

ეხლა კი ისტორიული ცნობების ნაწყვეტი იქაურობის შესახებ:
თხოთის მთა მდებარეობს სოეფლ აღაიანის სამხრეთ აღმოსავლეთით 2 კილომეტრზე.ჰყოფს მტკვრის ხეობას და მუხრანის დაბლობს. მისი აღმოსავლეთის კალთები მდინარე ქსნისკენ ეშვება. ისტორიული წყაროების თანახმად: მირიან მეფე ამ მთასთან ახლომახლო ნადირობდა, ხოლო რორესაც მან თხოთის მთაზე ფეხი შედგა "დაბნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული". როგორც ისტორიიდან ვიცით ეს ადგილები გაუვალი ტყეებით ყოფილა დაფარული, ხოლო დღეს კი ამ ადგილებს ჯაგნარი ფარავს...
ხოდა რადგანაც ეს ადგილი მირიან მეფის სახელს უკავშირდება კარგი იქნება თუ ჯერ გავივლით მცხეთის დედათა მონასტერში(ან გამოვივლით) და პატივს მივაგებთ ამ წმინდნს და მის საფლავს. ამავე მონასტერში დღემდე დაცულია "მირიანის კოშკი", რომელშიც ცოტა ხნის წინ ბერი გაბრიელი ცხოვრობდა(პირადად ვიცნობდი და ჩემს სახლშიცაა ნამყოფი)



ეხლა კი რამოდენიმე სურათი ამ ადგილიდან ჩემს მიერ გადაღებული:
გზიდან გადავუხვიე თუ არა აი ეს დავინახე და ხომ არ იცით რატომ გამიწია გულმა და რატომ დავათვალიერე ეს ქვევრები???

სწორედ ამავე ადგილიდან

ნახეთ როგორი ჯვარის ფორმის ბუჩქნარია გაშენებული ამავე ადგილას...

ხედი ტაძრიდან. მტკვრის ხეობა. მოსჩანს "მირიანის" მეფრინველეობის ფაბრიკა, სოფელი კავთისხევი, ხანდაკი,(მოშორებით) ახალციხე, ახალქალაქი.

შ

აღმოსავლეთის ფასადის სარკმელის მორთულობანი

სამხრეთის ფასადი

სამხრეთიდან

ჩრდილოეთიდან

"მუხრანის ველი"

აი სულ ეს იყო.
ვფიქრობ, რომ წაოსვლის მსურველები გამოჩნდებიან.
წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი. მე ჩემი მანქანით (სამი ადგილი თავისუფალი მაქვს) თქვენს განკარგულებაში ვარ. საწვავის ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებ

მოკლედ ამჯერად იმაზე ჩამოვყალიბდეთ ღირს თუ არა საერთოდ იქ წასვლა და თუ მსურველები გამოჩნდებიან მაში სამომავლო გეგმებში გადავინაცვლოდ.
აბა გისმენთ.
