სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 02 დეკ 2009, 19:33

სელის ყანა ჯავახეთში
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 02 დეკ 2009, 19:34

ცერცვი
Image

Image

Image
Last edited by Makena on 02 დეკ 2009, 19:37, edited 1 time in total.


User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 02 დეკ 2009, 19:35

ასე ცეხვავდნენ ადრე ღომს გურიაში
Image




qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 02 დეკ 2009, 21:18

რახან ეს თემა სასმელ-საჭმელს ეხება ნება მომეცით რამოდენიმე ძველი ქართული ვაზის ჯიშიც დავდო ამავე თემაში, მართალია "ფლორა და ფაუნაში" კავკასიკამ უკვე გახსნა თემა "ვაზის კულტურა", მაგრამ არც ამ თემაში იქნება ძველი ქართული და თანაც უნიკალური ვაზის ჯიშების სურათებისა და მცირედი ინფორმაციის დადება ურიგო.
ესაა "ასურეთული შავი" ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში. შესანიშნავი ღვინო იცის. ლალისფერი. გავრცელებულია ძირითადად ასურეთში და მის მიდებარე ტერიტორიაზე.
Image
გურიის მცირედგავრცელებული საღვინე ვაზის ჯიში "ბახვა"
Image
იმერული მცირედგავრცელებული საღვინე ვაზის ჯიში "ბზვანურა"
Image
კახეთის მცირედგავრცელებული საღვინე ვაზის ჯიში "წნორის თეთრი"
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 02 დეკ 2009, 21:38

კახეთი, მცირედგავრცელებული საღვინე ვაზის ჯიში "იყალთოს წითელი"
Image
მესხური მცირედგავრცელებული საღვინე ვაზის ჯიში "მესხური მწვანე"
Image
იმერული მცირედგავრცელებული ვაზის საღვინე ჯიში "მგალობლიშვილი"
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 02 დეკ 2009, 21:40

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საკმარისია. ისე კი მერწმუნეთ, რომ ჩვენ ვფლობთ უნიკალურ ვაზის ჯიშებს და რატომაა მთელი კახეთი რქაწითლად ქცეული და იმერეთი ცოლიკოურად პირდაპირ გასაკვირია, თანაც ნამდვილ, ალალ ღვინის ვერსად გასინჯავ კაცი და ძალიან უნდა მოინდომო, რომ კარგი ღვინო იშოვო სადმე...

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by გვალდა » 03 დეკ 2009, 10:41

ამ ცერცვის ფოტოზე გამახსენდა, მთელი ბავშვობა, სოფელში თუ ვიყავი, თხუნელებივით შევიპარებოდით ყანებში და მუხუდოს ძებნასა და ჭამაში გვაღამდებოდა :lol: გემრიელი, მოტკბო, წვნიანი მარცვლები აქვს.
სვანეთოლოგი

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 03 დეკ 2009, 11:05

Makena wrote:Nephros
მე როგორც ვიცი სიმინდი XVII საუკუნეში შემოვიდა საქართველოში, მანამდე სიმინდის ნაცვლად ღომის კულტურას იყენებდა დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებელნი, სიმინდის ღომი ფსევდოა, ხოლო ნამდვილი ღომი ღომისღომისგან მზადდება :)

