19ში, ანუ შაბათს ღამის თბილისში სასეირნოდ მივდივართ. ვიკრიბებით რუსთაველზე, კინო სახლთან, საღამოს 9საათზე. მარშუტი კი იქნება:
პატარა სახლუკებიანი ვარდების მოედანი - რუსთაველი - თავისუფლების მოედანი - კოლმეურნეობის მოედანი - ბარათაშვილის ხიდი - ავლაბარი - ღვინის აღმართი - მეტეხის ხიდი - აბანოები - ტურისტული მარშუტი და არჩილის მიერ შემოთავაზებული საქეიფო ადგილი

დაშლის საათი სურვილის მიხედვით, ვისაც როდის მოუნდება შინ დაბრუნება. კვირის გასვლა დილით ადრე არ არის დაგეგმილი და შესაბამისად გვიანობამდე ერთად ყოფნა თავისუფლადაა შესაძლებელი
სასურველია სუფრის ატრიბუტები ყველამ სახლიდან წამოვიღოთ, თუნდაც ცოტ ცოტა, საღამოს პოპულში შესეირნება დიდად არ მხიბლავს ხოლმე

მოკლედ გელოდებით ყველას ყველას შაბათს საღამოს რუსთაველზე. სიის შედგენას აზრი არ აქვს ყველა მსურველი მიღებული იქნება, წამოიყვანეთ პლიუსებიც, უნდა ვიცინოთ და ვიგიჟოთ ბევრი ბევრი ბევრი. შევიქმნათ წინა საახალწლო განწყობაააააააააააა