მოკლედ რა ხდება, ცუდი ამბავი არის ის რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს

თუმცა ჯერ ტანმიმდევრობით აგიხსნით სიტუაციას. უპირველესი მიზეზი რის გამოც მე პირადად ვემხრობოდი აბასტუმანს, ყანობილის მთა და იმ ულამაზეს დათოვლილ ზღაპარში გატარებული დღეები იყო 2 წლის წინ ნაიას დაბადების დღეზე. მართალია ის სასტუმრო თუ ლაბორატორია რაც მაშინ იყო, ახლა გაარემონტეს იდეალურად, ახალი ავეჯით აღჭურვეს, სველი წერტილები ევროსტანდარტების შესაბამისად გააკეთეს, და იმის მიუხედავადაც რომ იქ 40 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, ეს ვარიანტი არ გამოგვადგება

, რადგან გათბობის სისტემას სრული დატვირთვით ვერ ამუშავებენ, ამ დატვირთვით კი შეგცივდებათ და არც ცხელი წყალი გექნებათო, დატვირთვა რომ გაზარდონ კაბელები ვერ გაუძლებს და შეიძლება გადაიწვას და შუქი სულ არ გქონდეთო. მოკლედ ეს ვარიანტი ჩვენდა სამწუხაროდ გამოირიცხა

.
ჯერ იმაზე დაგვწყდა გული რომ ყანობილის მთაზე ვერ შევხვდებით ახალ წელს, თუმცა ახალ წელს როცა სავარაუდოდ უფრო დიდი თოვლის საფარი იქნება ქვედა აბასთუმანიც ლამაზი იქნება და ყანობილის მთაზე გასალაშქრეადაც შეგვიძლია ერთი დღე ავირჩიოთ.
თუმცა ქვედა აბასთუმანსი მდებარე სასტუმროებს იგივე პრობლემა აქვთ, გათბობა და ცხელი წყალი, ამის გამო უმრავლესობა დაკეტილია. მხოლოდ 2 საოჯახო სასტუმრო ვნახეთ. აქედან ერთია სასტუმრო "კაპა" რომელიც მართლა კარგია, თუმცა მისი მინუსი ისაა რომ 22 კაცზე მეტს ვერ დატევენ, ლამაზი კოხტა სასტუმროა, მაგრამ შარშანდელი "ნატვრის ხე" მასთან შედარებოით უფრო მოცულობითია. თუმცა საწოლი ოტახების ხარჯზე, მოსასვენებელი ოტახი (მანსარდაზე ბილიარდით და ბარით) მოზრდილია, ასევე პატარა არ ითქმის პირველ სართულზე განლაგებული მისაღებ ოთახზე, სადაც სავარაუდოდ შევხვდებით ახალ წელს.
დიახ, სასტუმრო უკვე დავჯავშნეთ 
, გოგა ავანსსაც გადაურიცხავს მეპატრონეს ალბათ ხვალ. 22 კაცის ზემოთ ვინც იქნება, გვერდით 50-100 მეტრში არის მეორე სასტუმრო, თუმცა ოდნავ ნაკლებად მოწყობილი, იქ შეიძლება ნაწილმა გაათენოს ღამე, იქ იქნებიან მხოლოდ ღამით, დღისით კი ისაუზმებენ, ისადილებენ და ივახშმებენ ძირითად სასტუმროში, "კაპაში", თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ძალიან არ გაიზრდება ხალხის რაოდენობა , ალბათ 35 კაცზე მეტი სასადილო ოთახში ვეღარ დაეტევა.
ახლა რაც შეეხება თანხას, გოგამ თავისი შარმის გამოყენებით, მოახერხა მისი დაყოლიება და 50 ლარზე დაითანხმა თავის კვებით, აქედან 30 ლარი კვების თანხაა, ანუ ისინი ვინც გვერდით სახლში დაიძინებენ, მხოლოდ ამ თანხას გადაიხდიან.
ახლა კი ფოტოებს ავტვირთავ, დამელოდეთ
