ოღონდ დავაზუსტოთ, ეს პირიქითის ალაზანი რომაა, ვინმეს კახეთის ალაზანი არ ეგონოს.ასე ჩანს დართლო ალაზნის ნაპირიდან......
თუშური შთაბეჭდილებები
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშური შთაბეჭდილებები
kopeina
თუშური შთაბეჭდილებები
ეს სურათი განსაკუთრებით მიყვარს, ძალიან მაგარი ცხენი იყო, ლამაზი და დაღლილი. სულ ოფლი სდიოდა. მე მას ჩემი ქუდი დავახურე და ქუდიანი ცხენი გამოვიდა ....

თუშური შთაბეჭდილებები
guruli
მართალი ხარ ეს პირიქითი ალაზანია, სულ დამავიწყდა მითითება.....
მართალი ხარ ეს პირიქითი ალაზანია, სულ დამავიწყდა მითითება.....
თუშური შთაბეჭდილებები
ისე თუშეთში რაღაც ბევრი ალაზანი მახსოვს მე. როგორც აქეთ ბევრი არაგვია.guruli wrote:kopeinaოღონდ დავაზუსტოთ, ეს პირიქითის ალაზანი რომაა, ვინმეს კახეთის ალაზანი არ ეგონოს.ასე ჩანს დართლო ალაზნის ნაპირიდან......
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშური შთაბეჭდილებები
Nika
პირიქითის ალაზანი კიდევ არის თუშეთის ალაზანი..... მეტი არ მახსოვს, არის კიდევ?
პირიქითის ალაზანი კიდევ არის თუშეთის ალაზანი..... მეტი არ მახსოვს, არის კიდევ?
თუშური შთაბეჭდილებები
kopeina
გომეწრის ალაზანი. საერთოდ, მანდ ყველა მოზრდილ მდინარეს ალაზანს ეზახიან, როგორც - ტაოში - ჭოროხს.Nika
პირიქითის ალაზანი კიდევ არის თუშეთის ალაზანი..... მეტი არ მახსოვს, არის კიდევ?
თუშური შთაბეჭდილებები
კიდე ხისოს ალაზანია დიდებიდან რაც ვნახე რუკაზე
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშური შთაბეჭდილებები
Nika
ეხ, ნეტა ახლა ჩამაყოლა მაგ ხეობას - ცერიდან დაწყებული, ციმბირი, საცივი, ფიცრიჭალა. სამხევი, მერე სოფლები - ჭალა, ზევით ხისო, მარცხნივ შტროლთა-ნაციხარი-ჟველურთა-ჩიგლაურთა-ხახაბოს ასახვევი, მარჯვნივ - ომალოს და დანარჩენი თუშეთის გზა...
ხისოს ალაზანი მხოლოდ იმიტომ არ ვახსენე, რომ, მგონი, მაგას გულისხმობდა კოპეინა "თუშეთის ალაზანში". ისე კი, მართლაცაა ეგ მდინარე. კახეთიდან რომ გადადიხარ, სწორედ ეგ მხარეა პირველი. სწორედ მაგ მდინარეზეა ლოდზე ამოსული ის ცნობილი ნაძვიც.კიდე ხისოს ალაზანია დიდებიდან რაც ვნახე რუკაზე
ეხ, ნეტა ახლა ჩამაყოლა მაგ ხეობას - ცერიდან დაწყებული, ციმბირი, საცივი, ფიცრიჭალა. სამხევი, მერე სოფლები - ჭალა, ზევით ხისო, მარცხნივ შტროლთა-ნაციხარი-ჟველურთა-ჩიგლაურთა-ხახაბოს ასახვევი, მარჯვნივ - ომალოს და დანარჩენი თუშეთის გზა...
თუშური შთაბეჭდილებები
ვა, თუშეთის ალაზანი, ხისოს ალაზანია? კარგად ვნახავ "ალაზანებს" რუკაზე თორემ დავიბენი......
თუშური შთაბეჭდილებები
kopeina
ეგ სამი ალაზანი ერთვის ერთმანეთს ომალოსთან.
ეგ სამი ალაზანი ერთვის ერთმანეთს ომალოსთან.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშური შთაბეჭდილებები
lama
Nika
აკი სვანეთიო?წელს აუცილებლად მივდივარ თუშეთში

