რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?
ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა;
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მართლა ეგრეა
სვანეთოლოგი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
დალის წყევლა
არც ჩემი ხათრი გაქვს,
არც ღმერთის, არც ხატის,
ცხრა მოჰკალ ხარჯიხვი,
ერთი არ იკმარე...
შემუსრე უხვანზე ჯიხვები ლალცხატის,*
იმ ხიჩო, სიმარე?**
აქეთაც, იქითაც
მოკლული შუნი დევს,
მგლებსა და ყვავ-ყორნებს
უყივის ჭილყვავი...
მრუში და მეძავი ქალების სუნი გდევს,
წყეულიმც იყავი!..
ფოთრებიც დათოფე,
ნაზარდი სიმწრითა,
უმანკო სისხლით გაქვს
დასვრილი ხელები...
საფლავი აგევსოს ეკლით და ჭინჭრითა
და კუბო - გველებით!..
* ლალცხატი - ღვთის ნაკრძალი
** რას შვრები, შე კაცო?

სვანებს დილის წყევლა რომ ესეთი აქვთ საღამოსი რიგირიღა ექნებათგვალდა wrote:დალის წყევლა
არც ჩემი ხათრი გაქვს,
არც ღმერთის, არც ხატის,
ცხრა მოჰკალ ხარჯიხვი,
ერთი არ იკმარე...
შემუსრე უხვანზე ჯიხვები ლალცხატის,*
იმ ხიჩო, სიმარე?**
აქეთაც, იქითაც
მოკლული შუნი დევს,
მგლებსა და ყვავ-ყორნებს
უყივის ჭილყვავი...
მრუში და მეძავი ქალების სუნი გდევს,
წყეულიმც იყავი!..
ფოთრებიც დათოფე,
ნაზარდი სიმწრითა,
უმანკო სისხლით გაქვს
დასვრილი ხელები...
საფლავი აგევსოს ეკლით და ჭინჭრითა
და კუბო - გველებით!..
* ლალცხატი - ღვთის ნაკრძალი
** რას შვრები, შე კაცო?

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
qvevri
ღრმად პატივცემულო, დილა არა, დალი. დალი - ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში
ღრმად პატივცემულო, დილა არა, დალი. დალი - ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში

სვანეთოლოგი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
და არა მარტო სვანურში.გვალდა wrote:qvevri
ღრმად პატივცემულო, დილა არა, დალი. დალი - ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში
ვააა ისე მალადეც დალის რა ლექსების წერა ცოდნია....
-
- ასფალტზე მოარული
- Posts: 17
- Joined: 14 მაი 2009, 21:09
- Location: wyaros piras
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
როცა
თქვენი ქალაქის ქუჩებში,
თქვენი სკოლების დერეფნებში,
უნივერსიტეტების აუდიტორიებში,
კორპუსების სადარბაზოებში,
საზოგადოებრივ ტუალეტებში,
დასასვენებელ პარკებში,
გასართობ ღამის კლუბებში,
მიწისქვეშა გადასასვლელებში,
მოვლენ
ყელში ჰალსტუხწაჭერილი ინტელიგენტები,
სახეზე მაკიაჟწათხაპნილი მორალისტები,
ღონემიხდილი, ყოყლოჩინა დიდაქტიკოსები,
სანდომიანი გარეგნობის მქონე დემაგოგები,
შავი გაგების მქონე წვერებიანი მესიები,
პედანტურად გამოწყობილი სახელმწიფო მოხელეები
და გეტყვიან
“სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”
“არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა”
“ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”
“დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!”
“არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გამაჩნია”
“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”
თქვენ უპასუხეთ:
ყალბია თქვენი გამოხედვა!
ყალბია თქვენი საუბრის მანერა და ბიოველი!
ყალბია ყოველგვარი საურთიერთო გზების ძიება!
ყალბია თქვენი წარმოდგენა სამყაროზე!
