კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Bivrili » 02 დეკ 2009, 15:29

ცოტა დაგვიანებით კი ვდებ მაგრამ

ანანური ისევ

Image



ბოჭორმა


Image

ისევ ბოჭორმა
Image


ზედაზენი
Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Bivrili » 02 დეკ 2009, 15:33

მუხრანი

Image


Image



იქნებ ვინმეს აქვს სხვა ხედით გადაღებული, ან მთლიანი ციხის ფოტო
ულამაზესია წინა ხედი
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Bivrili » 02 დეკ 2009, 15:35

პ.ს. სულ დამავიწყდა მეთქვა, თუ საორგანიზაციო საქმეში დაგჭირდეთ, მზად ვარ გემსახუროთ...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Makena » 02 დეკ 2009, 17:40

Gvalva wrote:Bivrili

:) სწორედ ანანურზე იყო ერთი ამბავი, მე ვამბობდი, ანანურის ყველას ნანახი აქვს, მაგის ადგილი არ გვაქვს მეთქი, რას ამბობ მნიშვნელოვანიაო :), არადა არც იყო შემოსული

ერთი ციხე და ერთი ავტორი კიდევ მოგვემატა :)
Gvalva
ანანურთან დაკავშირებით ნამდვილად გეთანხმები.
ანანურის ნაცვლად აჯობებს რომელიმე მნიშვნელოვანი მაგრამ ნაკლებად ცნობილი ციხე ჩაჯდეს. ანანური ყველა ნანახი აქვს და თანაც არაერთხელ, თუ მაინცადამაინც პატარა ფოტოში ჩავსვათ.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 03 დეკ 2009, 12:08

Archil

გაიხარე თემების გადახედვისთვის

ეს ფოტოები რომ განვიხილოთ ვისი გადაღებულია ვიცით? დიდი ფოტოების მოპოვება შეიძლება თუ დაგვჭირდა?

ჩიჩხიტური
Image

კვეტერა
Image

გავაზი
Image

ხერთვისი
Image

დრის (შენ გეწერა თამარის თეძამში)
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 03 დეკ 2009, 12:14

ორ სათაურზე კიდე:

არჩილ, სივანი გიწერია და ყველამ სიონად იცის და რა ხდება?
ARCHILI wrote:სივანის ციხე-კოშკი

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 03 დეკ 2009, 12:26

მიმდინარე პროცესები:

გუშინ

გიორგი ბაგრატიონის
კახა ხიმშიაშვილის
თამაზ კოჭლამაზაშვილის
ნანა ჭუნიაშვილის
ელისო ახვლედიანის
თინათინ მჭრელი თვალის

დახმარებით დავლაგდით გვერდებად :)

სვანეთის და თუშეთის მეტი მრავალფეროვნება შეიძლებოდა და ჩქარა თუ გადახედავთ არქივებს და ამეებს მოამატებთ კაი იქნება

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by ARCHILI » 03 დეკ 2009, 13:23

Gvalva wrote:ორ სათაურზე კიდე:

არჩილ, სივანი გიწერია და ყველამ სიონად იცის და რა ხდება?
ARCHILI wrote:სივანის ციხე-კოშკი

Image
მართალი ხარ, ოფიციალურად სიონი ჰქვია, მოხევეები ეძახიან მას სივანს.

:)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by lama » 03 დეკ 2009, 14:05

Gvalva wrote:
სვანეთის და თუშეთის მეტი მრავალფეროვნება შეიძლებოდა და ჩქარა თუ გადახედავთ არქივებს და ამეებს მოამატებთ კაი იქნება
აი, კიდევ ესენი
(ერთი ზემოთ დავდე. აღარ მახსოვს რომელ გვერდზე)
იმედია
არაუშავთ

:)
Image

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by ARCHILI » 03 დეკ 2009, 17:16

ARCHILI wrote:

ლიხაურის თამარის ციხე 1

Image

ლიხაურის თამარის ციხე 2

Image
ამათზე გამახსენდა - ესეც მცირე ინფო ამ ციხის შესახებ:

ლიხაურის ციხე, თამარის ციხე - ციხე ლიხაურში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით. 1774 წელს ლიხაურის ციხე ასკანის ციხესა და ბუკისციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა უკან დაიბრუნეს. თედო სახოკიას ცნობით, რომელიც 1896 წელს იმყოფებოდა ლიხაურში, ციხეში რუსული სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული.

გეგმაში ოვალურ ციხეს ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. სამხრეთისა და დასავლეთის ოთხკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა მრგვალი. კოშკებს ახლავს სათოფურები, ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა. ციხე ვიზუალური დაკვირვებით გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება.