Nika
და შენაქოს იქით ეგ ერთიანი ალაზანი იცი როგორი მღვრიეა? იქ ნიადაგი ეგეთი და ის აძლევს ფერს. საერთოდ, რამდენადაც თუშეთის ბუნება ლამაზია და თვალწარმტაცი, ლეკებისკენ იმდენად ჩაშავებულ-ჩაჟამებულია და უამური, გახედვა არ მოგინდება.ეგ სამი ალაზანი ერთვის ერთმანეთს ომალოსთან.
თუშური შთაბეჭდილებები
guruli

მოკლედ რომ ვთქვათ: ანდის ყოისუალეკებისკენ იმდენად ჩაშავებულ-ჩაჟამებულია და უამური, გახედვა არ მოგინდება.

ორივენიცა მინდა. მარა თუშეთი უფრო ახლოა რა და იოლად განსახორციელებელი.აკი სვანეთიო?
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშური შთაბეჭდილებები
ხალხნო, მართალია, ეს ლექსები ფშაველი კაცის - ელგუჯა უძილაურისაა, მაგრამ თუშეთში ნამყოფებს ყველას გექნებათ სიმღერებად მონასმენი და ამიტომ ვდებ აქ, კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ. პოეზია ხომ ყველასია და თუშ-ფშაველნი რამ გაყო.
ისე, ამის რჯული რა ვთქვი, როგორებს ჰქვიათ პოეტები, ასეთები კი არ ჩანან.
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
********************************************
ეს ერთი სტროფი, სხვა ლექსიდანაა, მაგრამ ოდვან პერიფრაზირებულს, მთაში მაგ სიმღერის გაგრძელებად მღერიან.
ქალაუ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე ქალბნელო ვაჟკაცის ვედრება,
ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.
************************************************
და ეგ ლექსიც სიმღერაა.
ციხისგორობას მეც დავლიე ლუდი სვიანი,
სასანთლის კართან მლოცავები იდგნენ დრინჯები,
ხევისბრის ღაღადს- საქართველო იყოს მზიანი,
ამინს ეტყოდნენ დაჩოქილი, ფშავლის ბიჭები.
წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი,
უკანასკნელი შეკივლებით მისწვდა ქარაფებს,
გადმომაწოდეს ჯიხვის ყანწით პანტის არაყი,
დალიე ძმაო, დღეს ქეიფში უნდა დაღამდეს.
დაღამდა, ვიღაც შეერკინა ღამეს ჩონგურით,
ცეკვა-სიმღერით ქალ-ვაჟები დუმილს ბზარავდნენ,
დავნებდებოდი ბედისწერას მე უბედური,
თუ არაგველი ასულები მომიპარავდნენ.
ირემთ კალოზე იყო დოღი, ნალის პრიალი,
ლამაზი ჩანდა საარაგვო იმ სიმაღლიდან,
არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი,
გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?
********************************************
ესეც მაგარი სიმღერაა, მაგრამ ამის მეტი არ ვიცი. მონიპოვებ და დავდებ მერე.
"როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგევხარ ნესტანს და თამარ ქალს, .....
დედაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს ,
მერე გინდ ყაჩაღიც დამარქვან,...

ვაახ, მაგარია!
თუშეთში ეს არ მომისმენია, მარა... მომისმენია: არ მომისმენია სიტყვებით, მაგრამ ემოციური "შრიფტით" ბუნებისგან "ვკითხულობდი"...
ვაახ, მაგარია!
თუშეთში ეს არ მომისმენია, მარა... მომისმენია: არ მომისმენია სიტყვებით, მაგრამ ემოციური "შრიფტით" ბუნებისგან "ვკითხულობდი"...

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...