ყალბია თქვენი განათლება და ცხოვრებისეული კრედო!
ყალბია ფემინისტი შოთა რუსთაველი!
ყალბია შესანიშნავი მხედველობის მქონე ჰომეროსი!
ყალბია უილიამ შექსპირი
და ყოფნა – არყოფნის სიღრმისეული კვლევა!
ყალბია დანტე ალიგიერი
და არ არსებობს არანაირი შვიდი ფენა ჯოჯოხეთის!
ყალბია ფრიდრიხ შილერი!
ყალბია გოეთე და რა თქმა უნდა
ყალბია ფაუსტის გარიგება მეფისტოფელთან!
ყალბია შარლ ბოდლერი
და ბოროტების ყვავილებიც მასთან ერთად!
ყალბები არიან არტურ რემბო და ლოტრეამონი!
ყალბია მთელი სიმბოლიზმი, კლასიციზმი და მისთანები!
ყალბია სამშობლოზე შეყვარებული ქართული რომანტიზმი!
ყალბია ტატო და მისი ფიქრები მტკვრის პირას!
ყალბია ეპოლეტებიანი გრიგოლ ორბელიანი!
თქვენი ცხოვრებისეული რაციონი შეადგინეთ როგორც გსურთ
და რა თქმა უნდა არ დაუჯეროთ დავით გურამიშვილს,
რომელიც ასევე ყალბია!
ყალბია თერგდალეულთა მთელი “ფრაქცია”!
ყალბია სულიკოს ძიებაში საქართველოს შეტენვის ყველა მცდელობა!
ყალბია ჰუგო ბალი და გაჯჯი ბერრი ბიმბა!
ყალბია ტრისტან ცარა, თავის ხის სათამაშო ცხენებთან ერთად!
ყალბია სიმონ ჩიქოვანი!
და იღღღღღღღღღღღღრიალეთ, რომ
ყალბია ღალა(კქ)ტიონ ტაბიძე, რომელიც ეტრფის
“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას”!
ყალბია ცისფერი ყანწის უსასრულო კულტი!
ყალბები არიან საზოგადოებრივი პოზების ვირტუოზები:
ტერენტი გრანელი და პაოლო იაშვილი!
ყალბია უოლტ უიტმენი
და მთელი ამერიკული პოეზია დასაბამიდან!
ყალბია ჯეფრი ჰილი და აკადემიური ლექსი!
ყალბია პოეტურად ანგაჟირებული მასა,
არაამქვეყნიური გამოხედვებითა და არაორდინალური ქცევებით!
ყალბია ბრძენი,
ბრმა სიტყვების ოსტატი
მაცუი ბაშო
ყალბია პაბლო ნერუდა და გარსია ლორკა!
და რა თქმა უნდა კიდევ უფრო ყალბია რაინერ მარია რილკე!
ყალბია ამბოხებული და ვითომ თავისუფალი,
ამ დროს კი კომპლექსებისგან დაღრეჯილი ბიტ თაობა!
ყალბები არიან ალენ გინსბერგი და მისი საყვარელი პიტერ ორლოვსკი!
ყალბია ჯეკ კერუაკი!
ყალბია სილვია პლათი და მასთან ერთად მთელი ე.წ. “ქალური პოეზია”!
ყალბია ბარიკადებთან წამოჭიმული მაიაკოვსკი!
ყალბია აისიდორაზე ჩაციკლული სერგეი ესენინი
და მთელი რუსული პოეზია პუშკინიდან ვერბიცკამდე და ა.შ.
ყალბები არიან კომუნისტურ ეპოქაზე მორგებული
მუხრან მაჭავარიანი და მურმან ლებანიძე
და ყალბია “უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი”,
ყალბები არიან ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი,
თუმცა ეს უკანასკნელი ყალბზე მეტია.
ყალბია მთელი ავანგარდი და პოსტმოდერნი!
ყალბია დუგლას ჰებლერი და კონცეპტუალისტთა მთელი არმია!
