სერია მეექვსე - სადილი, გამომგზავრება და საღამოს დახურვა, ანუ ბოულინგი
გვირაბში ჩასულები უკან აღარ ამოსულან, მათ სხვა გასასვლელი იპოვეს პირდაპირ გზაზე, ხოლო ჩვენ, ზემოთ დარჩენილებმა, სამარშრუტოს მივაშურეთ და გუნდის ნაწილი გზაზე ავიყვანეთ.... ცოტა ხანი გზა განვაგრძეთ და მოლზე სუფრის გაშლა დავიწყეთ.... ორი ლუკმის მირთმევის და სულის მოთქმის შემდეგ ბოთლებს თავები წააცალეს და პირველმა სარღეგრძელომაც გაიჭღერა, მას მეორე მოჰყვა, რა თქმა უნდა იუბილარი დაილოცა, კარავის სადღეგრძელო შეისვა.... ვინც ვერ სვამდა იძულებული იყო რამე ალტერნატიული გათბობის საშუალებისთვის მიემართა.... ასეთი კი ვარჯიში და ქართული ცეკვა აღმოჩნდა. ამასობაში გზაზე ცხვარმა ჩამოიარა, რაც მირანდამ და მე ფოტო ფირზე დავაფიქსეირეთ. მოკლედ აი ესეც დოკუმენტური მასალა იმისა თუ როგორ მიმდინარეობდა სადილი და სხვა აქტივობები:













სადილის დასრულების და სუფრის ალაგების შემდეგ ჯგუფური სურათი გადავიღეთ და ისევ ყველა სამარშრუტოში ავედით და გეზი თბილისისკენ ავიღეთ... იყო სიმღერა, გაგიკვირდებათ, მაგრამ ცეკვაც (ფეხზე), სიცილი და სიყვარული! გზად ბოლნისის მახლობლად მჟავე წყლებთან შევჩერდით. ვინ წყალს სვამდა, ვინ სამბას ცეკვავდა (მუსიკის გარეშე) და ვინ საჭიროებისამებრ სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა....








თბილისში ჩამოსულებს, თამთამ და მე წყნეთს გავეშურეთ, სადაც ორი საათი ბოულინგი გავახურეთ და სახლებში დავბრუნდით.... ამ ბოლო მონაკვეთში ჩვენტან ერთად იყო, თუ ჩვენ ვიყავით მასთან ერთად, რა მნიშვნელობა აქვს, განუმეორებელი ბოულერი მოქანდაკე, იგივე ირაკლი.




ქატო იქა, ფქვილი აქა,
ჭირი იქა, ლხინი აქა!
დასასრული