კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.

Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე



User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Bivrili » 01 დეკ 2009, 16:14

ანანური


Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 01 დეკ 2009, 19:10

მოკლედ, კალენდრის წყობა შეიცვალა

რადგან ციხეები ვერტიკალური კადრებიც არის და დიდი ფოტო შეიძლება იყოს ვერტიკალურიც, იმისთვის რომ მისი განთავსებაც შევძლოთ, 2010 წლის კალენდარი იქნება ვერტიკალური

მე გავაკეთე დაახლოებითი მაკეტი, რა გვინდა რომ იყოს და რა სად, ჩემი პირადი აზრია რომ ღაღაც-რაღაცეები გასული წლის კალენდარიდან შევინარჩუნოთ, რომ სერიასავით გვქონდეს კალენდრები

Image

ეს არის მაკეტი, თუ ვინმეს ფოტოშოპი ერჩის და ამაზე წაიმუშავებს და ვარიანტებს შემოგვთავაზებს ძალიან კარგი იქნება.

ეხლა რა იყოს უცვლელი:

კალენდრის რიცხვების და ფოტოს სირცეების გაყოფა უცვლელი,
რიცხვების ზომები უცვლელი, ფონტი შეძლება შეიცვალოს
შაბათ-კვირას ქონდეს ხაზები, მინდოდა რომ შაბათ კვირის რიცხვები პატარა და მაღლა ასკუპებული ყოფილიყო და ის ხაზი მის ქვეშაც შესულიყო, მაგრამ უცებ ვერ ვქენი და შევეშვი
კვირის დღეები ორივე ენაზე იყოს და სად ეწერება როგორი გაფორმებით სულ ერთია (ეს ადგილი ძალიან ითხოვს დახმარებას)
წარწერებისთვის ფონტების, ზომის და ფერის შერჩევა ითხოვს დახმარებას
პატარა ფოტოებსაც უნდა წარწერები, იგივე რაც დიდს, მაგასაც უნდა ფონტები და ზომები
სხვა რამ გაუმჯობესება :)

ფოტოები ამ მაკეტში აღებულია ნებისმიერად, შერჩეული არაა.

ეს ფაილი psd მაქვს და თუ ვინმეს გცალიათ წასამუშავებლად, მიტხარით და გამოგიგზავნით

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Naia » 01 დეკ 2009, 21:07

Gvalva
ლელ, მე მაქვს ერთი უმნიშვნელო შენიშვნა:

ხომ არ აჯობებს, რახან კალენდრის ძირითადი ენა ქართულია, ჯერ ქართული წარწერები გაკეთდეს და მერე ინგლისური? ანუ მარცხნივ ქართული ტექსტი დაიწეროს (მაგ. ფოტოგრაფის სახელი, თვე და ა.შ.) და მარჯვნივ კი ქართული.

სხვა ყველაფერი მომეწონა :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 01 დეკ 2009, 21:39

დილიდან ეხლა მოვრჩი ფოტოების ჯერ მარტო დალაგებას!

გვაქვს:

91 ციხე
42 ავტორი

ეხლა ეს უნდა დავალაგოთ თემატურად

14 გვერდზე,
13 დიდი ფოტო შევარჩიოთ,
72 პატარა ფოტო

მაგ. ქსნის ციხეზე 53 ფოტოა, ხერთვისი - 39, ბევრი ციხეა მხოლოდ ერთი ფოტოთი.

თუშეთი, ხევსურეთი, სვანეთი ეს გვერდები განსაზღვრულია, მაგრამ არც აქაა სამე მარტივად - თუშეთის 11 ციხე 5 ფოტოში უნდა ჩავტიოთ, სვანეთი - სამწუხაროდ ცოტა ფოტოები შემოვიდა :(

კონსტრუქციული იდეები ველკომია.