ყალბია ყველა, ვისი სახელის გაგონებაც
თქვენში იწვევს ამაღლებას, ან სასოწარკვეთას!
და ყველა დანარჩენი, ვინც არ ითქვა, ვინც გამომრჩა,
ან გამოვტოვე,
ყალბია!
ყალბია თქვენი კითხვის სტილი, ორიგინალურობა,
და ყველა სიტყვა, რაც კი აქამდე ამოიკითხეთ
“აი ია”-დან დაწყებული
და ამ დამპალი მანიფესტით დამთავრებული,
ყალბია!
ყალბია!
ყალბია!!!
\ხვიარა\

ღმერთო, მაპატიე უმიზნო ცხოვრება!
ღმერთო, მაპატიე პოეტობის სურვილი,
დღეს ჩემი ოცნება შენ გემათხოვრება
სუსხიან უცრემლო ქვითინით დაბურვილი.
უვიცს და უბედურს მე დიდხანს მეგონა _
საჭიროა დიდება, ბრწყინვალე სახელი,
ახლა ჩემი სული ლოცვას ჩაეკონა,
მფარველ ანგელოსის მომესმა ძახილი.
შენ, სულო, ღმერთისკენ მუდამ მიდიოდი,
ქვეყანა ცოდვიანი, უცნობი გაშინებს,
შევსცქერი მსოფლიოს, როგორც იდიოტი,
ირიბი სამყარო მთლად გადამაშენებს.
თუ ვერ მოვახერხე, მაინც ხომ მწყუროდა,
მაინც ხომ მინდოდა ქრისტეს სიყვარული,
მაგრამ მაწვალებდა სარკის ფუღუროდან
ვიწრო ყელსახვევით აჩრდილი ფარული.
თუმცა მე პოეტად თავი გავასაღე,
თუმცა გამოვკვეთე თრთოლვა იქითური,
არ იყო ჩემს ყოფაში სიმართლის ნასახი,
მეხალისებოდა ცხოვრება ბითური.
ვიყავი უკმეხი, როგორც რაძივილი,
და ახლა ვათავებ ისევ მონანებით,
მიიღე, უფალო, ჩემი ლოცვის ტკივილი,
გამაბედნიერე შენივე ზმანებით...
ღმერთო, მაპატიე პოეტობის სურვილი,
დღეს ჩემი ოცნება შენ გემათხოვრება
სუსხიან უცრემლო ქვითინით დაბურვილი.
უვიცს და უბედურს მე დიდხანს მეგონა _
საჭიროა დიდება, ბრწყინვალე სახელი,
ახლა ჩემი სული ლოცვას ჩაეკონა,
მფარველ ანგელოსის მომესმა ძახილი.
შენ, სულო, ღმერთისკენ მუდამ მიდიოდი,
ქვეყანა ცოდვიანი, უცნობი გაშინებს,
შევსცქერი მსოფლიოს, როგორც იდიოტი,
ირიბი სამყარო მთლად გადამაშენებს.
თუ ვერ მოვახერხე, მაინც ხომ მწყუროდა,
მაინც ხომ მინდოდა ქრისტეს სიყვარული,
მაგრამ მაწვალებდა სარკის ფუღუროდან
ვიწრო ყელსახვევით აჩრდილი ფარული.
თუმცა მე პოეტად თავი გავასაღე,
თუმცა გამოვკვეთე თრთოლვა იქითური,
არ იყო ჩემს ყოფაში სიმართლის ნასახი,
მეხალისებოდა ცხოვრება ბითური.
ვიყავი უკმეხი, როგორც რაძივილი,
და ახლა ვათავებ ისევ მონანებით,
მიიღე, უფალო, ჩემი ლოცვის ტკივილი,
გამაბედნიერე შენივე ზმანებით...