:!:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by ARCHILI » 03 დეკ 2009, 17:22

ARCHILI wrote:ქართული აია სოფიას ციხე-კომპლექსი :



Image

Image

Image

Image
რაც შეეხება ამ ფოტოებს:

სამეგრელოში სოფელ ბულიწყუში, არის ძალიან საინტერესო, აია სოფიასციხე-კომპლექსი.
მდინარე მუნჩიის სანაპიროზე მდებარეობს წმინდა სოფიას ეკლესია. ეკლესიას ირგვლივ გალავანი უვლის. შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირ ქვით. ეკლესია ამაღლებულ ბექობზე დგას. ტაძარი სავარაუდოდ 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ ლევან დადიანის ბრძანებით და შემწეობით. ამაზე მიუთითებს ეზოში გაბნეულ ჩუქურთმიანი ლოდები. წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილი მონაცემები მოგვაწოდა გ. ჩიტაიამ ნაშრომში “ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“.

ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამთავრდა გარეთა შემოსევები შეწყდა სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე ვაკეში აუშენებიათ - საკვიკვინოს წმინდა სოფიოს ეკლესია. ძველი საეკლესიო ხატები ჯვრები და ჭურჭლები ახალ ეკლესიაში ადმოუსვენებიათ.

მკვლევარ-ისტორიკოსი ხარიტონ კაკულიას ცნობით აია სოფიაში მოიაზრება ფაზისის უძველესი აკადემია.
1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა.

ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by ARCHILI » 03 დეკ 2009, 17:27

ARCHILI wrote: სივანის ციხე-კოშკი

Image
სიონის კოშკი

ისტორიულ ხევში, მდინარე თერგის მარჯვნივ, სოფელ სიონთან, ხეობას გადმოჰყურებს ბრწყინვალე პროპორციის მაღალი კოშკი. იგი ამ ხეობაში კარგა მანძილზე ბატონობს.
სოფელში მრავალი ძეგლია, მაგრამ მათში გამოირჩევა ფორმა მიცემული, დიდრონი ანდეზიტის ქვით ნაგები პირამიდული კოშკი. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. კარი ძალზე მაღლაა, აქედან დაწყებული ზემოთ ხუთი სართულია. მეხუთე სართული ბანია სწორკუთხა სალოდეებით. პირველი სართული კარიდან ნათდება, დანარჩენს კი თითო პატარა სარკმელი ანათებს.
კოშკი ყველა მონაცემებით აგებულია X-XII საუკუნეებში.
კოშკის ირგვლივ ძველი საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობებია.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by ARCHILI » 03 დეკ 2009, 17:31

ARCHILI wrote:ციხეგოჯი

Image

Image

Image

Image

Image
ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რაიონში). VI-VIII საუკუნეებში ეგრისის დედაქალაქი.

იატორიის გადმოცემის თანახმად დააარსა ძვ. წ. III საუკუნეში ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (მისი სახელისაგან არის სახელწოდება "ციხეგოჯი" - ქუჯის ციხე; ბერძნული სახელი - "არქეოპოლისი" ნიშნავს ძველ ქალაქს).

ციხეგოჯის სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა - გაშენებული იყო მდ. ტეხურით სამი მხრიდან მოსაზღვრულ პლატოსა და მისგან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აღმავალი მთის თხემზე. 532 ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა ირან-ბიზანტიის ომისათვის მზადებისას (ეგრისის დიდი ომი 542-562), გაამაგრა ციხეგოჯი. 551 ირანის ლაშქარმა მერმეროეს სარდლობით სცადა ქალაქის აღება, მაგრამ უშედეგოდ (არქეოპოლისის ბრძოლა 551). 555 ციხეგოჯთან ბრძოლაში დამარცხდა ირანის ლაშქარი ნახორაგანის სარდლობით. VIII საუკუნის დასაწყისში ციხეგოჯში არაბთა გარნიზონი იდგა. 30-იან წლებში ქალაქი დაარბია არაბთა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). IX-X საუკუნეებში ციხეგოჯი ისევ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. შემდგომში აქ უკვე მცირე დასახლებაა. XVI-XVIII საუკუნეებში ციხეგოჯი ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენციაა.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by zura N. » 03 დეკ 2009, 18:14

ამ თემიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 8&start=45

მზოვრეთის ციხე...

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by paata_ » 03 დეკ 2009, 18:17

ვაა zura N. ცოცხალი ყოფილა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]