მოკლედ როგორც იცით ამ გასვლას საქმიანი სახე ჰქონდა, სასტუმროები უნდა დაგვეზვერა. შესაბამისად ფოტოები ბევრი არ გადამიღია, რაც გადავიღე, გადავარჩიე და გთავაზობთ
იმ მხარეში თუ კარველთა ჯგუფი მიდის, ტრადიციას არ უნდა უღალატოს და ბორჯომში უნდა შეჩერდეს, ერთი კარგი კაცის სანახავად

. ჩვენც ასე მოვიქეცით

.
კარველები და დიდი კარველი კავკასიკა
შემდეგი გაჩერება აბასთუმანში, სასტუმრო "კაპა"-ში, სასტუმროს ფოტობი სხვა თემაში დავდე. ამ ფოტოს ადგილი კი აქაა. არა რა, ჭამა-სმის მოყვარული ვარდანაული თავისი წარმოსადეგი ღიპით მაინც ვერ ავსებს ამ ჩოხას
"კაპას" მონახულების მერე ობსერვატორიის სასტუმროსკენ გავეშურეთ და ავუყევით ყანობილის გაყინულ გზას. თითქოს ერთგვარ ტრადიციად იქცა, ანზორის მინიბუსის მოცურება ყანობილის მთის ხრამის პირას

(ვისაც ახსოვს 2 წლის წინანდელი თავგადასავალი

), საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა
სანამ ანზორი საბურავებზე ჯაჭვებს მოარგებდა, გზა გუნდაობა-გუნდაობით გავაგრძელეთ და ბოლო 1 კილომეტრი ფეხით ავიარეთ. იმდენი თოვლი არ იყო, მაგრამ ვიმყოფინეთ