- ln_ln
- მაწანწალა
- Posts: 387
- Joined: 15 თებ 2009, 22:10
- Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ციხის სიზმარი
როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს
და ბნელს შემოიხვევს,
ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,
მძიმედ სძინავს ციხეს
სძინავს ციხეს, ნატამალი
ხმაც არ აკრთობს სმენას,
სძინავს ციხეს და თამარის
საოცნებო სენაკს.
სძიავს, ფიქრებს ალამაზებს
და სიზმარში ხედავს,
რომ მის ბებერ გალავანზე
არწივები სხედან.
რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთა
ნიავ-ქარის ნანას,
რომ მის ბებერ საძირკველთან
ქართველები დგანან,
რომ დილისკენ, როცა დნება
მუქი შუქი მთვარის,
გალავანზე გადმოდგება
საქართველოს თვალი.
იხურება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე,
დედოფალი იყურება
არტაჯუნის მხრისკენ.
სძინავს ციხეს, ჯანიანი
თრთის და სიზრად ხედავს:
ეს ქართველთა ჯარი არის
თუ უღრანი ხეთა,
ეს ნისლია ჩვენებური--
მზესავით რომ მოჩანს,
თუ ქართველთა ძველებური
ჩალისფერი დროშა.
ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,
ვის უხდიან ჩაჩანს,
ეს თამარი ესალმება
საქართველოს ლაშქარს.
იხერება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე.
ეს თამარი იყურება
არტაჯუნის მხრისკენ.
სძინავს ციხეს, მაგრამ დილით
მზე რომ იწყებს კაშკაშს
ეღვიძება როგორც ძილით
დასვენებულ ვაჟკაცს
ეღვიძება როგორც სისიხლით
გაგიჟებულ მხედარს.
ეღვიძება, მაგრამ ძილში
ნახულს ვაღარ ხედავს.
ვეღარ ხედავს, გაავდება
აშლის ხავსის ბალანს
და გრუხუნებს ნაადრევი
გაზაფხულის გვარად.
მერე ისევ ალამაზებს
სიზმრით თავის სვე-ბედს
და ხავსიან გალავანზე
არწივები თვლემენ
ლადო ასათიანი.
როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს
და ბნელს შემოიხვევს,
ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,
მძიმედ სძინავს ციხეს
სძინავს ციხეს, ნატამალი
ხმაც არ აკრთობს სმენას,
სძინავს ციხეს და თამარის
საოცნებო სენაკს.
სძიავს, ფიქრებს ალამაზებს
და სიზმარში ხედავს,
რომ მის ბებერ გალავანზე
არწივები სხედან.
რომ კვლავ ისმენს ძველთა ველთა
ნიავ-ქარის ნანას,
რომ მის ბებერ საძირკველთან
ქართველები დგანან,
რომ დილისკენ, როცა დნება
მუქი შუქი მთვარის,
გალავანზე გადმოდგება
საქართველოს თვალი.
იხურება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე,
დედოფალი იყურება
არტაჯუნის მხრისკენ.
სძინავს ციხეს, ჯანიანი
თრთის და სიზრად ხედავს:
ეს ქართველთა ჯარი არის
თუ უღრანი ხეთა,
ეს ნისლია ჩვენებური--
მზესავით რომ მოჩანს,
თუ ქართველთა ძველებური
ჩალისფერი დროშა.
ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,
ვის უხდიან ჩაჩანს,
ეს თამარი ესალმება
საქართველოს ლაშქარს.
იხერება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე.
ეს თამარი იყურება
არტაჯუნის მხრისკენ.
სძინავს ციხეს, მაგრამ დილით
მზე რომ იწყებს კაშკაშს
ეღვიძება როგორც ძილით
დასვენებულ ვაჟკაცს
ეღვიძება როგორც სისიხლით
გაგიჟებულ მხედარს.
ეღვიძება, მაგრამ ძილში
ნახულს ვაღარ ხედავს.
ვეღარ ხედავს, გაავდება
აშლის ხავსის ბალანს
და გრუხუნებს ნაადრევი
გაზაფხულის გვარად.