თუ უფრო ზუსტი ინფორმაცია გაქვს, გვითხარი :)
გადაშალეთ ძველი კარაბადინები, „ვეფხისტყაოსანი“ და ჰკითხეთ ერთი–ორ ჯავახს, შინაურულად სიმინდს რას ეძახითო.
ჩემი საყვარელი ბიბლიოთეკიდან ახლა საკმაოდ შორსა ვარ, თორემ წიგნებს ჩავხედავდი, სიზუსტისთვის.
გეტყვით, რომ სიმინდი „ხათუნის“ სახელწოდებით მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანში“, ხოლო ზაზა–ფანასკერტელ ციციშვილი (მოგეხსენებათ იგი ქართლში ტაოდან გადასახლდა, ფანასკერტიდან, რომელიც მოგეხსენებათ, ძველი მესხეთი იყო) თავის სამკურნალო წიგნში, კარაბადინში სხვა სამკურნალო მცენარეულთან ერთად სწორედ „ხათუნსა“ ხმარობს. მახსოვს, ერთხელ სიმინდს გემრიელად რომ მივირთმევდი, ერთი ჯავახი ქალი მეუბნება, როგორი სიმინდები „დაგიხათუნებიათო“.
მოგეხსენებათ, ამერიკა 1492 წელს აღმოაჩინეს, ზაზა–ფანასკერტელ ციციშვილი კი თავის კარაბადინს სწორედ იმ ეპოქაში წერდა. მაშინდელ საკომუნიკაციო საშუალებებს თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ სიმინდის კულტურა კავკასიაში ისე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა, დიდ მოკარაბადინეს მისი სამკურნალო თვისებები ამერიკის აღმოჩენისთანავე რომ შეენიშნა.
აი, ასეა ეს ამბავი და დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 03 დეკ 2009, 13:05

ერთხელ მაინც თუ მოხვედრილხართ ევროპის რომელიმე ბაზრობაზე, სადაც სოფლის პროდუქტები გამოეფინება ხოლმე, (გერმანიის ზოგიერთ ქალაქში ასეთი ბაზრობები ხშირია ოთხშაბათობითა და შაბათობით ქალაქის ცენტრალური მოედნებზე (Markt, Markt-Platz…) შეამჩნევდით, რომ მყიდველთა უმრავლესობა შედარებით შეძლებულ ფენას შეიძლება მივაკუთვნოთ. იქაური ჩვენში ე.წ. Hyper-, Super- და ა.შ. მარკეტებად ცნობილი სავაჭრო ცენტრები კი ამის საპირისპიროდ ჭეშმარიტად სახალხოა.
საქართველო, როგორც წესი, პარადოქსების ქვეყანაა. როგორც ჩვენი კოწია იტყოდა, ყველაფერს მშვენიერს „უცხოს“ ვუწოდებთ, ამიტომაცაა, ალბათ, რომ ყველაფერი უცხო მშვენიერი გვგონია...

Magnum-ის თვალით:

ვეღარ მოვიძიე ამ ფოტოგრაფის კომენტარი ამ ფოტოზე. საკმაოდ საინტერესო იყო. ფაქტი კი ერთია: ჰიპერმარკეტის ვიტრინებს უცხოს მოყვარული ქართული თვალი ისე შეჰყურებს, თითქოს მიქელანჯელოს შედევრსა ჰხედავდეს სიქსტის კაპელაზე.

Image

ეს კი ერთი რიგითი სახალხო ვაჭრობა. რომელის დახლებზეც ჰიპერმარკეტებტან შედარებით ბიო–პროდუქტები ჭარბობს.

Image
Last edited by Nephros on 03 დეკ 2009, 19:03, edited 1 time in total.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 03 დეკ 2009, 13:10

Makena wrote: მერე კიდე ვიღაცეები ამბობენ ბიოპროდუქტები ძვირიაო, საკუთარ ჯანმრთელობაზე ძვირი შეიძლება იყოს რამე?
ჰოდა თუ მთელი ხელფასი ბიოპროდუქტში უნდა დავხარჯო და კიდე არ მეყოს , ბარემ წავალ სოფელში და გავხდები გლეხი როჟა, მერე რა რო ფული არ მექნება , სამაგიეროდ მეცოდინება რომ კიბოთი არ მოვკვდები 3 კურსი ქიმიოთერაპიის ჩატარების მერე.
(ქვევრო ეხლა არ თქვა შენ ისედაც გლეხი როჟა ხარო)

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by TuTa » 03 დეკ 2009, 14:23

ძალიან საინტერესო თემაა,

იქნებ რძის პროდუქტებზეც დაწეროთ, ძალიან მაინტერესბს ეს საკითხი.

შემზარავი რეალობაა :(

Nephros
"სიმინდი_ ხათუნი" ძალიან შთამბეჭდავია :)

აქამდე მეგონა, რომ ჩემი სახელი სპარსული წარმოშობის იყო და ქალბატონს ნიშნავდა, თურმე ... ბევრი რამ არ მცოდნია :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]