ნაია გეთანხმები, ვჩქარობდი და რომ დავამთავრე და შევხედე მეც მაშინვე ეგ ვთქვი, ეს თუ არ შევცვალეთ კიდევ დაგვტუქსავენ პატრიოტები მეთქი :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 01 დეკ 2009, 21:56

Bivrili

:) სწორედ ანანურზე იყო ერთი ამბავი, მე ვამბობდი, ანანურის ყველას ნანახი აქვს, მაგის ადგილი არ გვაქვს მეთქი, რას ამბობ მნიშვნელოვანიაო :), არადა არც იყო შემოსული

ერთი ციხე და ერთი ავტორი კიდევ მოგვემატა :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Naia » 01 დეკ 2009, 22:16

Gvalva
მადლობა, ლელ :) მეც ცოტა გამიკვირდა, ლელას ეს როგორ შეეშალა-თქო :)

ფოტოების მიღება დასრულდა უკვე?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Tamusia » 01 დეკ 2009, 22:34

ხულუტი

Image

Image
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Int3lig3nt » 02 დეკ 2009, 00:14

მოკლედ, რაღაცა მოვჩხლართე და ნახეთ.

ჩათვალეთ, რომ სქემატური სახე აქვს.
ფონტის შერჩევას, დეტალების დეტალების განლაგებას და გალამაზებას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ.

ფერად წერტილებს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, იდეაში რუკაზე მიგვანიშნებს კონკრეტული ციხის მდებარეობას.

ფაქტია რომ დიდი ინფოა განსათავსებელი და გადატვირთულია გვერდი :(.

Image


Image

P.S. Photoshop-ის ფაილი დავალაგე და მოვაწესრიგე. ყველა ელემენტს სახელი ქვია და თავის საქაღალდეშია.
სადმე ავტვირთავ და ბმულს დავდებ, ვისაც გსურთ, თქვენი ვერსია გააკეთეთ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 02 დეკ 2009, 00:33

ვანო გაიხარე!!

რა ვუყოთ პატარა ფოტოებზე ტექსტი უფრო დიდია ვიდრე ფოტო, ინგლისური ფონტი უნდა ავარჩიოთ ძალიან კომპაქტური, პატარა ფოტოებისთვის ქართული შრიფტის ზომაც დავაპატარაოთ

შაბათ-კვირის ხაზები დამიბრუნეთ რაა, ეგ იდეა ძალიან მომწონს და ვერ შეველევი :)

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Int3lig3nt » 02 დეკ 2009, 01:02

Gvalva
ჰოო, ეგ სულ გადამავიწყდა :S.
დაველოდები კიდევ შენიშვნებს და მერე შევიტან ცვლილებებს.

იმედია გამოჩნდება ვინმე... ფოტოშოპში და ზოგადად 2D დიზაინში კომპეტენტური ადამიანი და თავის წონიან სიტყვას იტყვის (ნუ საქმესაც გააკეთებს :D).

აი ფოტოშოპის ფაილიც... ვისაც გსურთ გამოიყენეთ :).

http://www.link.ge/file/296545/1-ianvari-10.psd.html
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Gvalva » 02 დეკ 2009, 03:15

პატარა ფოტოების წარწერების შემოკლებ მოვიფიქრე:

თმოგვი, მაყვალა აბაშიძე
Tmogvi, M. Abashidze

ინგლისური ფონტი მჭიდრო და კპმპაქტური. ინგლისელისთვის მაყვალა ქვია თუ მაია სულ ერთია და სახელი შევამოკლოთ.

ქართულად ციხის დასახელება სიტყვა "ციხის" გარეშე დავწეროთ და ავტორის გვარი და სახელი იმავე ხაზზე, ჯერ ციხის სახელი და მერე ავტორი.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კარავის კალენდარი "საქართველოს ციხეები"

Post by Tamari-ch. » 02 დეკ 2009, 09:20

დაპირებული რუკები
(დავასკანერე)
საქართველოს ციხე - სიმაგრეები

Image



Image


Image


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]