მერე ისევ ალამაზებს
სიზმრით თავის სვე-ბედს
და ხავსიან გალავანზე
არწივები თვლემენ
ლადო ასათიანი.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
წამო, დავტოვოთ ეს ქალაქი გულამღვრეული,
წავიდეთ იქით, სადაც ილტო ბრძნად დამაშვრალა,
კვეტერის კართან გადავფურცლოთ მთების დღიური,
სულ სიმღერებით შევიაროთ მთების გზა-შარა.
წამო, წავიდეთ, მე ისევ ჩემს მხარეს ვიგონებ,
იქ სიყვარულზე საუბრობენ კვლავაც ღმერთები,
ლექსად დაგიფენ ბილიკებზე ცეცხლის სტრიქონებს,
თავად მეც ცეცხლის ენებივით შემოგენთები.
წამო, დამღალა ამ ქუჩების აურზაურმა,
დამღალეს ტრფობის მოპარულმა იაგუნდებმაც,
ვნებები ჩემი ვერაფრით რომ ვერ დააურვა,
სულში რომ ნდომის მარადიულ წვად მიბრუნდება.
წამო, შენია ცისთვალების ლურჯი ტალღები,
იმ თოვლიანი მწვერვალების ათასი ფლასი,
დავლახოთ ერთად დამასტური იალაღები
ვილოცოთ ერთად ხატი ბერი გმირ კოპალასი.
წამო, წამომყევ, ლამაზია მთებში ცა უფრო
და ვარსკვლავებიც, როგორც შენი თვალები ახლა,
სულ სიყვარულის იგავებით ხოლმე საუბრობს
და სულსაც მეტი სიმშვიდე და ხალისი ახლავს.
წავიდეთ იქით, სადაც ილტო ბრძნად დამაშვრალა,
კვეტერის კართან გადავფურცლოთ მთების დღიური,
სულ სიმღერებით შევიაროთ მთების გზა-შარა.
წამო, წავიდეთ, მე ისევ ჩემს მხარეს ვიგონებ,
იქ სიყვარულზე საუბრობენ კვლავაც ღმერთები,
ლექსად დაგიფენ ბილიკებზე ცეცხლის სტრიქონებს,
თავად მეც ცეცხლის ენებივით შემოგენთები.
წამო, დამღალა ამ ქუჩების აურზაურმა,
დამღალეს ტრფობის მოპარულმა იაგუნდებმაც,
ვნებები ჩემი ვერაფრით რომ ვერ დააურვა,
სულში რომ ნდომის მარადიულ წვად მიბრუნდება.
წამო, შენია ცისთვალების ლურჯი ტალღები,
იმ თოვლიანი მწვერვალების ათასი ფლასი,
დავლახოთ ერთად დამასტური იალაღები
ვილოცოთ ერთად ხატი ბერი გმირ კოპალასი.
წამო, წამომყევ, ლამაზია მთებში ცა უფრო
და ვარსკვლავებიც, როგორც შენი თვალები ახლა,
სულ სიყვარულის იგავებით ხოლმე საუბრობს
და სულსაც მეტი სიმშვიდე და ხალისი ახლავს.
- ln_ln
- მაწანწალა
- Posts: 387
- Joined: 15 თებ 2009, 22:10
- Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შენ და ყინული ყვავილი
არ ვიცი, ეს ასე რად არის
სულ შენსკენ ილტვიან ფიქრები,
საფეთქელს ეწვია ზამთარი,
შეთეთრდა პირველი ფიფქბით.
დრო მიდის. მე, როგორც მთასვლელი,
სულ მარლა მწვერვალზე ვიჩქარი,
მე ბევრჯერ ღრუბლები გავხსენი
და შენთვის ავანთე ცისკარი.
აღმართი? სულაც არ მეძნელა.
კვლავ მრავალ ციცაბოს ავივლი,
ჩემს სულში ხარობდი ენძელად,
შენ იყავ ნანატრი ყვავილი.
