იმედია ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანები ბევრ საინტერესოსო გვეტყვიან ქართული ფრესკების შესახებ საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ.
ყმაწვილებო მე გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად დავიცვათ ის ქრონოლოგია, რომელსაც მევე შემოგთავაზებთ, თუმცა ეს ახირება ნამდვილად არაა და თუ თქვენი სურვილი იქნება ისე დააწყვეთ სურათები როგორც თქვენ გაგეხარდებათ.
სასურველია, თუ დაიდება ჯერ თავად ტაძარის, სამრეკლოსი თუ სატრაპეზოს სურათი სადაც თავად ფრესკებია და ამის შემდეგ კი ფრესკები, რომლებსაც სასურველია ახლდეს დასახელება (ანუ თუ ფრესკაზე ღვთისმშობელია გამოსახული ჩვენს კომენტარშიც იგივე უნდა ეწეროს, თუ რა თქმა უნდა გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია).
გთავაზობთ ერთ მაგალითს და ამის მერე თქვენი გვერდში დგომის იმედი მექნება, ვინძლო ისეთი კოლექცია შევქმნათ, რომ მრავალ ადამიანს გამოადგეს კარგ საქმეებში.
ბუგეულის ტაძარი, რომელიც მთავარანგელოზთა სახელობისაა.

განკითხვის სცენა

მთავარაგელოზები: მიქაელი და გაბრიელი

ნათლისღება

გარდამოხსნა

საკურთხევლის საერთო ხედი
