბობენ, ეგრეა ტობავარჩხილი ყველა სხვა ლაშქრობასთან შედარებით ჩემი მოკრძალებული აზრით :D რომ არ დამეწერა უბრალოდ არ შემეძლო :D :D

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by Int3lig3nt » 25 დეკ 2009, 22:56

Na-tia
კუმ ფეხი გამოყოო :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
2009 წლის ნომინაციები

Post by Na-tia » 25 დეკ 2009, 23:23

Int3lig3nt wrote:Na-tia
კუმ ფეხი გამოყოო :D.
ხოო, ეგ მე თვითონ უნდა მიმეწერა და დამავიწყდა :D უბრალოდ თავი ვერ შევიკავე აზრის გამოთქმისგან:D :D :D :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2009 წლის ნომინაციები

Post by guruli » 25 დეკ 2009, 23:24

Ninukala
ჩემს ნომინაციაში გამარჯვებული ფოტო

ესეც ჩვენ სისხამ დილით ყველაზე ყოჩაღი კარაველები ღრუბლებში მოცურავენი... :*

ესეც ჩვენ
ნუ, მოკლედ, ერთი გასვლა მოვაწყვე წლეულს კარავზე და რა ფოტო დავუტოვეთ შთამომავლობას, რა ფოტო! :D
გაისად მაგ ადგილებში ბევრად მასშტაბურ გასვლას მოვაწყობ - გპირდებით. მაქედან ღორჯომში გადასვლა უკვე დიდი სირთულე არ ჩანს - ზოტიყელიდან არც ისე შორს უნდა იყოს, მაგრამ უფრო აბასთუმნის მხრიდან ბახმაროშო გადმოსვლა მაინტერესებს. მაგრამ მასეთი ხანგრძლივი გასვლაც რომ ვერ მოვასწროთ, ჩემს სოფელს ანუ ხევისწყალას ხეობას და სუფსის ხეობას მაინცვ დავამატებთ მაგას.
სხვათა შორის, ჩვენ რომ ვიყავით, იმავე პერიოდში ”შუა ქალაქის” ხალხი ყოფილა წასული. ისინიც ასულან მზის ამოსავალზე და ქეთევანის ინტერვიუს ვკითხულობდი მერე, აღფრთოვანებული რომ ჰყვებოდა იმ სურათის, იქაურობის სილამაზეზე.
და ნომინაციებს რაც შეეხება, მოვითხოვ, გაისად დაწესდეს ადმინის ამფორიაქებლის ნომინაცია - ულაპარაკოდ მოვიპოვებ. :D დაიაურის წიგნზე ხომ ისე ვანერვიულე, ამ კალენდარის გამოცემის წინაც ისეთ დღეში ჩავაგდე, გამეცინა, თორემ ლამასთან თუშეთიდან დარეკვა მონაგონი იქნებოდა. :lol: :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
2009 წლის ნომინაციები

Post by Mta Mkvarebia » 26 დეკ 2009, 00:30

Ninukala
ნიინ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა :**. მიხარია რომ ეს ფოტო ასე მოგეწონათ და კიდევ ის მიხარია, თუ იმ განცდის და სილამაზის რაღაც ნაწილი მაინც მოიტანა ამ ფოტომ თქვენამდე :) .
ჩვენ იქ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ! :D
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
2009 წლის ნომინაციები

Post by გვალდა » 26 დეკ 2009, 00:53

ეს ფოტო როგორ არ უნდა მოგეწონოს!

ჯერ "უადამიანებოდ" ნახავ და იფიქრებ რომელიმე ავიარეისიდანაა გადაღებული კავკასიონზე გადაფრენისას, და მერე უცებ ამდენ ხელაწვდილ ადამიანს დაინახავს და დაგბურძგლავს :shock:

ჩემგანაც აპლოდისმენტები. ძალიან მომწონს. და თუ ორიგინალ ზომაში გამომიგზავნით :roll: დიდ ფორმატზე დავბეჭდავ რამეთუ კანტორაში მინდა მქონდეს!!!
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
2009 წლის ნომინაციები

Post by Mta Mkvarebia » 26 დეკ 2009, 01:18

გვალდა
:**

მაგაზე როგორ დაგზარდები, ოღონდ სამსახურში მაქვს, ასე ვუპასუხე ზუსტად ნინუკალას ამ რამდენიმე დღის წინ რომ მთხოვა ამ ფოტოს ორიგინალ ზომაში გადაგზავნა, მერე ვეღარ მოვიცალე სკაპიში შესასვლელად და სულ გადამავიწყდა. რა ვიცოდი მაშინ, თურმე რისთვის სჭირდებოდა :D , ეჰჰჰ, მეძახეთ ამის მერე მთაშენკა და ყოვლისმცოდნე :lol:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]