გზად მითხრეს:ყინვარზეც არსებობს
არსება ყვავილის მაგვარი,
ის თურმე ენძელას მსგავსია
და მე კი მეგონა ზღაპარი.
მეჩვენა ნაზობდა მარტოდენ
და მზეზე თბებოდა დახრილი,
მე ბარში მკათათვე დავტოვე,
აქ, მაღლა ჰყვაოდა აპრილი.
ბუნებას ბევრი რამ უცდია...
ძვირფასო სიმართლეს გიყვები,
ალბათ ამ ყვავილებს უწვდიან
ერთმანეთს მიჯნური ჯიხვები
რა გახდა ეს შენი დანახვა,
შენს ღიმილს რომ ვეღარ ვესწრები
ყინულზე ცივი ხომ არ ხარ,
შენს გულში ვერ გავდგი ფესვები.
მე წარბიც არ მინდა შევხარო,
ბევრ აღმარტს უშენოდ ავივლი..
ერთს ვნაღვლობ: შენს გულში ვერ ვხარობ,
ყინულზე კი ხარობ ყვავილი.
რევაზ მარგიანი

კალათა მეცო ხელზეგა (ხელზედა)
მიხვიდოდი კალოზეგა
მამალი ჩახტა ფილშიგა
არ ინა (ინანა) წავიდა ძილშიგა.
აკვანი გაქონდა (გქონდა) სიარული
შიგ იწევ დახატული.
მე შენ ყურბანი (მსხვერპლი), ყურბანი,
კაბები გაქონდა ბურმა-ბურმა,
თოლები გაქონდა (გქონდა) სავსე სურმა.
გადი-გამოდიან ჩიტები
მე შენ როგორ შეგეჭიდები.
გადი-გამოდიან კაკბები,
მე შენ გულში ჩაგეკოკბები.
შენ იჯექი რუის პირსა
ხალი გიჩნდა გულის პირსა.
ფერეიდანის მიწას ვხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე,
ხმელი ხორბალი ერია.
სიზმარშიც ამას ვდუდუნებ,
ღმერთო, მიცოცხლე ერია.
მიხვიდოდი კალოზეგა
მამალი ჩახტა ფილშიგა
არ ინა (ინანა) წავიდა ძილშიგა.
აკვანი გაქონდა (გქონდა) სიარული
შიგ იწევ დახატული.
მე შენ ყურბანი (მსხვერპლი), ყურბანი,
კაბები გაქონდა ბურმა-ბურმა,
თოლები გაქონდა (გქონდა) სავსე სურმა.
გადი-გამოდიან ჩიტები
მე შენ როგორ შეგეჭიდები.
გადი-გამოდიან კაკბები,
მე შენ გულში ჩაგეკოკბები.
შენ იჯექი რუის პირსა
ხალი გიჩნდა გულის პირსა.
ფერეიდანის მიწას ვხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე,
ხმელი ხორბალი ერია.
სიზმარშიც ამას ვდუდუნებ,
ღმერთო, მიცოცხლე ერია.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!
- ln_ln
- მაწანწალა
- Posts: 387
- Joined: 15 თებ 2009, 22:10
- Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გაივლის დრო და...
–გახსოვს?!–
გეტყვი დღევანდელ დღეზე;
შენ შემომხედავ ,
აგევსება თვალები ცრემლით.
–აი.
ხომ ხედავ–
სასურველის
მიღწევა შევძელ.
–აი,
ხომ ხედავ–
გავამართლე იმედი შენი.
გაივლის დრო და...
–გახსოვს?!–
გეტყვი დღევანდელ დღეზე;
შენ შემომხედავ,
აგევსება თვალები ცრემლით,
–აი ,
ხომ ხედავ–
რაც მინდოდა
ვერაფრით შევძელ.
–აი ,
ხომ ხედავ–
გავამტყუნე იმედი შენი.
გაივლის დრო და...
უნდა ითქვას ორიდან ერთი.
გაივლის დრო და...
გამოჩნდება ახალი ვინმე.
გაივლის დრო და...
–თქვი,
რომელს გეტყვი!–
მეორეს?!
პირველს?!
მუხრან მაჭავარიანი

რომელსაც შენი მონობა ჰმართებს,
ხარ ქვეშევრდომი როდესაც მისი,
აღემატება ყოველგვარ სასჯელს,
რაც კი ოდესმე ყოფილა სადმე,
კაცობრიობამ რაც დღემდე იცის.
მუხრან მაჭავარიანი.
ხარ ქვეშევრდომი როდესაც მისი,
აღემატება ყოველგვარ სასჯელს,
რაც კი ოდესმე ყოფილა სადმე,
კაცობრიობამ რაც დღემდე იცის.
მუხრან მაჭავარიანი.
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
რამდენი ხანია აქ არ შემომიხედია
გასულა საკმაო დრო და გასულა ჟამი.
ბევრი რამ იცვლება ყოველდღიურობაში,
თუმცა ყველაფერი გგონია სულ ერთი წამი
სამ დროს ამბობენ რატომღაც,
თითქოს იცვლება რაღაც
აწმყოში მოვედი ამქვეყნად,
აწმყოში ვაგრძელებ ახლაც
გარშემო იცვლება ყველა ფერი
გაზაფხულს ზაფხული მოსდევს.
შემოდგომის თვის შემოსვლაც
ადვილად ეტყობათ ბოცებს
გუშინწინ დმანისში ვიყავით,
ნაქალაქევი ვნახეთ
ზეზვა და მზიას ვეძებდით,
ქალაქს წასულნი დაგვხვდნენ
თითქოს არაფერი შეცვლილა,
თითქოს ზღაპარია ძველი
გვირაბს მივყევართ სადღაცას,
სათქმელიც კი აღარ დამრჩა ბევრი
ნერგი იზრდება, ხდება ხე,
ნაყოფს მოისხამს მწიფეს
მერე ჩავარდება მიწაში,
და ისევ ზეცისკენ იწევს
რამდენ რამეზე არ მიფიქრია
თუმცა გასულა საკმაო ჟამი.
ბევრი რამ იცვლებაო ყოველდღიურობაში,
თუმც ეს ცხოვრებაა სულ ერთი წამი
გასულა საკმაო დრო და გასულა ჟამი.
ბევრი რამ იცვლება ყოველდღიურობაში,
თუმცა ყველაფერი გგონია სულ ერთი წამი
სამ დროს ამბობენ რატომღაც,
თითქოს იცვლება რაღაც
აწმყოში მოვედი ამქვეყნად,
აწმყოში ვაგრძელებ ახლაც
გარშემო იცვლება ყველა ფერი
გაზაფხულს ზაფხული მოსდევს.
შემოდგომის თვის შემოსვლაც
ადვილად ეტყობათ ბოცებს
გუშინწინ დმანისში ვიყავით,
ნაქალაქევი ვნახეთ
ზეზვა და მზიას ვეძებდით,
ქალაქს წასულნი დაგვხვდნენ
თითქოს არაფერი შეცვლილა,
თითქოს ზღაპარია ძველი
გვირაბს მივყევართ სადღაცას,
სათქმელიც კი აღარ დამრჩა ბევრი
ნერგი იზრდება, ხდება ხე,
ნაყოფს მოისხამს მწიფეს
მერე ჩავარდება მიწაში,
და ისევ ზეცისკენ იწევს
რამდენ რამეზე არ მიფიქრია
თუმცა გასულა საკმაო ჟამი.
ბევრი რამ იცვლებაო ყოველდღიურობაში,
თუმც ეს ცხოვრებაა სულ ერთი წამი
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ln_ln
სახეტიალოდ გზები მეძახის..
მესაიდუმლედ მთა გამხდენია
შემოგვიერთდი ჩვენთან კარავში
აქ ჩვენ სხვა რამე არ დაგვრჩენია